არ ვიცი რატომ, მაგრამ დღეს ვერაფერმა შეძლო ჩემი განწყობის გაფუჭება:
ვერც წვიმამ,
ვერც ნაცრისფერმა ცამ,
ვერც საცობებმა,
ვერც სახლში არსახვედრილმა მასწავლებელმა (ტყუილად რომ მივედი მასთან),
ვერც უჟმური სახით მომსახურე პერსონალმა კაფეში,
ვერც თავის ტკივილმა,
ვერც ჩემმა ძმამ (მიღწევაა),
ვერც თავხედმა მანქანის მძღოლმა (რომელმაც გამწუწა),
ვერც "გაჭედილმა" ინტერნეტმა,
ვერც არმოწერილმა მესიჯმა,
ვერც ჩემმა დაქალმა რომელმაც "გადამაგდო" და გაკვეთილზე არ მოვიდა...
უბრალოდ გადავწყვიტე ერთი დღე მაინც არაფრისთვის მიმეცა უფლება აეშალა ჩემი ნერვები და მგონი გამომივიდა კიდეც :>
დამეწყო ისევ მასწებიიიი....
გავიქეცი ახლა , მომავალ წაკითხვამდე : კიწი :*