ვერც წვიმამ,
ვერც ნაცრისფერმა ცამ,
ვერც საცობებმა,
ვერც სახლში არსახვედრილმა მასწავლებელმა (ტყუილად რომ მივედი მასთან),
ვერც უჟმური სახით მომსახურე პერსონალმა კაფეში,
ვერც თავის ტკივილმა,
ვერც ჩემმა ძმამ (მიღწევაა),
ვერც თავხედმა მანქანის მძღოლმა (რომელმაც გამწუწა),
ვერც "გაჭედილმა" ინტერნეტმა,
ვერც არმოწერილმა მესიჯმა,
ვერც ჩემმა დაქალმა რომელმაც "გადამაგდო" და გაკვეთილზე არ მოვიდა...
უბრალოდ გადავწყვიტე ერთი დღე მაინც არაფრისთვის მიმეცა უფლება აეშალა ჩემი ნერვები და მგონი გამომივიდა კიდეც :>
დამეწყო ისევ მასწებიიიი....
გავიქეცი ახლა , მომავალ წაკითხვამდე : კიწი :*
მეც თითქმის იგივე შინაარსის პოსტის დაწერას ვაპირებდი მაგ დღეს, ოღონდ განსხვავება ის იქნებოდა რომ ყველა ჩამოთვლილი აუტანელი სიტუაცია მოახერხებდა ჩემი ნერვების მოშლას. ჩემს მაგ დღევანდელ უბედურებას ის ემატება რომ ძლივს მომზადებული სემინარის დრო ”მარშუტკაში” ფეხზე მდგომარემ, საცობში გაჭედილმა გავატარე, იმის მაგივრად რომ აქტიურობის ერთი ქეციანი პლიუსი მიმეღო :(
ReplyDeleteმშვენიერი გადაწყვეტილება მიგიღია, მეც დავთქვამ ერთ მასეთ მშვენიერ დღეს, როცა კატეგორიულად არ მოვიშლი არაფერზე ნერვებს,მაგრამ არ ვიცი გამომივა თუ არა...
პს: ერთი კითხვა მაქვს შენთან, ამ პოსტთან რა მოსატანია არ ვიცი მაგრამ, სად აპირებ ჩაბარებას? :)
გამოგივა დამიჯერე, მეც მეგონა არ გამომივიდოდა, მაგრად გამოვიდა, თან სრულიად უმიზეზოდ. :)) მთავარი მონდომებაა :>
ReplyDeleteსად ვაპირებ ჩაბარებას და PR-ზე, შენ რა ფაკულტეტზე სწავლობ?
შენს სახელს რატომღაც ასე გამოვთქვამდი აქამდე – "კიუ(ვ)ი"
ReplyDeleteანუ "წ" არ მომფიქრებია რატომგაც
ეგ არაფერი, ხდება ხოლმე :)) კიწი ვარ კიწი :>
ReplyDeleteარც დავფიქრებულვარ მაგაზე, ბევრი იქნებ ეგრეც კითხულობს :)
მე ბიზნესის ადმინისტრირებაზე, ალბათ მოდულს მარკეტინგს ავირჩევ მერე ჯერ არ ვიცი :)
ReplyDeleteმშვენიერი გადაწყვეტილება მიგიღია,დარწმუნებული ვარ საინტერესო სტუდენტობა გელის :)
ხო მარკეტინგი მართლა ძალიან მაგარი და საინტერესოა :>
ReplyDeleteმეც მაგისი იმედი მაქვს :P