Wednesday 24 March 2010

I am waiting ... ???

რას ველი? ჰმ, ეგ კითხვა მეც მაწუხებს, ამ მომენტში კონკრეტულად არაფერს, ცხოვრებისაგან კიდევ ბევრ რამეს... კარგს რათქმაუნდა. ნუ მაქვს მაგის ამბიცია რას ვიზამთ... :)
დღესაც ერთი ჩვეულებრივი დღე იყო.

დილა - მზის ულამაზესმა სხივებმა გამაღვიძა მაღვიძარას ზარამდე ნახევარი საათით ადრე, ისეთი ლამაზი და მზიანი იყო გარეთ ყველაფერი რომ დაძინება აღარ მოგინდებოდა, ფანჯარა გამოვაღე და დილის ჰაერი ჩავუშვი ფილტვებში თბილისის ხედთან ერთად... ცოტა ხანში მივხვდი რომ კიდევ დიდხანს შემეძლო ასე დგომა მაგრამ გასამზადებელი ვიყავი... მმმ უნარები, თან ასე ადრე, ეჰ, რას ვიზამ?! მაგრამ გარეთ გასვა კარგია ასეთ ამონდში სამაგიეროდ. კაარგი, ესეც ჩემი ყავა-მეთქი :) სულმოუთქმელად დავლიე და

სახლიდან გავედი.

ხალხი - ჩვეულებრივ განწყობაზე, თითქოს გაზაფხულს და მზეს ვერც კი ამჩნევენ, ან კიდევ ძალიან გადატვირთულან საკუთარი პრობლემებით, ისე რომ მათ იქით გახედვაც კი უჭირთ.

სამარშუტო და ჩემი დაქალი - როგორც ყოველთვის ორივე აგვიანებს, არ მიკვირს, ასეთ დროს მიხარია რომ კარგი მოთმინების უნარი მაქვს.

მასწავლებელი - როგორც ყოველთვის ტვინის ბურღვის, შენიშვნების და პრეტენზიების ხასიათზე (ასეთი მასწი გვყავს და რას ვიზამთ, თავს იქით ძალა არაა), ვიტანთ, აბა რაღა ვქნათ? კარსაა მომდგარი გამოცდები :D

კაფე - როგორც ყოველთვის არც დღეს ირღვევა ტრადიცია და საჭმელად მივდივართ სადმე, დღეს ეს "სადმე" ყავის სახლი იყო, რომლის ხშირი სტუმარნი ნამდვილად არ ვართ :)) როგორც ყოველთვის გაბუღული და გაჟღენთილი, მაგრამ მაინც კარგი (გვშია!!!) .

ბიჭი - როგორც ყოველთვის მომღიმარი, კარგი განწყობით, ბედნიერი!

მე - ლაღი, მოუსვენარი, სიცილის განწყობაზე მყოფი და ყველაფრისდა მიუხედავად მაინც "არდაღლილი".

ამინდი - ისევ კარგი და მზიანი.

სახლი და ჩემი ოთახი - ჩემთვის დასასვენებლად გამზადებული, წიგნები თავდაყირა 1000ჯერ ვალაგებ დღეში, არ შველის :)

და ისევ წიგნები, დავალებები... რა ვქნა ვერ გავექეცი რა - ბევრი და მოსაბეზრებელი, თუმცა მაინც ჩემი გასაკეთებელი.

და ახლა , განწყობა - მშვენიერი, ცოოოტათი გადაღლილი, მაინც მხიარული და გადარეული... :>



2 comments:

  1. მშვენიერია, საინტერესოა.
    აბიტურიენტობ, ბევრს მეცადინეობ, მაგრამ კაფეშიც მიდიხარ და მშვენივრადაც გრძნობ თავს.
    როგორ ვერ იღლებოდი მიკვირს. :დ

    ReplyDelete
  2. ვაიმე ახლა რომ მახსენდება ეგ ნერვიულობებიი :-)))
    მეცინება*
    რაღაცნაირად ვასწრებდი, არ ვიცი :)

    ReplyDelete