Monday, 22 May 2023

უბრალოდ იმიტომ რომ დიდი ხანია არ დამიწერია.

ბოლო 2/3 წელი ძალიან ტურბულენტური იყო ჩემი ცხოვრება, პრინციპში არც მაქამდე აკლება. მაგრამ სადღაც (ჩემს შემთხვევაში ბერლინში) გადმოცხოვრებას, მთელი რიგი პროცესები ახლდა თან. ყველაფერთ ერთად იმისი საბოლოოდ გააყრება, რომ ხანდახან დასახულ მიზნებს და ოცნებებს, არამარტო ბევრი შრომით და არდანებებით ვაღწევთ, არამედ ამასთანავე აბსოლიტურად სხვა გზებით ვიდრე წარმოდგენილი გვქონდა. სხვა გზებში იმას ვგულისხმობ, რომ ბევრი გზის მოსინჯვა გიხდება ადამიანს, სანამ საბოლოოდ ურემს გადააბრუნებ, გზა გამოჩნდება და მიხვდები რა და როგორ უნდა ქნა. 

პირველი მიზანი მიღწეულია, ანუ - ჩემი ქართული მაგისტრატურის დამთავრების შემდეგ, კიდევ ერთი მაგისტრატურა დავამთავრე, ამჯენად გერმანიაში. სფერო იგივეა - ბიზნეს კომუნიკაციები. ადვილი იყო? არა. ბერ ნერვად დამიჯდა? კი. კარგი ჯგუფელები მყავდნენ? არა. მათზე ადრე დავამთავრე? კი. კიდევ კარგი ჩემს ინტუიციას ვენდე და საბოლოოდ PHD არ წამოვიწყე და უარეს ნერვის შლაში არ ჩავიგდე თავი, ვიდრე ვიყავი. სწავლა სულ მიყვარს, ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ, ვკითხულობ, ვუყურებ, ვუსმენ. თუმცა სიტყვა გამოცდა/დედლაინის გაგება ნამდვილად აღარ მინდა, ნუ მინდესთენს ამ შემთხვევაში. 

მოკლედ უნი დახურულია, დიპლომი აღებულია და სამსახური დაწყებულია. უნდა ვთქვა რომ მეტნაკლებად კმაყოფილი ვარ საკუთარი ცხოვრების. აქ რამდენჯერაც მინდოდა დამეწერა ვფიქრობდი ამდენი ხანია არ დამიწერია და აზრი-მეთქი? აზრი ის რომ რაღაც ჩემი გრძნობები და გამოვლილი გზა შემდეგ მოგონებებად მრჩება, იქნებ მოვუხშიროხოლმე, ჰუ ნოუს?! აქ გამომცემლობაში ვარ ამჟამად, ბევრი ყლეობა სამსახურიც გამოვიცვალე, მაგრამ ეგ ემიგრანტობის რაღაცნაირი თანმდევი ლაითმოტივია, სავარაუდოდ. ნუ მითუმეტეს იმათთვის მაინც ვინც საკუთარ თავზე, მხოლოდ მისი გამომუშავებული ფულით ზრუნავს. 

მე და ჩემი ბიჭი ერთად გადმოვედით აქ, კი დღემდე ერთად ვცხოვრობთ, ჩვენი საკუთარი სახლი ვიქირავეთ, სიწყნარეა და სიმწვანე. ჯერჯერობით ის პერიოდია როცა ერთი ოთახი გაქირავებული გვაქვს, ხარჯების ოპტიმიზაციის გამო, ვნახოთ ასე რამდენხანს იქნება. გამომცემლობაში სენიორ პოზიცია მაქვს, რაც საკუთარ თავთან მიდასტურებს იმას, რომ 30 წლის ასაკში, მარკეტინგის მიმართულებით, მისწავლია ბევრი რამე. 

თვითშეფასების პრობლემები ისევ მაქვს, როგორ ყოველთვის მეთქი ვერ ვიტყოდი, ყოველთვის არ იყო ეგრე, ნუ უმცა დიდი ხანია. თერაპიებზე დავდივარ, კვლავ და ზე იმიტომ რომ ორ სხვადასხვანაირ თერაპიას გავდივარ, იშვიათად ორივეს, ორივე მომწონს. არცერთისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ (ამჟამად) მარა ვერ ვიტან აქ რამეს რო ეგრე ვწერ, პირიქით მიხდება სულ, ე.წ ცუდად მაქვს დაცდილი ))) მაგრამ რატომ, ვერ ვხვდები. თითქმის არასოდეს არავინ კითხულობს ჩემს ბლოგს და რომც წაიკითხონ, ისიც არავინ იცის თითქმის ვინ ვარ. 

ვინც იცის და ჩემი ცხოვრება გონია 'ევროპაშია, კარგადაა და რაუჭირს' ჩემი ცხოვრებით მინიმუმ ბოლო 3 წელი უნდა ვაცხოვრო და მერე ვნახავთ :დ უბრალოდ მე სულ ვამბობ, რომ ჩემი წარმატებების გასაღები შრომა, ცდა და არდანებებაა. თორე არც დიდად ჭკუით და იღბლით გამოვირჩევი მე თ მკითხავთ და დიდად აღარც სილამაზით. ადრე მომწონდა ჩემი თავი, აქ რაც ვარ 13 კილო მოვიმატე. კი ვიცი რო ჩვენი თავები ისეთები უნდა მივიღოთ როგორებიც ვართ ბულშითი და ბლა ბლა ბლა მარა მე არ გამომდის ეგრე. კი ზუსტად ეგრეა რომ გამხდარს მომწონს ჩემი თავი და ბედნიერი ვარ, ამ ყლე წამლების გამო კიდე ვერ ვიკლებ წონაში, არადა კვირაში 3 დღე საკმაოდ ინტენსიურად ვვარჯიშობ და არც ბევრს ვჭამ. მოკლედ ამ შემთხვევაში შრომას და არდანებებას ცოტა მოაქვს, მაგრამ რას ვიზამთ. მკვლელ დიეტებზე ვერ დავჯდები და თავს ვერ ჩამოვიკიდებ, ფაქტად ვიღებ რაც არის. 

დანარჩენი? ვცდილობ საკუთარი განვითარებით ვიყო დაკავებული, საკუთარ თავს მოვეფერო, რაღაცები ვაპატიო და რაღაცებს მარტივად შევხედო. ხან გამომდის, ხან არა. მოკლედ ამწამს ასეა. ახლა უნდა წავიდე, მომბეზრდა წერა. 

იმედია ჩემზე უკეთეს ხასიათზე ხართ )) ჰაჰა

ქეთა

No comments:

Post a Comment