Tuesday, 26 January 2016

aime moi ou quitte moi.

23 წლის ასაკში ჩემი პირველი ტატუც გავიკეთე, 23, 23, 23 საერთოდ ვერ აღვიქვამ 23 წლის თუ ვარ, თავი სულ 17ის მგონია და რაგავაკეთო :) arctic monkey-ს რაღაც ახალი სიმღერა გამოუშვია და ვუმენ თან, ისე როგორ იქნება ამათ კონცერტზე არ მოვხვდე?! მოვხვდები აუცილებლად თან.
ძალიან მეტკინა ტატუ, ალბათ ყველაზე მტკივნეული ადგილი ამოვარჩიე და მაგიტომ, ნეკნები, ისე გავმწარდი, ტკივილისგან არ მიტირია არასოდეს მემგონი, ნუ რაც გავიზარდე, ბავშვობაში მუხლების გადატყავებისას გულიანად ტირილს არ ვთვლი ახლა რათქმაუნდა. მალე თბილისში მივდივარ, მიხარია ძალიან და თან რაღაცნნაირად ვარ, მთელი 5 თვე სრულდება რაც არ ვყოფილვარ და არ ვიცი როგორი შეგრძნება იქნება, მაინტერესებს მერე რას ვიფიქრებ, თავს როგორ ვიგრძნობ, თუმცა 1 კვირა საკმარისი არამგონია იყოს ყოველივეს გასაანალიზებლად.
გუშინ მაიკიმ წამალი მომცა რაღაც, სულ დაღლილი ხარო გეტყობა სახეზე და დალიეო :)) მართლა მიშველა, არვიცი რაღაც ბოლო პერიოდი უენერგიოდ ვიყავი, ალბათ გადავიღალე კიდეც, მარა რას ვიზამთ, ახლა იმედია რამე კარგ ფილმს ჩავრთავ და დავისვენებ, წავედი, მომავალ წაკითხვამდე
კიწი

No comments:

Post a Comment