არ მიყვარს ადამიანები, რომლებიც ძალიანსწრაფად ამოწურავენ-ხოლმე საკუთარ თავებს, შორიდან ძალიან საიტერესოები ჩანან, მერე მიხვალ ახლოს და... ისეთ წიგნებს მაგონებენ ყდა და აღწერა რომ აქვთ მაგარი(თუმცა მე ყიდვისას წიგნის აღწერებს არასოდეს ვკითხულობ და არცთრეილერებს
ვუყურებხოლმე კინოში წასვლამდე) და აი მერე, 2-3 თავის მერე რო აღარაფერს
გვანან, კიარადა ძალიან ემსგავსებიან ერთმანეთს. რაღაცნაირად
მოსაწყენიახოლმე, არვიცი ახლა რამ გამახსენა, მაგრამ ასეა...
დღეს
26 ოქტომბერია, 10:22, როგორც ყოველთვის, დღესაც 08:20-ზე სამსახურში
ვიყავი, წინა კვირა 08:00-ზე მოვიდოი პატიოსნად :)))) არვიცი რა მჭირდა,
მაგრამ ზუსტად 1 კვირა 07:06-ზე მეღვიძებოდა, არც იქეთ, არც აქეთ, ზუსტად
07:06-ზე, ხოდა სხვა რა გზა იყო, მივდიოდი ადრე.
რა
დებილობაა, ჩემი ისედაც არცთუდიდი ხელფასიდან რაღაც სისულელეებს მაჭრიან,
მაგ. გერმანიის საპენსიო ფონდის ფულს, რომელსაც დიდი ალბათობით ვერასოდეს
მივიღებ, რადგან ცხოვრებას და მითუმეტეს დაბერებას ნამდვილად არ ვაპირებ
გერმანიაში.