Sunday, 2 May 2010

preparation >:)


დადგა დრო!
ხო , სწორედ ის დრო, რომელიც 12 წლის წინ(მართლაც რამდენი დრო გასულა) უსასრულობა მეგონა.
აი მოვიდა ეს დღეც(ნუ თითქმის) და სკოლას ვამთავრებ, სიმართლე ვთქვათ და არ მჯერა :)
ხოო, გული ნამდვილად მწყდება.

არასოდეს დამავიწყდება სკოლის პირველი დღე, თუმცა ჩემს თავს განსაკუთრებული არფერი მომხდარა, მესამე მერხზე ვიჯექი, გაკვირვებული ვიყურებოდი და ვერაფრით ვერ გამეგო რატომ ტიროდა ბავშვების უმეტესობა,მიხაროდა რომ უკვე შემეძლო სკოლაში სიარული, თუმცა ვერ ვიტყვი რომასეთი შემართება ბოლომდე გამყვა :D
მითუმეტეს ჩემს "სპეც" სკოლაში შაბათობითაც სწავლა იყო, თუმცა მართლაც რომ ბევრი რამ მასწავლა სკოლამ :)

ბანკეტის რიცხვიც გარკვეულია უკვე, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრი ბოდიალისა და წუწუნის მერე ყველაფერი ნაყიდია : კაბა, ფეხსაცმელი, მოსაცმელი, აქსესუარები.
ხო ვემზადები და ველოდები კიდეც, მაინც მნიშვნელოვანია ჩემთვის, ცხოვრებაში სკოლას ერთხელ ამთავრებ მაინც, მეშინია ბოლო ზარზე არ ამეტიროს (ძალიან ძნელად ვტირი საერთოდ, ნუ თითქმის არა, მაგრამ შარშან დაქალების ბოლო ზარზე გული ამიჩუყდა მგონი :D), მაგრამ თუ ეგრე მოხდა არც ეგ იქნება ჩემთვის დიდი პრობლემა.

დამქანცა გუშინ 6,5(!) საათიანმა შოპინგმა ხვალ ისევ ჩვეულ რიტმში, მასწავლებლები და მასწავლებლები.

2 თვეღა დამრჩა, აუუუ :P ჯერ არ ვნერვიულობ მაგრამ იქ რას ვიზამ არ ვიცი :)
კარგი, წავედი მეც, თავს აღარ შეგაწყენთ, მომავალ წაკითხვამდე, კიწი :*

4 comments:

  1. ვაიმე ახლა, რომ ჩემს ბანკეტს ვიხსენებ სიცილით ვკვდები არადა მაშინ რა დღეში ვიყავი. თმას ისე გადავყევი ბანკეტზე დამაგვიანდა :)))

    ყველაფერი კარგად იქნება :*

    ReplyDelete
  2. მადლობ გამხნევებისთვის :*
    დიდი იმედი მაქვს რომ მეც სიციით გამახსენდება :))))

    დიდად აღარ ვდარდობ უკვე, მთავარი გაკეთებულია :>

    ReplyDelete
  3. isa kiwi dataguli xar genacvale :*

    ReplyDelete
  4. მააადლობთ :">

    ReplyDelete