Monday 12 April 2010

. . . it's good

არ ვიცი რატომ, მაგრამ დღეს ვერაფერმა შეძლო ჩემი განწყობის გაფუჭება:
ვერც წვიმამ,
ვერც ნაცრისფერმა ცამ,
ვერც საცობებმა,
ვერც სახლში არსახვედრილმა მასწავლებელმა (ტყუილად რომ მივედი მასთან),
ვერც უჟმური სახით მომსახურე პერსონალმა კაფეში,
ვერც თავის ტკივილმა,
ვერც ჩემმა ძმამ (მიღწევაა),
ვერც თავხედმა მანქანის მძღოლმა (რომელმაც გამწუწა),
ვერც "გაჭედილმა" ინტერნეტმა,
ვერც არმოწერილმა მესიჯმა,
ვერც ჩემმა დაქალმა რომელმაც "გადამაგდო" და გაკვეთილზე არ მოვიდა...

უბრალოდ გადავწყვიტე ერთი დღე მაინც არაფრისთვის მიმეცა უფლება აეშალა ჩემი ნერვები და მგონი გამომივიდა კიდეც :>

დამეწყო ისევ მასწებიიიი....

გავიქეცი ახლა , მომავალ წაკითხვამდე : კიწი :*

6 comments:

  1. მეც თითქმის იგივე შინაარსის პოსტის დაწერას ვაპირებდი მაგ დღეს, ოღონდ განსხვავება ის იქნებოდა რომ ყველა ჩამოთვლილი აუტანელი სიტუაცია მოახერხებდა ჩემი ნერვების მოშლას. ჩემს მაგ დღევანდელ უბედურებას ის ემატება რომ ძლივს მომზადებული სემინარის დრო ”მარშუტკაში” ფეხზე მდგომარემ, საცობში გაჭედილმა გავატარე, იმის მაგივრად რომ აქტიურობის ერთი ქეციანი პლიუსი მიმეღო :(

    მშვენიერი გადაწყვეტილება მიგიღია, მეც დავთქვამ ერთ მასეთ მშვენიერ დღეს, როცა კატეგორიულად არ მოვიშლი არაფერზე ნერვებს,მაგრამ არ ვიცი გამომივა თუ არა...

    პს: ერთი კითხვა მაქვს შენთან, ამ პოსტთან რა მოსატანია არ ვიცი მაგრამ, სად აპირებ ჩაბარებას? :)

    ReplyDelete
  2. გამოგივა დამიჯერე, მეც მეგონა არ გამომივიდოდა, მაგრად გამოვიდა, თან სრულიად უმიზეზოდ. :)) მთავარი მონდომებაა :>

    სად ვაპირებ ჩაბარებას და PR-ზე, შენ რა ფაკულტეტზე სწავლობ?

    ReplyDelete
  3. შენს სახელს რატომღაც ასე გამოვთქვამდი აქამდე – "კიუ(ვ)ი"
    ანუ "წ" არ მომფიქრებია რატომგაც

    ReplyDelete
  4. ეგ არაფერი, ხდება ხოლმე :)) კიწი ვარ კიწი :>
    არც დავფიქრებულვარ მაგაზე, ბევრი იქნებ ეგრეც კითხულობს :)

    ReplyDelete
  5. მე ბიზნესის ადმინისტრირებაზე, ალბათ მოდულს მარკეტინგს ავირჩევ მერე ჯერ არ ვიცი :)
    მშვენიერი გადაწყვეტილება მიგიღია,დარწმუნებული ვარ საინტერესო სტუდენტობა გელის :)

    ReplyDelete
  6. ხო მარკეტინგი მართლა ძალიან მაგარი და საინტერესოა :>
    მეც მაგისი იმედი მაქვს :P

    ReplyDelete