Friday, 22 January 2016

vergiss das nicht!!

“ყველაფერი მეუბნება,რომ შესაძლოა შეცდომა დავუშვა, მაგრამ შეცდომების დაშვება ჩემი ცხოვრების ნაწილია. რა სურს სამყაროს ჩემგან? სურს,რომ არ გავრისკო? დავბრუნდე იქ საიდანაც მოვედი,რადგან არ მეყო ძალა ცხოვრებისათვის “დიახ” მეთქვა?”

– 11 წუთი

Thursday, 21 January 2016

გამარჯობა დღიურო!

გამარჯობა ბლოგო, 2106 წელო გამარჯობა, გამარჯობა მკითხველო :) იმედია წერა არ დამავიწყდა ამასობაში. თვითმფრინავი ახალ ქვეყანაში რომ დაჯდება პირველს რაცას ჩამოსლისას ვაკეთებ ქალაქს ან ქვეყანას ვესალმები... არვიცი რატომ, ეგრე მინდება, უკან ჩამკსვლისას იმდენად გადაღლილი ვიყავი ამჯერად რომ
არ მახსოვს. 13 საათი ლონდონის აეროპორტში მქონდა "პერესატკა" სავარაუდოდ გერმანას კიდევ ერთხელ მვესალმებოდი და ვეტყოდი ისევ ჩამოვედი-მეთქი. სექტემბრის მერე რომ დავფიქრდი თვითმფრინავში უფრო მეტჯერ ვიჯექი ვიდრე ტაქსიში, მიტომ კი არა რომ "აუუუ ბევრს დავფრინ'აავ" უბრალოდ იმიტომ რომ აქ ტაქსში ჩაჯდომის სანაცვლო დ (მაგ თანხის სანაცვლოდ), შეგიძლია თვითმრინავის ბილეთიიყიდო და უბრალოდ ბარსელონაში წახვიდე, ან მილანში, ან კანარებზე, ან ლონდონის აეროპორტში იყურყუტო 13 საათი... მოდი ამჯერად მარტო კარგზე! ასე ჯობს. 
რომ ჩამოვედი მივხვდი, რომ ჩემს ნახევრად ესპანელ და ნახევრად ფრანგ მეგობარს (რომელიც საკუთარი ენასავით საუბრობს გერმანულად), ისეთ თემაზე გაუჩერებლად ვეკამათებოდი, მსჯელობის დონეზე რა საკირველია, რომ 1 წამითაც არ შემიტანია ეჭვი რომ ეს ქართული არ იყო :)))) არადა ეგრე კარგადაც არ ვსაუბრობ მგონი, არვიცი... მერე მივხვდი რომ 4 თვე გავიდა რაც აქ ვცხოვრობ, მივხვდი რომ
რაც მეზიზღებოდა ის მემართება და სიტყვებს ვეძბ ხანდახან ქართულად საუბრისას და გერმანულა ვფიქობ, ცოდვა გამხელილი სობსო ამაზეა ნათქვამი. მივხვდი რომ ურთიერთობის დასრულებიდან ნახვარი წელი გავიდა, მივხვდი რომ სადაც არ უნდა ვიყო მაინც ალიან მომენატრება თბილისი და ჩცემი მეგობრები, კანარებზეც კი!! :) მივხვდი რომ ადამიანები დიდად არ განსხვავდებიან არად რთმანეთისგან და მინდა ისევ მჯეროდეს, რომ თუ გულით გინდა ნამდვილად მიაღწევ. მინდა მივხვდე ეს სიზარმაცე საიდან მვიდა?! მინდა მივხვდე რომ
5 თვეში გამოცდა მაქვს რომელსაც ვერ ჩავაფლავებ და დროა მეცადინებას კარგად მოვკიო ხელი.
ვხვდები რომ 1 თვის მერე ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი ორად გაიყოფა თბილისამდე და თბილისის მერე... მართალია სულ რაღაც 1 კირით მივდიარ მაგრამ მგონია დამეხმარება ვიგრძნო სამშობლოში დაბრუნების შეგრძნება, მგონია და ეგრეც იქნება კიდეც... 
გადაწყდა რომ კარგი ეტაპი იწყება, მაისში ამსტერამი მელის, მანამდე ვინ იცის კიდევ რა, თუ სურვული მექნება იქნებ ჩემი ვოიაჟის ამბები დაწვრილებიაც მოგიყვე, ჩემო დღიურო ... :) 
ახლა წავედი, აივანზე გავალ, მოვწევ. 
მომავალ წაკითხვამდე, კიწი ^^

Monday, 30 November 2015

my sweet november was not so sweet...

შაისე DAAD-მა მომწერა დღეს "თქვენს განაცხადზე პასუხი უარყოფითია-მეთქი!!" )) როგორც ჩაჭრილებში, აი ასე...

Thursday, 19 November 2015

20 Nov.

დღეს ჩემი განსაკუთრებული გოგოს დაბადებისდღე დადგა (ჰო, კიდე საშასი, ჩემი აქაური მამის)) საჩუქარი დ. წერილი დახვდება ხვალ მაგიდაზ. ხოდა რისი თქმა მინდოდა, ჩემი გოგოს დღეა ხვალ და ალბა რაც აქ ვარ ჯერჯერობი ყველაზემეტად მწყდბა ამ დღეზე გული რო ვერ ვიქნები. ძალიან ძალიან ძალიან მინდა, შარშან ისეთი კარგი იყო, ორტი მეჭირა და არ მახსოვდა, გამახსენდა მერე ჩემით მარა მაინც:))) ყველა ეგრე იყო, არაყს დაბრალდა, თორე ყველა ერთა ეგრე?))) ამნეზიით?)) არადა მაგდენიც არ დაგვილევია. ხოდა ხვალ იქნებია ისევ ჩემი ბავშვები ერთა და მე ვერ ვიქნები, მეც მინდა, ხო ძალიან ძალიან მინდა. რაც აქ ვარ სულ რაღაცნაირა ვარ ისედაც, სულ უკან მინდა, მარა აქ რო ვიყო ეგეც მინდა, არაფრის ხალისი არ მაქვს ხომე, ბოლომდე გულიანად არც ვიცინი, ვაკვიდები. არადა დღეს ენის სკოლაშიც კარგი იყო, ძალიან მიყვარ და მომწონს აქაური მიდგომები, როგორც გასწავლიან, ჩენი ლექტორი ურსულა ხო პროსტა სუპერ, მაგარი კაი ტიფშაა, გვაღადავებს სულ რაღაცებს )) უხ ქარია გარეთ, დებილი, არ მიყვარს ქარი, მეშინიახოლმე. ხოდა ეს დეები გაციებული ვიყავი, მაგრამ აქ არ მაქვს გაციების უფლება, დედა მინდაააა ესეთი ვიყავიზუსტად, ეს დღეები კიაა ახლაც ცუდად ვარ, 3 წამალი დავლიე დღესა, მარა ეგ არაფერი. მეძინება ეხა საოცრად, ხო მართლა მილანში ვიყავი, ულამაზესობაა კაი 6 დღე კი გამოვჭიმე დასვენება, კარგია, მიყვას ხმაურიანი დ. ხალხით სავსე ქუჩები და გემოვნებიანი ხალხი. ხოდა მერე ისევ დავუბრუნდი ჩემს მშვიდ გერმანიას, კვირის განმავლოაშია ეს მშვიდი თორე, პარასკევი-შაბათი ვუივუივუი :)))
ხოდა ვსო, მეხუჭება თვალები. ვინც იძინებთ ტკბილი ძილი თქვენც! ^^ 
პ.ს ხოდა მაინც შარშანდელი 20 თებერვაი მინდა! არა მართლა, ეხა ყველაზე მეტად

კიწი

Tuesday, 13 October 2015

and who i am (2) ?

What is coming is better than what is gone.
მე ვარ – ქეთა.
მოვიაზრები - გოგოდ, რომელიც თითქმის უკვე ერთი თვეა გერმანიაში წავიდა.
ბავშვობაში ვიყავი – უცელქესი და უამრავ კითხვას ვსვამდი. 
ახლა ვარ – პრინციპში დაბნეული :)
ადრე მეგონა რომ – ყველაფერი ბევრად მარტივი იყო...
ახლა ვფიქრობ რომ – რაღაც ახალი ეტაპი დაიწყო ჩემს ცხოვრებაში და დროს მაქსიმალურად უნდა მოვუფრთხილდე.
არასდროს – არის გვიან რაღაც შეცვალო საკუთარ ცხოვრებაშI, თუნდაც ის რაც 5 წუთის წინ იყავი.
ყოველთვის - ვცდილობ დავეხმარო ხალხს და დავაფასო ის რაც მაქვს და მილიარდი მადლობა გადავიხადო ჩემთვის ამისგამო.
ჩემთვის სულ ერთია – სხვების პირადი ცხოვრება, მთავარია ვინს გიყვარს ყველა ბედნიერი იყოს, ვის გვერდით რამნიშვნელობააქვს.
ჩემი დილა იწყება - საბნის თავზე გადაფარებით და ტელეფონის ხელში აღებით (სამხუხაროდ))
ძალიან მიჭირს – საყვარელ ხალხთან განშორება.
ვნანობ – ბევრს არაფერს, მაგრამ რასაც ვნანობ ალბათ მთელი გულით.
ვერასდროს ვპატიობ – ძალიან ბევრს ვპატიობ ადამიანებს, ძალიან ბევრს. ერთ დღესაც აღმოჩნდებახოლმე რომ დაგროვდა ერთად ეს ბევრი - და მერე ვერაფერს ვეღარ ვპატიობ... 
მენატრება – წარმოიდგინეთ და თბილისი, თავისი ყველაფრით.
ყველაზე დიდი დანაკარგი – არვიცი, იმედია ამ კითხვაზე პასუხი დიდხანს, ძალიან დიდხანს არ მექნება... 
ყველაზე ძვირფასი შენაძენი – ჩემი მეგობრები.
არ მინდა მახსოვდეს – ხანდახან ვფიქრობ რო აი ეს ან აი ის რო არ მახსოვდეს უფრო მარტივი იქნებოდა მეთქი, მაგრამ ყველაფერი მინდა მახსოვდეს!!

Sunday, 4 October 2015

23:52

ეგრეა რა! სულ ვამბობდი და ვამბობ, ვინც მიდის იმისთვის ბევრად ძნელია-მეთქი!!! 

ფორთოხლის გოგონას!

საერთოდ ერთი ძალიან სულელური ჩვევა მაქვს, ადამიანებს გაცნობისას ფეხსაცმელბზე და კბილებზე ვაკვირდები, წარმოიდგინე როგორია, ელაპარაკები 2 წუთის წინ გაცნობილ ადამიანს და ის ამ დროს პირში მოშტერებული გიყურებს...))) 
თამუნას დაბადების დღე იყო, ეს გოგო 'ბატიკებით' და ზედ ჩამოცმული გამაშებით დამამახსოვრდა, კიდე საყვარელი ღიმილით, ისე ბატინკები ჩემი სისუსტეა... ამ კონკრეტული დღიდან მასთან მეტი მოგონება არ მაკავშირებს, მგონი თავიდან გვერდით მეჯდა, მერე აღარ ვიცი.
ცოტახნის მერე წავიდა, შორს, თბილისიდან შორს, როგორც თვითონ ამბობს ოკეანის იქეთ, მესმოდახოლმე ჩემს მეგობრებს როგორ ენატრებოდათ... 
ჩვენთვის ყველაფერი მაუსზე თითის დაწკაპუნებით დაიწყო, რაც ჩვენს საუკუნეში სავარაუდოდ ხშირად ხდება. მოკლედ მარტივად და გასაგებ ენაზე რომ ვთქვა "ფეისბუქზე დავმეგობრდით". ვგიჟდები "ქოვერებზე" ყოველთვის ძალიან საინტერესო "ქოვერები" ჰქონდა და თან რაც ჩემთვის მთავარი იყო წერდა, წერდა თავისთვის "ამერიკულ ზღაპრებს" და მეც მოუთმენლად ველოდი-ხოლმე მისი პოსტების გამოჩენას...
მოვიდა ზაფხულიც. შესაბამისად სიონის დროც მოვიდა, მერე ნაწნავი გავუკეთე, კარგად მახსოვს, თან ვჭორაობდით და მოგეხსენებათ როცა ზაფხულია და როცა ზაგარი გაქვს ყველაფერი კიდევ უფრო ბევრად მაგარი გეჩვენება...
აქ რო წამოვედი, მითხრა, შენი "გაცილებიდან" რო გამოვედი ბევრი ვიტირე და ტაქსისტი გაგიჟდაო, ალბათ ზუსტად იცოდა საკუთარი გამოცდილებიდან ერთი წლის მერე რასაც ვგრძნობდი, როცა უბრალოდ ადგომა და ყველაფრის დატოვება მომიხდა... 
ეხა აქ ვარ, თითქმის მთელი თვეა აქ ვარ და ყოველთვის გრძნობდა როცა საჭირო იყო მოეწერა, მე სუ "მეშინია" ადამიანებისთვის პირველი მიწერა, ჩემ
პრობლემებზე ლაპარაკი, მგონია რო თავსმოვაბეზრებ ხოლმე, მარა ასჯერ რო ერთნაირად იფიქრებთ მერე ხვდები რომ დროა სისულელეებზე ფიქრს მორჩე. 
ვგიჟდები პოზიტიურ ხალხზე... ვგიჟდები ადამიანებზე რომელთაც დადებითი ენერგიის გაცვლა შეუძლიათ და ფირობენ რომ "happiness is only real, when shared " და კდევ ბითლსების ხათრით ფიქრობენ ხადახან იმასაც, რომ "happiness is a warm gun" ეს გოგო კი ზუსტად ასეთია! 

პ.ს მადლობა მელ, ძალიან დიდი ხანია მინდოდა ამის დაწერა, ჯერ ეხლა მივხვდი რომ აქ დიდი ხნით ვარ, რაღაცნაირად ვიყავი "tumbler"-ზეც კი არ შევდიოდი, წარმოგიდგენია?!)) მართლა ძალიან დიდი მადლობა ამდენი პოზიტივისთვის, თან ყველაზე საჭირო მომენტებში...
მახარებ, გკოცნი 
მომავალ წაკითხვამდე, 
კიწი 
პ.ს.ს ეს პოსტი მატარებელში დაგიწერე, სანამ შენს ახალ პოსტს წავიკითხავდი :))