პირველ რიგში უნდა მოგილოცოთ ალბათ :) ხოდა მეც გილოცავთ სიყვარულის დღეს, სიყვარულის დღე ეძახე შენ და ყველა მასწავლებელს დღეს მოუნდა გაკვეთილის დანიშვნა, თანაც დღის მეორე ნახევარში, სტომატოლოგთან ვიზიტის და 2ი 3 საათიანი გაკვეთილის მერე ეჭვი მაქვს კიდევ მქონდეს სადმე წასვლის თავი, ასე რომ... არ ვიცი რა იქნება. 4,5 წელი მარტო არ შევხვედრილვარ არც ვალენტინობას, არც სიყვარულის დღეს, მაგრამ წელს ვალენტინობას ვიყავი მარტო... სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ეგ კიდევ ცალკე საკითხია, ორივე შეიძლება დაერქვას ალბათ, არ ვიცი. ყველაფრისდამიუხედავად ჯერ მაინც არ მსიამოვნებს მაგ თემაზე ხმამაღლა საუბარი, მარა დრო უშველის ყველაფერს ვიცი.
უბრალოდ კიდევ თავხედი როა ის ადამიანი ეგ მოქმედებს ცოტა არ იყოს და ნერვებზე, ბავშვივით იქცევა... მასთან აღარანაირი შეხება აღარ მაქვს უკვე მართალია მაგრამ ბევრი ნაცნობი გვყავს საერთო და... :) მოკლედ რაა, კარგი ამას ვივიწყებ, ხოდა რას ვამბობდი?! სიყვარულის დღეა და მასწავლებლები-მეთქი არა?! ხო, თუმცა ყველაფერი წინ მაქვს ჯერ ხო მხოლოდ 3 საათია... ვნახოთ რა იქნება, ვნახოთ.
თქვენ კიდევ ერთხელ გილოცავთ და ულამაზეს სიყვარულს გისურვებთ :> :*
წავედი ახლა გაკვეთილებზე, მომავალ წაკითხვამდე :>
No comments:
Post a Comment