Wednesday, 7 April 2010

one ...


თითქოს კარგი დღე იყო... :)


თითქოს იმიტომ რომ კარგად დაიწყო?! ნუ ჩვეულებრივად, ისევ მაღვიძარას ზარს მოუხდა ჩემი გაღვიძება, მასწავლებელთან რომ არ დამგვიანებოდა, ამ აბიტურიენტობაში არც აღდგომა იციან, არც ხარება ... :)

მერე ისიც ვნახე, მართალია ცოტა ხნით, მაგრამ მაინც, ჩემს არც ისე დიდი ხნის უნახავ და მონატრებულ დაქალსაც გავუარე, ცოტა ვიჭორავეთ, კაფეშიც ვიყავით, მერე ვიღაც ბიჭს სიგარეტი მოუნდა "მოკიდებითურთ" :))




საღამოს დავბრუნდი სახლში, სიმშვიდეა :) მაგრამ რაღაც ვერ ვარ ხასიათზე. არ ვიცი რატომ. ალბათ ხდება ხოლმე, ბოლომდე მაინც ვერ ვთავისუფლდები ალბათ წარსულის "ტკივილისაგან" (ასე დავარქმევდი) თუმცა ასეთ ხასიათზე ყოფნა ცოტათი უჩვეუოა ჩემთვის. მაინც ბედნიერი ვარ, მიუხედავად ამისა ზოგ რაღაცაზე ნაძალადევად მიწევს ღიმილი, ეგეც არაფერი, მარტო მე არ ვარ ალბათ ასე.

წვიმიანი ამინდიც არ მომწონს... მზე გამოვა იმედია ხვაალ ;;)

ჰო ისევ კარგ ხასიათზე ვარ, ნუ უკეთესზე, სიტყვებს დიდი ძალა აქვთ :>

მომავალ წაკითხვამდე :P

4 comments:

  1. ჩემი აბიტურიენტობა გამახსენდააა... ის ცივი და რუხი დღეები, თუმცა შენ ჩემგან განსხვავებით უფრო შემართებული აბიტურიენტი ყოფილხაარ, მე მაგ დროს სიტყვა ბედნიერების მნიშვნელობაც კი დავიწყებული მქონდა... არც კი ვიცი რატომ გადამქონდა ასე მძიმედ, არაფერიც არ ყოფილა რთული.
    აბა შენ იცი, ასე გააგრძელე, წარმატებებს გისურვეეებ.

    პს საინტერესოდ წერ :)

    ReplyDelete
  2. მადლობ, გამახარა შენმა კომენტარმა :) არ ვარ ჩვეული საერთოდ :D ხო მეც 1-2 თვე, სიცივეები როცა იყო მაშინ ძალიან შემომიტია აბიტურიენტობის დეპრესიამ, მაგრამ ვძლიე და ვუძლებ ჯერჯერობით. :>

    ReplyDelete
  3. გუშინ ჩემი მასწავლებელი გადამაწყდა. თუ მე გადავაწყდი, არ ვიცი.
    მთელი აბიტურიენტობა გამიმწარა, ღამეები მაქვს ნათენები მაგის დავალებების გამო.

    მაგრამ ახლა ისე ტკბილად მახსენდება, დაფასდა შრომა :)

    პ.ს. ეს კოდი სიტყვა რო გათიშო არ გინდა? :)) პოსტს რო ვაჭერ მგონია რომ დაიწერა უკვე და... ამ დროს... :)

    ReplyDelete
  4. მეც იმედი მაქვს რომ ტკბილად გამახსენდება და დაფასდება ეს შრომა :)) თან დიდი იმედი მაქვს, დღეს ქართულის ტესტის პასუხებიააა... წინა წელს რაც ჩააბარეს ბავშვებმა ეგ ვწერეთ, ნეტა რას მივიღებ?! ძალიან ინწირესნაა :>

    რაც შეეხება კოდს რო არ ვიცი გათიშვა :(( დიდად ვერ ვერკვევი აქ ჯერ, მასწავლეთ და გავთიშავ, პირიქით, არც მე მომწონს სხვებთან რო არის ხოლმე :D

    ReplyDelete