დღეს ამბობდა ანდრო დგებუაძე რომ ადამიანის პირადი ამბები ძირითადად არავის აინტერესებსო, ხოდა რა აზრი აქვს ახლა ამას მე ბერლინში ვცხოვრობ და მე-13 სართულზე ვზივარ თუ, თბილისში და პირველზე. აი არანაირი. შვებულების მუდი მაქვს უკვე და მეზარება ყველაფერი...
ხოდა მოკლედ ძაალიან ბევრი საქმე და ბარნაუთიც არ მიყვარს და არ მინდა, მთავარი ბალანსია და საინტერესო საქმეები ზემოდან. თუ არ ვმუშაობ მთელი დღე საინტერესოდ მართლა უსარგებლოდ ვგრძნობხოლმე თავს და ამასთანავე გადასარევი დანაშაულის შეგრძნება მაქვს თან.
და ვერ ვიტან აქ ტექსტებს რომ ვეღარ ვყოფ, აი რიდ მორს ვეღარ ვუკეთებ. ან გაქრა და ან კიდევ მე ვეღარ ვპოულობ სად არის, იმდენი ხანი არ მქონდა წინა ბლოგამდე დაწერილი არც მიკვირს, რომ ვერ მეპოვნა.
და რა ცუდ ხასიათზე ვარ და როგორ არ მიყვარს. 13 კილო მოვიმატე და ძალიან მსუქნად ვგრძნობ თავს. ჩემი თერაპევტი მეუბნება საკუთარ თავს და ქალურობას არ იღებ ისეთს როგორიც ხარ და დამცავ ფენას იკეთებო. ნუ ანქონჩეს რათქმაუნდა, ხოდა რით ვერ მივიღე ეს ჩემი ქალი და ქალურობა. ჯერ ხო მიომა მქონდა მაგის გამო უშველებელი მუცელში, იმიტო რო ბავშვობიდან უბევრესი პასუხისმგებლობა მაქვს და კაცის ენერგიებში ვარ, ახლა კიდე ეს, ეს მძღნერობა კილოგრამები, კი ვიცი რო ბოდი ფოზითივითი და ტრალალა, მაგრამ ვერა აქამდე ვერ მივიღე და ვერ შემიძლია, რომ მიიღებ დაიკლებო :დ აი იმენა, თოიფელს ქრაის.
მოკლედ კარგად იქნება ყველაფერი რა, უნდა იყოს, სხვა რა გზაა, უბრალოდ შევწუხდი და დავიღალე. აი წუწუნიც რო არ შემიძლია დიდად ჩემს მეგობრებღან რა ღადაობაა, მაგიტომაც მაქვს ეს ბლოგი.
წავედი მოკლედ, თან ბლექ ლისთი მაქვს ჩართული პარალელურად, თან დრეს სიგარეტიც დამრჩა. მოკლედ რა, წავედი ვსო მორჩა.
კ
ანდრო დგებუაძეს არ ვეთანხმები, ადამიანებს სწორედ სხვების პირადი ამბები გვაინტერესებს ყველაზე მეტად, მთელი კინო, ლიტერატურა და მუსიკა მაგაზე დგას :)
ReplyDeleteმართალი ხარ, ეგრეა მემგონი, თუმცა ხანდახან ვერ ვხვდებიხოლმე რა არის მართალი და რა არა :)
Delete