Thursday 21 January 2016

გამარჯობა დღიურო!

გამარჯობა ბლოგო, 2106 წელო გამარჯობა, გამარჯობა მკითხველო :) იმედია წერა არ დამავიწყდა ამასობაში. თვითმფრინავი ახალ ქვეყანაში რომ დაჯდება პირველს რაცას ჩამოსლისას ვაკეთებ ქალაქს ან ქვეყანას ვესალმები... არვიცი რატომ, ეგრე მინდება, უკან ჩამკსვლისას იმდენად გადაღლილი ვიყავი ამჯერად რომ
არ მახსოვს. 13 საათი ლონდონის აეროპორტში მქონდა "პერესატკა" სავარაუდოდ გერმანას კიდევ ერთხელ მვესალმებოდი და ვეტყოდი ისევ ჩამოვედი-მეთქი. სექტემბრის მერე რომ დავფიქრდი თვითმფრინავში უფრო მეტჯერ ვიჯექი ვიდრე ტაქსიში, მიტომ კი არა რომ "აუუუ ბევრს დავფრინ'აავ" უბრალოდ იმიტომ რომ აქ ტაქსში ჩაჯდომის სანაცვლო დ (მაგ თანხის სანაცვლოდ), შეგიძლია თვითმრინავის ბილეთიიყიდო და უბრალოდ ბარსელონაში წახვიდე, ან მილანში, ან კანარებზე, ან ლონდონის აეროპორტში იყურყუტო 13 საათი... მოდი ამჯერად მარტო კარგზე! ასე ჯობს. 
რომ ჩამოვედი მივხვდი, რომ ჩემს ნახევრად ესპანელ და ნახევრად ფრანგ მეგობარს (რომელიც საკუთარი ენასავით საუბრობს გერმანულად), ისეთ თემაზე გაუჩერებლად ვეკამათებოდი, მსჯელობის დონეზე რა საკირველია, რომ 1 წამითაც არ შემიტანია ეჭვი რომ ეს ქართული არ იყო :)))) არადა ეგრე კარგადაც არ ვსაუბრობ მგონი, არვიცი... მერე მივხვდი რომ 4 თვე გავიდა რაც აქ ვცხოვრობ, მივხვდი რომ
რაც მეზიზღებოდა ის მემართება და სიტყვებს ვეძბ ხანდახან ქართულად საუბრისას და გერმანულა ვფიქობ, ცოდვა გამხელილი სობსო ამაზეა ნათქვამი. მივხვდი რომ ურთიერთობის დასრულებიდან ნახვარი წელი გავიდა, მივხვდი რომ სადაც არ უნდა ვიყო მაინც ალიან მომენატრება თბილისი და ჩცემი მეგობრები, კანარებზეც კი!! :) მივხვდი რომ ადამიანები დიდად არ განსხვავდებიან არად რთმანეთისგან და მინდა ისევ მჯეროდეს, რომ თუ გულით გინდა ნამდვილად მიაღწევ. მინდა მივხვდე ეს სიზარმაცე საიდან მვიდა?! მინდა მივხვდე რომ
5 თვეში გამოცდა მაქვს რომელსაც ვერ ჩავაფლავებ და დროა მეცადინებას კარგად მოვკიო ხელი.
ვხვდები რომ 1 თვის მერე ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი ორად გაიყოფა თბილისამდე და თბილისის მერე... მართალია სულ რაღაც 1 კირით მივდიარ მაგრამ მგონია დამეხმარება ვიგრძნო სამშობლოში დაბრუნების შეგრძნება, მგონია და ეგრეც იქნება კიდეც... 
გადაწყდა რომ კარგი ეტაპი იწყება, მაისში ამსტერამი მელის, მანამდე ვინ იცის კიდევ რა, თუ სურვული მექნება იქნებ ჩემი ვოიაჟის ამბები დაწვრილებიაც მოგიყვე, ჩემო დღიურო ... :) 
ახლა წავედი, აივანზე გავალ, მოვწევ. 
მომავალ წაკითხვამდე, კიწი ^^

No comments:

Post a Comment