
თითქოს ბევრი მაქვს სათქმელი, მაგრამ მეზარებასავით წერა. დღეს საკმაოდ დავიღალე. ქართულში მქონდა ტესტირება. ლამაზი დღე იყო, ქარი მაწუხებდა ცოტა, მაგრამ ძალიან არ შემციებია. 3 საათი ვწერდით ბავშვები, მერე ვნახე და გაკვეთილზე ერთად წავედით, უფროსწორად მე გაკვეთილზე, ის - უნივერსიტეტში. ძალიან კარგია და საყვარელი. სახლისკენაც ერთად დავბრუნდით, უკვე ციოდა. მაგრამ ერთად ყველაფერი კაირგია :>