Thursday, 27 July 2023

#2022

რადგანაც 2022 წელს საერთოდ არანაირი ბლოგი არ დამიწერია (ალბათ გართული ვიყავი, უფროსწორად დასტრესილი ერთად ყველაფრით), ვეცდები სანამ რამე მახსოვს ჩემთვის პატარა შეჯამენა გავაკეთო. 

იანვარი - მახსოვს საშობაოდ მაიკისთან ვიყავი, დამირეკეს სახლი მიიღე და მალე გამოგვიგზავნე რაც მოგივიდა ფოსტით ეგ უკან, თორე სხვას მივცემთ სახლსო, არადა 11 თვე ყოველდღე ჩემს სწავლა-მუშაობასთან ერთად პარალელურად სახლს ვეძებდი. ძლივს დამთანხმდნენ, მე კიდევ 850 კილომეტრში ვიყავი ბერლინიდან :) მეორე დღეს უკვე მატარებელი მქონდა, ჩავედი და ფოსტაში არაფერი დამხვდა, ანუ ფოსტა დაიკარგა. ანუ რატო სიგიჟეა, რატო :დ წერისას ვხვდები. დღეიდან ყველაფერი მარტივად მეძლევა და გამომდის, ვოტ ტაკ! (ვმანიფესტირებ რა, ჰაჰა), ხოდა ლონგ სთორი შორთ, ძალიან ბევრი წვალების მერე ავიღე მაინც სახლის კონტრაქტი, ყველა საბუთი შევაგროვე და სადღაც ტრაკში პირადად მივიტანე, ბოლო წამს. იმიტომ რომ ფოსტით გაგზავნა ვეღარ ესწრებოდა, თან მაგ დროს კოვიდი მძვინვარებდა, შიგნითაც არ შემიშვეს და დავტოვე მიმღებში, თან გული მისკდებოდა, ვინმე ფრაუ გარაგასტს თუ დროით გადასცემდნენ ამას, ფოლოუ აფ იმეილიც მივაყოლე ცხადია, მაგრამ როგორც თქვენ მიიღეთ პასუხი იმ მეილზე, ისე მივიღე მეც... 

თებერვალი - 11 თებერვალს დავწერე ბოლო გამოცდა, შემდეგ ავიკიდე ყველაფერი რაც კი შეიძლებოდა და ტრამვაითი, ნინისთან ერთად წავედი ჩემს ახალ სახლში, სადაც ჩემი გერმანელი ბებია მოდიოდა 850 კილომეტრის იქიდან და მიმასწრო და დამსტრესა მაგის გამო და მაინც რაღაცნაირი კომენტარი გამიკეთა, მიუხედავად იმისა რომ გამოცდა მქონდა, მერე ყველაფერი ზემოთ ავზიდეთ მე, ნიკუშამ, მედიმ, ბებომ და ბაბუამ, სახე აგვძვრა, შუქები შევკეთეთ, ბოლოს სახლში სპაგეტი ბოლონეზე მივირთვით და დავიძინეთ.

მარტი - აქ არ მახსოვს რა ხდებოდა, ბევრ თვეზე ძლივს გავიხსენე რა და როგორ იყო, სწორედ ამიტომ აუციელებლია ჩემივე თავისთვის რომ ვწერო. კითხვისას ვხედავ, რომ ამ ცხოვრებაში მართლა რაღაცა გამიკეთებია. ერთი ის მახსოვს რომ ჩემი ნიუცის დაბადებისდღე იყო, მზე იყო და მაუერპარკში ვიყავით. 

აპრილი - პირველ აპრილს ჩემს დასთან ერთად წავედი მადრიდში, იქიდან ტენერიფეზე და უკანა გზაზე მილანში, წესით მე და ჩემი ბიჭი მივიდოდით დაბ დღეზე ვაჩუქე მარა შენ რატო დაგეგმე დრო უჩემოდო :დ გეკითხა თუ მეცალაო, თან სამსა ახალი დაწყებული ქონდა და მოკლედ ეგრე გამოვიდა რა...

მაისი - ვიყავით 1 კვირა თბილისში, საიდანაც მემგონი არაფერი მახსოვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რამე მომეყარა როგორც ყოველთვის და ტვინი გადამეღალა :დ 

ივნისი - დავჯექ წერად თეზისისა, ისე რომ 2,5 თვე მემგონი არც ავმდგარვარ, პარალელურად ვმუშაობდი და როცა არ ვმუშაობდი თეზისს ვწერდი.

ივლისი - გავხდი 30 წლის და გადავიხადე მშვენიერი დაბადებისდღე გეორგას ეზოში, ნიკუშამ ტორწკი ჩამაქრობინა

აგვისტო - 10 აგვისტოს მივედი პირველად მაიასთან და დავიწყე თერაპია + სულ ჰუმბოლტის ბიბლიოთეკაში ვიჯექი

სექტემბერი - ვიმოგზაურე სიცილიაზე და დავიცავი ონლაინ ჩემი მაგისტრატურის დიპლომი. 

ოქტომბერი - დავიწყე სამსახური შაისე სმარკეტერში, რაც თავიდან გადასარევი მეგონა და კოშმარი აღმოჩნდა. აქ ამასთანავე ვარჯიში დავიწყე. 13 კილო მაქვს მომატებული. არა უვარჯიშობის გამო არა, კოვიდის დროსაც ვვარჯიშობდი ხან იოგას და ხან რას, ნუ ახლა ნიკუშასავით გაგიჟებული არ ვიყავი მაგრამ, ყოველშემთხვევაში ვინძრეოდი. უბრალოდ 2021 წლის აგვისტოში ისევ დავიწყე წამლების დალევა, მაშინ ჩემს დაბადებისდღეზე ისე ცუდად ვიყავი, ვერც კი ვსვამდი. მაგ დროს 29 წლის გავხდი, მერე მაია აღმოვაჩინე, 29,5-ის როცა ვიყავი. როგორც უნდა მომხდარიყო ალბათ ეგრე მოხდა ხოდა. ხოდა 2021 წლის აგვისტოში თბილისში რომ სასწორზე ვიყავი ჩემი 60 კილო, რაც ადრე მსუქნობად მეჩვენებოდა (ჰო - 1,78 ვარ). ხოდა ახლა ამ მონაცემებით 73 კილო ვარ მგონი, წამლების სმა როგორც განვაგრძე 3 თვეც არ დამჭირდა მაგის ასაკრეფად. ნუ მანდ კიდევ ბევრი წიაღსვლაა შიგნით, მე მიჭირდა საკუთარი თავის მიღება წამალდამოკიდებულის, ახლა ვფიქრობ რომ წამალი ჩემი მეგობარია და როცა გჭირდება უნდა დალიო. არვიცი, მარტივი არ არის ნამდვილად, მარა აღარც რთული. ხო მოკლედ ვარჯიში დავიწყე, კვირაში 2 დღე, მერე 3ზე გადავედი, შინაგანად მწამდა აუცილებელი იყო, მერე მივხვდი რომ ასეთი დატვირთული გრაფიკის დროს კვირაში ორჯერ პირნატლად ვარჯიში ძალიან ნორმალურია, ხოდა მოკლედ მარტო ფორმები შემეცვალა და არ მომაკლდა გრამი, ზეთს ოლ. ამ ჩემი კილოგრამების მნიშვნელოვნება უნდა დავწიო! 

ნოემბერი - აქ არ მახსოვს რა ხდებოდა მნიშვნელოვანი, მემგონი უბრალოდ დავდიოდი სმარკეტერის ოფისში და ვმუშაობდი. ჰო, მაიკი იყო ჩამოსული ბავშვებთან ერთად თავის დაბადებისდღეზე. კარგი იყო, მაგრამ სტრესული, იმიტო რო გერმანელებს ყველაფერზე სტრესი აქვთ და პატარა ქალაქიდან როცა ხარ ბერლინში მანქანით არ უნდა იარო 4 ბავშვთან ერთად, აგის გამო გადაღიზიანებული იყო მარა რუსებს აქვთ კარგი გამოთქმა (მარტო ეგენი აქვთ კარგი) - ნე მოჟეშ სრაწ, ნი მუჩი ჟოპუ. თუ არ შეგიძლია დაეტიე რა. მე რას მახვევ თავს შენს სტრესს და ცუდ ხასიათს, ამ ადამიანებისგან ნეგატივის შესრურვით და ვალერიანობით მაგრად დავიღალე რა. არ მეგონა მსგავსს თუ ვიტყოდი მარა გავიზარდე სულიერად და ჩემი ენერგია და ენერგეტიკა დავაფასე ბევრად! ღმერთს და სამყაროს მადლობა ამისთვის. 

დეკემბერი - შევხვდი ახალ წელს თბილისში, ეკა და ბებო იყვნენ ჩვენთან მოსულები, მერე მიაკოც და ნინიც, საბოლოოდ გიცას ბარში ვიყავით ცოტახნით. სანამ თბილისში წავიდოდი, ზუსტად შვებულების წინ სამსახურიდან გამომიშვეს, მიზეზი? თვითონაც არ იცოდნენ, მოტივაცია ვერ დავინახეთო რაც ბულშითია, მარა ნუ საბოლოოდ ჩემთვის უკეთესი მოხდა. სანამ ეკა და ბებო ჩვენთან მოვიდოდნენ კაი სტრესები გამომატარეს, 1 ოთახში ჩვენთან უნდოდათ დარჩენა და რაღაცა სიულელეები, ამ დედებს ხო ჭიპლარის გადაჭრა ყველაზე მეტად უჭირთ. ნუ მაგრამ ჩაიარა მაგ ყველაფერმა, ანუ ახლა ვაცნობიერებ წერისას რო მექნება სტრესი, აბა რა იქნება. რამდენი რამე გადავიარე ბოლო წლებში. 

================== #2023

იანვარი - ჩამოვედი ცოტახნიანი ვიზიტის შემდეგ საქართველოდან და ვეძებდი სამსახურს გამწარებულ რეჟიმში, ჯამში 350 უარი მქონდა :დ ჰაჰა, ასე რომ წინ! 

თებევრვალი - 13 თებერვალს დავიწყე ახალი სამსახური, გამომცემლობაში, სინიორ პოზიციაზე (რომელშიც მუშაოა სულ მინდოდა). სანამ სამსახურს დავიწყებდი მაიკისთან ვიყავი და გზაში საშინელებები გადამხდა :დ მატარებლიდან მოსაწევად ჩავედი და ვიღაცა გიჟმა, ფაშისტმა გერმანელმა გამცილებელა გადაწყვიტა კარი დაეკეტა ჩემთვის, როცა ჯერ წასვლის დრო არ იყო. ხოდა მაგასთან ჭიდაობაში ტელეფონი ჩავარდა ბაქანში, ჩემი. ამ დროს სადღაც ფლუდაში (ანუ დედისტრაკში) ვიყავი, მერე მატარებლის მძღოლი ჩამოვიდა და მითხრა ფანჯრიდან დაგინახე რომ შენი ბრალი არ იყო, მაგრამ ამ ტელეფონს ვერ ამოიღებ და ან აგიყვან ჩემი ასასვლელიდან და წამოხვალ, ან კიდე დაელოდები როდის გაივლის მატარებელი და მერე წამოიღებო, არ დაგავიწყდეთ ღამის 10 საათია და პლის 350 კმ მაქვს გასავლელი კიდევ. ავედი ხოდა რა უნდა მექნა, მივედი ჩემს უძვირფასეს მაკბუქ პროსთან და არ ირთვება :დ ეკრანი თეთრდება და ვერაფერს ვშვები. ჩაირთო რაღაცნაირად, მაიკის მივწერე და დაურეკა პოლიციას, შემდეგ ფაინდ მაი აიფოუნით გამაკეთებინეს რაღაცები, ეგ იყო და ეგ გაითიშა ჩემი ლეპტოპიც და ტელეფონიც არ მქონდა. ხოდა დავრჩი მთებში კარგახანი გაღიმებული, რომ ჩამოვედი მეორე გასაუბრებაზე ქაღალდზე ამოწერილი გზით წავედი, ნუ მარა ჩიტი ბრდღვნად ღირდა ) 3 გასაუბრების მერე ამიყვანეს. 

მარტი - აქაც არ მახსოვს არაფერი ბევრი, მუხედავად იმისა რომ ახლაანს იყო, ალბათ უბრალოდ ვმუშაობდი და ვვარჯიშობდი, ეგ იყო ჩემი ცხოვრება. 

აპრილი - აქაც იგივე, გადაღლილი ვარ ამწამს ძალიან და აი დონთ ნოუ.

მაისი - გოგოებთან ერთად მალორკაზე ვიყავი, ჭურღუს დაბ.დღეს დავამთხვიეთ და გადასარევი იყო, მაქამდე მაიკისთან ვიყავი ჩასული, მოკლედ კარგად დატვირთული თვე იყო, ვი იმა. 

ივნისი - ბიოფსია გავიკეთე, რომელიც საშინელი შეგრძნება იყო, მაგრამ მთავარია ყველაფერი კარგადაა. 

ივლისი - შევიქმენი 31 წლის, პირველად იყო ჩემი დაბადებისდღე ბოლომდე მიხაროდა, ეგ იმას ნიშნავს, ჩემი თავი შევიყვარე ნელ-ნელა, თუმცა ბევრი კარგი და საინტერესო დღე წინაა. სულ წინ კიწ! მიყვარხარ, მერე რა რომ მსუქნად გრძნობ საკუთარ თავს, მე ყველანაირი მიყვარხარ და ყველანაირს გიღებ როგორიც ხარ! 


გკოცნი ჩემო თავო და ეჰ რაები გადაგიტანია! 


მაგარი გოგო ხარ, ხშირად მინდა ვუთხრა ეს ჩემს თავს ვიცი, ხშრად და ხშირად მინდა რომ ვიგრძნო ეს სიამაყე, რაც ყველანაირად მაკლდა, ყველანაურად.


გილოცავ დაბადების დღეს, მი ყვარ ხარ!


კიწი


2 comments: