Sunday 19 February 2012

დღეს კვირაა...

დღეს კვირაა და ამ კვირამ შარშანდელი წელი გამახსენა, ყოველ კვირაობით ეკონომიკის მეცადინეობამდე ვწერდი ხოლმე ბლოგზე, ისევ კვირაა და ბევრი არც არაფერი შეიცვალა ერთი შეხედვით, მაგრამ რომ დაფიქრდე არც მთლად ასეა საქმე, ერთი ისაა რომ ხვალას 2შაბათია და ისევ ეკონომიკა მაქვს სასწავლი, თან რაღაც საოცარი ლექტორია, თვითონაც არ იცის მგონი წესერად რას გვასწავლის, შარშანდელთან განსხავებული კი ისაა რომ საშინლად მეზარება სწავლა, არა,
საშინლად კი არა, უსაშინლესად, მაგრამ მაინც ვისწავლი დღეს და ჩავაბარებ ხვალ სემინარს... ^^ ხოდა რა ხდება?! გუშინ ვიყავით მე და ჩემი 2ანი ანანოსთან, დავლიეთ და ვიცინეთ ბევრი, მე რაღაც არ ვგრძნობდი მთვრალად თავს, ანი და ანი უფრო იყვნენ, მგონი ანანოც )) არვიცი მოკლედ... მზიანმა ამინდმა გაასწორა დღეს მარა ისევ იწვიმებს ან მოთოვს, ვგონებ. ამ კევმა კიდევ დამტანჯა მთელი გზაა ვღეჭავ და ვერ გადავაგდე)) ხოდა წავალ ახლა მე, ჯერ ჩაის დავლევ და მერე შევუდგები საქმესა ჩემსა )) 

2 comments: