თამუნას დაბადების დღე იყო, ეს გოგო 'ბატიკებით' და ზედ ჩამოცმული გამაშებით დამამახსოვრდა, კიდე საყვარელი ღიმილით, ისე ბატინკები ჩემი სისუსტეა... ამ კონკრეტული დღიდან მასთან მეტი მოგონება არ მაკავშირებს, მგონი თავიდან გვერდით მეჯდა, მერე აღარ ვიცი.
ცოტახნის მერე წავიდა, შორს, თბილისიდან შორს, როგორც თვითონ ამბობს ოკეანის იქეთ, მესმოდახოლმე ჩემს მეგობრებს როგორ ენატრებოდათ...
ჩვენთვის ყველაფერი მაუსზე თითის დაწკაპუნებით დაიწყო, რაც ჩვენს საუკუნეში სავარაუდოდ ხშირად ხდება. მოკლედ მარტივად და გასაგებ ენაზე რომ ვთქვა "ფეისბუქზე დავმეგობრდით". ვგიჟდები "ქოვერებზე" ყოველთვის ძალიან საინტერესო "ქოვერები" ჰქონდა და თან რაც ჩემთვის მთავარი იყო წერდა, წერდა თავისთვის "ამერიკულ ზღაპრებს" და მეც მოუთმენლად ველოდი-ხოლმე მისი პოსტების გამოჩენას...
მოვიდა ზაფხულიც. შესაბამისად სიონის დროც მოვიდა, მერე ნაწნავი გავუკეთე, კარგად მახსოვს, თან ვჭორაობდით და მოგეხსენებათ როცა ზაფხულია და როცა ზაგარი გაქვს ყველაფერი კიდევ უფრო ბევრად მაგარი გეჩვენება...
აქ რო წამოვედი, მითხრა, შენი "გაცილებიდან" რო გამოვედი ბევრი ვიტირე და ტაქსისტი გაგიჟდაო, ალბათ ზუსტად იცოდა საკუთარი გამოცდილებიდან ერთი წლის მერე რასაც ვგრძნობდი, როცა უბრალოდ ადგომა და ყველაფრის დატოვება მომიხდა...
ეხა აქ ვარ, თითქმის მთელი თვეა აქ ვარ და ყოველთვის გრძნობდა როცა საჭირო იყო მოეწერა, მე სუ "მეშინია" ადამიანებისთვის პირველი მიწერა, ჩემ
პრობლემებზე ლაპარაკი, მგონია რო თავსმოვაბეზრებ ხოლმე, მარა ასჯერ რო ერთნაირად იფიქრებთ მერე ხვდები რომ დროა სისულელეებზე ფიქრს მორჩე.
ვგიჟდები პოზიტიურ ხალხზე... ვგიჟდები ადამიანებზე რომელთაც დადებითი ენერგიის გაცვლა შეუძლიათ და ფირობენ რომ "happiness is only real, when shared " და კდევ ბითლსების ხათრით ფიქრობენ ხადახან იმასაც, რომ "happiness is a warm gun" ეს გოგო კი ზუსტად ასეთია!
პ.ს მადლობა მელ, ძალიან დიდი ხანია მინდოდა ამის დაწერა, ჯერ ეხლა მივხვდი რომ აქ დიდი ხნით ვარ, რაღაცნაირად ვიყავი "tumbler"-ზეც კი არ შევდიოდი, წარმოგიდგენია?!)) მართლა ძალიან დიდი მადლობა ამდენი პოზიტივისთვის, თან ყველაზე საჭირო მომენტებში...
მახარებ, გკოცნი
მომავალ წაკითხვამდე,
კიწი
პ.ს.ს ეს პოსტი მატარებელში დაგიწერე, სანამ შენს ახალ პოსტს წავიკითხავდი :))
კომენტარი რომელიც აქ იყო და წაიშალა! ჩერჩეტი ბლოგი :)) ❤️ არ ვიცი რა მოხდა, მარა საერთოდ არ მეზარება იმ დიდი რაღაცის თავიდან წერა, ისე გამახარე:)
ReplyDeleteსხვა თუ არაფერი მიყვარს როდესაც ადამიანებს დასაწყისები ახსოვთ- ადრე სადღაც მეწერა არ მახსოვს პოსტში თუ ისე, მაგრამ ჩვენ სულ აღვნიშნავთ ორმოცებს, წლისთავებს და რატო არ ავღნიშნავთ მეგობრობის იუბილეებს?:) მიყვარს როცა დასაწყისები ახსოვთ ❤ ძალიან მიყვარს!
რაც შეეხება შენ პრობლემებზე ლაპარაკს მე სულ აქ ვარ და გელოდები:) მე ხო სოციოლოგია ავირჩიე და მომწონს ეს ჩემი სფერო მარა ჯერ კიდე კარგად ვერ გავიგე საით მივდივარ.. რას ვიკვლევ:) მაგრამ მე ადამიანეები მიყვარს და მაინტერესებს, ტკვილები და დარდები:))) მგონი წინა ცხოვრებაშ დარდების შემგროვებელი ვიყავი)) ჰოდა როცა დაგჭირდეს აქ ვარ. მით უმეტეს რო მე ორივე შეგრძნება ვიცი- როდესაც წასული ხარ ან როდესაც ელოდები.
ბოლოს რო დაწერე ვინც მიდის იმისთვის ბევრად ძნელიაო- არ ვიცი დაგეთანხმო თუ არა, იმიტო რო ვინც რჩება იმისთვის ტანჯვაა, მარა ოკეანის იქით რო ვიყავი მეც მეგონა რო ყველაზე გაუბედურებული ადამიანი ვიყავი:))) ამიტომ თავს იმით ვიმშვიდებ რო სადაც არ ხარ იქ გინდა:)))) ❤ შენც ეგრე შემოუძახე ხოლმე შენ ქეთას ❤
აქვე ისიც უნდა ავღნიშნო, როგორ მიყვარს მატარებელი ❤ და სხვანაირად ჟღერს მატარებლიდან რო დამიწერე:)
და ბოლოს...😊 ეგ ფოტო რაც გიყენია პოსტზე. არ ვიცი მოგწერო თუ არა ისე გამიგრძელდა ლპარაკი, მაგრამ გეტყვი და ალბათ წაიკითხავ როცა გეცლება:)
- მე მყავდა დაქალი მერო, აი პეპი რო ყიყლიყოში აღარ ცხოვრობს მაგაზეა. ეხლა აღარ ვმეგობრობთ მაგრამ ადრე ყველაფერზე ვლაპარაკობდით. ჰოდა ერთხელ მითხრა რო დათიმ- მაგისმა ძმამ- მითხრაო რო მელანო ისეთი გოგოა რო ბიბლოთეკაში წაიკითხავენ მაგაზე წიგნებს და დიდი ძმები მოუყვებიან პატარა დებსო) ოღონდ ანუ ისეთი ფორმულირება ქონდა რო მარტო მოუყვებიან, მოწონთ შორიდან მაგრამ არა ისე როგორც გოგო. ექსპონატივით, ხვდები?? და მახსოვს ისე მეწყინა:) და იმის მერე სუ ვცდილობ იმათ, მაგრამ პირველ რიგში ჩემ თავს დავუმტკიცო რო შეიძლება იყო გოგო რომელზეც წერენ წიგნებს, ყვებიან, გოგო რომელსაც აქვს საქმეც და პირადი ურთიერთოებიბც და საერთოდაც ცდილობს იყოს არა-ჩვეულებრივი. ხოდა ეს ფოტო ისე გამიხარდა თითქოს ეს ჩემი ისტორიები იცოდი, ტკივილები და სიძნელეები:) სხვანაირად გამეღიმა და სხვანაირად მაგრა ჩაგეხუტე კიდე ❤
გკოცნი ბევრს, რამდენი ვილაპარაკე?!
https://www.youtube.com/watch?v=g9hwjQBQFIo აი შენ! გუდ ვაიბს:) ❤ ბედნიერი დღე