Tuesday 9 March 2010

I find somebody ...

ამ ნაწილის წერას როცა ვიწყებ სულ სადღაც რატომ უნდა მეჩქარებოდეს ვერ ვხვდები, შეიძლება იმიტომ, რომ ყველაზე ბოლოს მახსენდება, რადგანაც დიდად არ მიყვარს საკუთარ გრძნობებზე და შეგრძნებებზე ლაპარაკი . . . მიუხედავად იმისა რომ ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ (მხოლოდ ჩემი აზრი არაა ეს) :>

უმეტესად ვისმენ და რჩევას ვაძლევ , ვიდრე ვყვები ... :) ესეც კაია ხანდახან.

ხო? აბა რა ხდება?

არც არაფერი განსაკუთრებული, ყველაფერი კარგადაა, აბიტურიენტი ვარ ხოოდა დავდივარ მასწავლებლებთან, პატიოსნად (სხვა რა გზაა), ვარ გადარბენაზე მაგრამ მაინც ყველაფერს ვასწრებ რასაც მინდა, გართობას მეგობრებთან და საყვარელ ხალხთან ერთად ყოფნას, საყვარელი წიგნების კითხვას, აქ წერას, კინოში, კაფეში და ხანდახან უაზროდ საბოდიალოდ სიარულსაც კი . მიუხედავად იმისა რომ დავალებებსაც პირნათლად ვასრულებ :)) ბევრად რთული მეგონა, არა არც ძალიან ადვილია და ნერვებზეც მოქმედებს ხანდახან მარა შედეგი ღირს წვალებად მჯერა :>

ყველაფერი კარგად იქნება იმედი მაქვს, ახლაც წავალ უნარებს დავწერ, 10ის ნახევარზე მაქვს ხვალ გაკვეთილი და ...

იმედია აქ წერა არ დამეზარება ხოლმე, დასაწერი იყოს და კი დავწერ . . .

დროებით: კიწი

2 comments:

  1. ჰო, თუ სულ მეცადინეობ, და სისტემატიურ მეცადინეობას შეჩვეული ხარ, რთულად არ მოგეჩვეებოდა.

    ReplyDelete
  2. კიი, ისეთ სკოლაში ვსწავლობდი რომ მიწევდა სულ რეჟიმში ყოფნა :)

    ReplyDelete