Thursday, 6 October 2016

#საზღვრებსიქით

“I am going to make everything around me beautiful - that will be my life.”
დღეს 6 ოქტომბერია, სამსახურში nვარ და საქმე აღარ მაქვს, არა, კი მაქვს, მაგრამ სამუშაო დღის დამთავრებამდე 40 წუთით ადრე რომ უნდა გააკეთო ეგეთი არა. 

6 ოქტომბერია, ხო, უკვე ოქტომბერია და გერმანიაში ვარ, 3 თვით, პრაქტიკაზე PR-ის და მარკეტინგის დპარტამენტში, სიმართლე რომ ითქვას ვერც კი ვიოცნებებდი... :) მაგრამ დღეს იმხელა ოცნებას შევეჭიდე...:) რომელზე ოცნებასაც ვერ ვბედავ ჯერ, მერე ვნახოთ... 

საერთოდ იცი რაარის ცუდი?! რაც ბლოგზე წინასწარ დავწერებარაფერი აღარ ამიხდა, არ მინდა რომ მჯეროდეს, მართლა არ მინდა! ძალიან თან! (ახლა ფურცელზე ვწერ და იმდენი ხანია აღარ დამიწერია ხელი მტკივა) 

ხოდა დღეიდან აღარ მჯერა მაგის, პატარა გოგო მელანია უნდა ჩამლვიდეს ჩემთან, ახლა ვგეგმავთ, ხოდა ჩამოვა, აუცილებლად ჩამოვა, მიუხედავად იმისა რომ ჩემს დღიურში წინასწარ ჩავწერე და ამის მერე ყველაფერი ამიხდება რასაც აქ დავწერ! 

რაღაცნაირად ვერ ჩამოვყალიბდი ვეგუები თუ არა აქ ცხოვრებას, ამ ჩემს პატარა სახლუკაში თავს უცხოდ ვგრძნობხოლმე. როტენბურგში ვიყავი (სადაც შარშან ვცხოვრობდი), იქ კარგი იყო, ჩემი მეგობრებიც ვნახე და ქართულ-ფრანგულ-რუსული მშვენიერი საღამო გამოგვივიდა, გერმანულად :))) Tübingen-ში, Ribingurumu-ში ვიყავით (რომელიც იაპონურად Leaving-room-ს ნიშნავს) , ხო, 4 წელი ვსწავლობდი სკოლაში იაპონურს მაგრამ ბევრი აღარაფერი ვიცი, კიარადა აღარაფერი მახსოვს. 

40 წუთი დარჩა სამუშაო დღის დასასრულამდე, არ მიყვარს ესეთი დღეები, მუშაობის ბოლო საათებს რომ ვითვლი-ხოლმე და ისე მადლიბელი ვარ რომ ესეთი დღეები იშვიათობაა ჩემს ცხოვრებაში - hoffe bleibt so. 

ძნელია აქ, უფროსწორად არაა მარტივი, აქ მუშაობას დილის 7-ზე იწყებენ, მე 9-ის ნახევარზე მივდივარ, ცხადია შეთანხმებისდაგვარად. ესენი ადრე მიდიან - მე გვიან. 

ჩემს ეზოში დგას ჩემი სამსახური ზუსტად, 3 წუთი მჭირდება, რომ დიდი შუშის კარი შევაღო და ჩიპი დავადო აპარატს, რომელიც "გაჩექინებს", გახსენებს წინა დღით რამდენი იმუშავე და ჯამში რამდენი სამუშაო საათი გაქვს. 

აქ, ჩრდ გერმანიაში დილიდან ყველა უხასიათოდაა, მარტო მე ვიღიმი, გამარჯობას ხმამაღლა ვამბობ, ყველა ოთახში თავს ვყოფ და ვესალმები, მერე დერეფნის ბოლოს მოვდივარ, რომ დიდი მაკეტინგის განყოფილების პატარა ნაწილი გავხდე. 

ჩემი სამუშაო მაგიდა ოთახის მარჯვენა, ქვედა კუთხეშია, უკან ფანჯარა მაქვს, სადაც სულ ჟალუზია ჩამოფარებული, მხოლოდ ერთხელ ვცადე გადამეწია, შუქი ეკრანს ურტყამს და მიშლის-მეთქი, გავიფიქრე და მერე დავხურე. 

აქაც არიან მეგობრული ხალხი, მაგალითად ფრაუ ანდრე - რომელიც ჩემი აქაური დედაა და ფრაუ დანჰაუერი, რომელიც ცდილობს მკაცრი იმიჯი ქონდეს, მაგრამ ისე მიყურებს და მაქებს(აქ სამჯერ ვაკაკუნებთ) ხოლმე, მგონია საკუთარ თავს ვახსენებ ახალგაზრდობაში. 

ჩემი სახლუკაც ძალიან საყვარელია, 1 ოთახია, სააბაზანო და მეორე ოთახის ბინადართან გასაყოფი საერთო სამზარეულო, რომელშიც არავინ სახლობს, არადა სულ ველოდები რომ ვინმე ნორმალური მოვა და ხმის გამცემი მაინც მეყოლება, მაგრამ არავინ ჩანს. 

ხოდა ვცდილობხოლმე თავი გავიმხნევო და გავირთო, იცით როგორი ცუდი შეგრძნებაა ამხელა შენობაში მარტო ცხოვრება?! 

სადაც იცი რომ შუაღამეს ერთადერთი სულიერი შენ ხარ(სახლი ფირმას ეკუთვნის), ვცდილობხოლმე ამაზე არ ვიფიქრო, ძირითადად გამომდის. 

შესაბამისად სამეზობლოც არ მყავს და მოსაყოლიც არაფერია. ღამით ჟალუზებს ბოლომდე ვაფარებ, რომ დილას პიჟამოში ჩემი რომელიმე თანამშრომლის მზერას არ შევეფეთო :) ფანჯარა ეზოსკენ გადაის, სადაც დილაობით სახლიდან გამოვლილი, ხშირად აკმაოდ დიდი მანძილის მერე მოსაწევად იკრიბებიან ადამიანები. 

მე 07:50-ზე ვდგები, უფროსწორად ვგეგმავ ავდგე, მერე 08:05 გამოდის-ხოლმე. ტელეფონს ვუყურებ და საწოლიდან ვხტები, რუსას ნაჩუქარ სტარბაქსის ჭიქაში ყავას ვიკეთებ, თან ცალი ხელით კბილებს ვიხეხავ, ტანსაცმელს ძირითადად წინა დღით ვარჩევ(არადა მთელი ცხოვრება მეზიზღებოდა) ვამოწმებ ჩიპი ხომ არ დამრჩა, არა! ადგილზეა. 

+8 გრადუსში, ვიტყოდი რომ ამ დროისთვის სიცივეში, სწრაფი ნაბიჯით გავდივარ ეზოს, ჰოო თავიც დამებანა გუშინ არ იქნებოდა ურიგო, რანაირად გაქვს თმა??! უკმაყოფილოფ ვუყურებ რომელიღაცა ოფისის ფანჯარაში არეკლილ საკუთარ თავს. 

მერე შენობისკენ ვიხედები, რა ხდება, გარეთ არავინ დგას, მივიჩქარი-  დიდი შუშის კარი შევაღე, "დავჩექინდი" გავაგებინე გოსბურგვედელს რომ მოვედი :) 

როგორც ყოველთვის, ღიმილით თავს კარიდორისთითოეულ ოთახში ვყოფ და გულიანად ვესალმები, უნდა ითქვას რომ თვითონაც მიღიმიან, საპასუხოდაც იგივე განწყობას ვგრძნობ რაც მე მაქვს, მერე კი ისევ ვუჩქარებ ნაბიჯს რომ კალიდორის ბოლოში გავიდე, სამუშაო მაგიდასთან დავჯდე და როგორც ყოველ დილას 08:30-იდან, გერმანიაში, დიდი მარკეტინგის განყოფილების პაწაწინა ნაწილი მაინც გავხდე ... :) 


მომავალ წაკითხვამდე 

კიწი 

4 comments:

  1. სამ თვეში ბრუნდები? სულ სულ? გამოჩნდება მანამდე რამე, ბოლომდე გამოიყენე ეგ ვიზა.

    ReplyDelete
    Replies
    1. კუდა, გამახარა შენმა კომენტარმა ❤️ ჰო, 30 დეკემბერს, ვეღარ ჩამოვყალიბდი ვეღარასოდეს რა მირჩევნია :))) აქაც მიჭირს და მაქაურობა მენატრება, თან ვიცი ჯობია რო აქ ვიყო ცოტახანს :)))

      Delete
  2. ფილმის დასაწყისს ჰგავს, მთავარი პერსონაჟი გოგო რომ იწყებს სადმე დიდ დაწესებულებაში მუშაობას და ბოლოს დიდ წარმატებას აღწევს :))

    ReplyDelete
  3. აუ ❤️ნეტა მართლა ეგრე იყოს!✨

    ReplyDelete