რაღაც მინდა დავწერო, მაგრამ ვერ ვწერ
თითქოს გამეყონაო ტვინი და ვეღარ ვვაზროვნებ...
ადრე ვარ ხვალ ასადგომი მაგრამ არ მეძინება,
ვფიქრობ რამე ისეთს მოვუსმინო რომ გამახალისოს?!
თუ პირიქით, რომელიც ჩემს მინორულ გამწყობას გაამყარებს...
ალბათ მეორეს ავირჩევ, თუმცა არ ვიცი რატომ :)
შაბათს ვიყიდი ალბათ, დიდი აღსაფრთოვანებელი ვერაფერი ვნახე :-|
ხოდა ვარ დებილ ხასიათზე, არაფერი აღარ მინდა..
წავალ ეხა და ძლივსგაზრდილ თმას გადავიპარსავ ისევ...
+ ჩემს დაუძლეველ "შიშს" დავძლევ და ზემოთ გავიხვრეტ ყურს.
მინდა მარა რო მეტკინოს მაგის მეშინია, ხოდა კიდევ რაც ცოტათი მომეწონა იმას ვიყიდი და ვსო!!
ეხა ეგეთ ხასიათზე ვარ, კარგი იქნებოდა ამწამს რომ შემეძლოს სამივეს შესრულება, მერე შეიძლება მენანა ცოტათი მაგრამ ხო დავწყნარდებოდი?? სწავლამ ძაან გადამღალა ვხვდები, ჩემი დაქალიც მეუბნება შარშან ამ დროs პატარა რაღაცაზეც ვტიროდი ისე მქონდა ნერვებიო :D ნუ ეგრე არ ვარ ჯერ :)))
არც ვიქნები იმედია, ეხა კიდე წავედი მართლა დავწვე თორე გვიანაა უკვე.
მომავალ წაკითხვამდე : კიწი
No comments:
Post a Comment