Tuesday, 15 January 2013

ვუი ))

ესეც ჩვენი 2013, დაიწყო, ისე მშვენნიერი ამინდებით დაიწყო... მაგრამ ზაფხულში მინდა ეხა, 2-3-4-5-6-7-8-9 დღე მაინც ))) ხო ვიცი რო ძაან აკია ))) აი ფოტოზე როა მანდ მაინც და მაგ ამინდში მაინც. დღეს დილის 9იდან ლექციაზე ვიყავი, გაყინულ სხვენში, რომელიც თითქმის არ თბება )) არ მიყვარს ეს პირველი კორპუსი და რა ვქნაა?! არა!) მე-2 ჯობს, კარგი ეზო გვაქვს, ნუ აუდიტორიებსაც არაუშავს თითქოს... ხოდა, ამ წელს ძალიან გავზარმაცდი, ნუ ძალიან არა, მაგრამ გავზარმაცდი, თუმცა
დი'ლ'ავარდია რო 3 საგანს წაგიკითხავს კაცს აბა რა იქნებაა))) თებერვლის ბოლოს ვამთავრებთ პირველ სემესტრს, სრული უაზრობის და ავითომ რემონტის გამო დავიწყეთ სწავლა გვიან, ხოდა გვიანაც დავამთავრებთ... პაპანაქება ზაფხული ჩემთვის უნივერსიტეტთან არ ასოცირდება არანაირად, მითუმეტეს ივლისი... :/ აუ რა ავწუწუნდი რა ხდებაა?)) მეცინება ძალიან :დ წუწუნა დღეები მოდის და, კუკსიკა ჩამოვიდა და კი არ მნახა ჯეერ - "პააპს ნუ ატყუებ შეეე ვირიშვილო" ))) ხოოდა პატიოსნად პირდაპირ სახლში წამოვედი ლექციებიდან...  ესეთი რამე იშვიათად ხდება ^_^ ხოდა ეს ჩემი ამანათი კიდე თუ არ ჩამოვიდა "ასოს"-ს და ფოსტას დაერხევათ ერთად, მიშლიან ნერვებს, უი ხვალ ლაზერზე უნდა წავიდე არ დამავიწყდეს))) არა მიყვარს რა დღიური, რასაც მინდა ვწერ))) კიდე რა ხდება? რავიცი ... ახალი წელი კაი იყო, ჯერ ანისთან ვიყავით, მერე რატისთან... პირველში ღამე მე და ნატალია "ინკოგნიტოზე" ვიყავით ივენთ ჰოლში, ბედობას გუნოებთან, 3ში ნიკუშასთან ^^ ძაან გავერთეთ, ძველით ახალ წელს ანუკისთან და სალომესთან... ძაან გავერთე. ისე არაყი არ დამილევია წელს, ესეთი შემთხვევა ნუუ მე არვიცი...)))) ხოდა სითბო ასწორებს მაინც რაა, ზამთარიც თავისპონტში, მაგრამ თოვლ-ჭყაპი და ეგეთი სისულელეები არაა, რა ჯობია "კააააი მთის შეკრულ თოვლს" ))) აუუ წავედი რა მზესუმზირას მაინც მოვხალაავ, ისე ამდენი ძილი რა უნამუსობაა ბუბბბსს?))) წავედი ვსოო ^^
მომავალ წაკითხვამდე, კიწი <3 p="p">

No comments:

Post a Comment