Sunday 15 May 2011

good morning ...

 დილამშვიდობისა! ვიცი დიდი ხანია არ დამიწერია, მაგრამ სულ მინდახოლმე რომ დავწერო რაღაც, უბრალოდ ამ უნივერსიტეტის გადამკიდე... 2 კვირაში სწავლას ვამთავრებ, ალბათ მერე გადავალ!! დავიღალე უკვე აქ, მაგრამ მაინც  გაორებულივით ვარ, თან მინდა გადასვლა,    იმიტო რო დავიღალე , იმიტო რო უნივერსიტეტი სამსახურივით მაქვს და სექტემბრის მერე ჯამში ალბათ 7-8 დღე დაგვასვენეს, იმიტო რო ახალ ახალ უაზრო წესებს იგონებენ, იმიტო რო სწავლას აგვისტოს ბოლოს ვიწყებთ, მაგ დროს კი ყოველთვის ზღვაზე ვარ და ვისვენებ, ძალიან მიყვარს ზღვა, ჩემი სტიქიაა.. :) უზომოდ მიყვარს. თითქმის ყველა მეუბნება გადადიო, სახლშიც კი დამთანხმდნენ, უბრალოდ აქაური მეგობრების დატოვება მიჭირს, თუმა ვიი რო ვისთანაც ნამდვილად ახლოს ვარ არაფერი შეივლება ჩვენს ურთიერთობაში, მაგრამ მაინც... გუშინაც ნათიასთან დავრჩი, ახლა ძინავს, მე ისეთი გადაღლილი ვიყავი პრეზენტაციის წერისგან 12 საათზე გავთიშულვარ )) ახლა ვზივარ ჩემთვის ყავით და სიგარეტით ხელში, ჰო ვიცი რომ "კურიწ ვრედნა":)) მაგრამ ის ცოტა ხნით თავის დანებებბაც მეყო :)) თან ისეთი  მწეველი ნამდვილად არ ვარ რო ვერ ვძლებდე უსიგარეტოდ, უბრალოდ მსიამოვნებს და ვსო :)) ახლა უნდა ავდგე და გავიდე ცოტა ხანში, დღეს მარიამის დაბ.დღეა და კარაოკე ბარში მივდივართ ქიაჩელზე, უნდა დავაყრუოთ ხალხი ;)) მეტი რა ხდება სხვა?! ემმა ბიჭმა ისევ დაიწყო ვარჯიში, საქართველოში პირველი ამერიკული ფეხბურთის გუნდი ჩამოყალიბდა და იქ მიიიწვიეს, მიხარია, იმიტო რო ვიცი თვიტონაც ბედნიერია ამით.უბრალოდ ახლა სულ ოდნავ იშვიათად ვნახულობხოლმე, მაგრამ არაუშავს, გუშინაც ამოვიდა ვენთან და რო ჩავეხუტე მაშინ უფრო კარგად მივხვდი როგორ ძალიან მყავდა მონატრებული, 2 დღე არ მინახავს მანამდე და :) ხოდა ასე, ეს ამინდები ნერვებზე მოქმედებს ცოტა არ იყოს... ხან წვიმაა, ხან მზეა და ვერ იგებ რა უნდა ჩაიცვა რაა :)

წავალ ახლა მეც ნელ-ნელა..
გკოცნით კიწი :* 

11 comments:

  1. ვრედნა ხო :) მე ათასში ერთხელ ვეწეოდი და მერე გადავწყვიტე მეთქი– ვსო და დღემდე ისე მინდება... მაგრამ თავს ვიკავებ. იმიტომ რომ კურიწ ვრედნო :))) თან პირობა დავდე და ))

    ReplyDelete
  2. ყველა უნიში რომ მასეთი სიტუაციაა კიწ?ნუ ჯავახიშვილს და ილიას და მსგავს უნებს არ ვგულისხმობ..მეც მასე ვარ,მაგრამ გადასვლა არ მინდა,უბრალოდ როგორც ჩანს მომიწევს,ინგლისურში მაქვს საქმე ცუდად და.. :(
    ხოო ამ ამინდებს მართლა ვერ გაუგებ ვერაფერს,მაგრამ ხანდახან ისე გემრიელად წვიმს ვიტან ხოლმე..არაუშავს მოიწყინოს ხანდახან გაზაფხულმაც..

    ReplyDelete
  3. Kiwi, წარამტებები, ისე აკლდი აქაურობას :)

    ReplyDelete
  4. ვაიმე, ჭკუიდან შემშალა ამ ამინდებმა მეც..
    2 კვირაში ამთავრებ სწავლას? აბა მე ივლისის დასაწყისამდე რატომ უნდა გამგუდონ იქ? :((
    უჰ!
    ყველა უნივერსიტეტს თავისი ანარქიული პოლიტიკა აქვს რა, ერთმანეთზე უარესები არიან..

    ჰო, კიდევ,
    დაქალებთან ღამით დარჩენა მომანატრა შენმა პოსტმა :(

    ReplyDelete
  5. ჭიამაია კაია რო დაანებეე :)) მეც გადავწყვეტ ალბათ 1 დღეს და ვსო, მაგ დასკვნამდე მიჭირს მისვლა უბრალოდ))

    niakosi არა. ყევლგან მართლა არაა ასე, ჩემთან რაღაც განსაკუთრებული საგიჟეთია უბრალოდ :| :))

    მადლობ IG, მადლობ :):*

    თიკ, იმიტო რო დასვენება არ გვქონია ვაფშე და ვრჩებით სწავლას მალე, თან აგვისტოში რო ვიწყებთ:| ჰო, კაია დაქალებთან დარჩენა, სახლში ტვინს ჭამენ უბრალოდ ;)) (კეთილი გულით), ნუ ნერვიულობენ (რაზე ვერ ვხვდები) მარა მაინც :)):*

    ReplyDelete
  6. Love ya honey :)) xo davayruet dghes xalxi =)))))))))

    ReplyDelete
  7. Love you 2 <3 :)))
    yeappp :> :)) :*

    ReplyDelete
  8. ოჰ, კიწი, ოჰ.. რა სიგარეტი, რის სიგარეტი.. ახლა ფილტვები უნდა დაიავადო და კბილები გაიყვითლო, ფრჩხილები გაისტაფილოსფერო და ა.შ.
    მეორეჯერ არ წავიკითხო, რომ სიგარეტი მოწიე.. რას გამშვიდებს, ნუ გადამრიე.. იღუპავ თავს..
    ჰოდა, დღეს კიარად, ორი დღის წინ კარგად გართობას გისურვებდი.. დაწერე დაბ დღის ამბები.. ^^ ვერი ინტერესტინგ..
    ზიედა, როგორი ტკბილობები ხართ შენ და ილია.. ^^

    ReplyDelete
  9. ნუ რას ვიზაცმთ მააc :)) ხდება-ხოლმე :*
    ნუ მეკარგები ამ "ვორდპრესის" გამო
    და მადლობბ :*:">

    ReplyDelete
  10. რა კარგი ბლოგია <3 პირველად შემოვედი და ძალიან მომეწონა. საინტერესო ადამიანი ჩანხარ, თან შეყვარებული. წარმატებებს გისურვებ :)

    ReplyDelete
  11. მადლობ, მიხარია რომ მოგეწონა : )

    ReplyDelete