Wednesday, 30 January 2013

#17 Someone from your childhood

ვიცი რო შენთვის მეორედ მიწევს წერილის მოწერა, ნუ ეს ინტერნეტით თორე ისე... მარტო ჩემი ბავშობის კი არა ჩემი ნაწილი ხარ, შენ ისედაც იცი, მარა როგორც გუშინ ხადურმა თქვა სიყვარულშიც "გამეორება ცოდნის დედააო" )) ხოდა რავიცი, ვიცი რო ეხა ცუდი პერიოდი გაქვს, საერთოდ არ ვაპირებდი ბლოგზე დაწერას, არც ისე, უბრალოდ უზომოდ, ძალიან მაწუხებს შენ რო ესე გრძნობ თავს, მართლა, "უფლება" რო მქონდეს შენს 'ექსს' არამარტო გავუგზავნიდი იმ ვიდეოს რაც წეღან გამოგიგზავნე ინბოქსში, არამედ შევასრულებდი კიდეც მაგ ქმედებას :) არ ვიცი აქ რატო ვწერ, რაც შენთვის პირადადაც შემეძლო მეთქვა, შემიძლია კდიეც, უბრალოდ ესე უფრო მიმარტივდება. ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ! ძალიან... რისი გადატანაც შენ მოახერხე და რასაც ახერხებ.
მაგარი გოგო ხარ მოკლედ. უბრალოდ რაღაცებზე, როგორ ვთქვა ზედმეტად ბევრს ფიქრობ ხოლმე, ვიცი ძნელია მაგრამ უნდა ისწავლო რაღაცების გამარტივება, ცხოვრებაში გამოგადგება ბევრჯერ, ხო იცი რო გასამარტივებლად აქ ვარ, ხო იცი კიარა ისედაც იცი რო იცი... უბრალოდ არაა საჭირო ყველაფრის აწონ-დაწონვა, მეტი სპონტანურობა, აჯობებს მართლა გეუბნები...
და წეღან არ მომიტყუებიხარ, ხო ესეთი 'ელემენტარულები' ვართ ადამიანები რო ურთიერთობა საბოლოოდ მაგ დონემდე დადის, ან გინდა, ან არ გინდა...
თუ გინდა უნდა მოუფრთხილდე, თუ არ გინდა მაინც მოფრთხილება მოგიწევს, იმ მხრივ რო არ ატკინო და თავის დროზე გაიაზრო რო არ გინდა...მაგისი თქმა მინდოდა, ვიცი ცუდ ხასიათზე ხარ და ალბათ ამიტო გადავწყვიტე აქ დაწერა, მანამდე დრო გავა...
ექსები და ექსების ექსები არ გვაინტერესებს ჩვენ... ხო იცი არა... ძალიან მიყვარხარ მართლა, შეიძლება ზღვაზე "გაგაბრაზე" და იმდღეს გოგოებთან ერთად რო ვიყავი არ დაგიცადე მარა არც ერთ შემთხვევაში არ მინდოდა ძალით, ვიცი რო იცი მარა მე მაწუხებს შინაგანად...
პირველად შენ მიიღე ჩემი ნათქვამი უხეშად და მეორეს განხილვა ვიცი არ ღირს)) უბრალოდ მეცინება ეხა, რა სახსენებელი იყო, მარა შენთან მიმართებაშ ეგეთი წვრილმანებიც მაწუხებს...
მოკლედ, არ მინდა ძალიან გამიგრძელდეს მარა ბლა ბლა ბლა, მეწელება
იმისი თქმა ინდოდა რო ძალიან ძლიერი ადამიანი ხარ და ახლა რეებიც ხდება იმ პრობლემებსაც სახეს გავაძრობთ, როგორ დავამთავრო 'საუბარი' არ ვიცი...
ერთი ჩემი საყვარელი მწერალი ამბობ - 'ადამიანებს ყველაზე დიდი 2 პრობლემა აქვთ, დასაწყისის და დასასრულის პრობლემა'ო
მოდი მეც დავეთანხმები და ესე წავალ...
მომავალ წაკითხვამდე
კწ
პ.ს ხვალ ის ვიმღეროთ რასაც შეგპირდი

2 comments: