Wednesday, 8 February 2012

When The Sun Goes Down

აღარ მინდა და აღარ შემიძლია ეს თოვლი, რა ახარებს ამ ხალხს ვერ გავიგე )) საყინულეა გარეთ. დღეს ვისვენებ, ვასვენებ საუთარ თავს!! არმჯერა, იმიტო რო ამ არდადეგებზეც კი არ დამისვენია, დღეს გამოვიცხადე დასვენების, სახლში ჯდომის, ფილმების ყურების და უსაქმურობის დღე... :> ერთი სული აქვს როდის მოვა ზაფხული!! ან გა-ზაფხული მაინც, მინდაა!! ძალიან, ისე რაღაც ვაკვირდები რო ამ ბოლო დროს აურია ხალხმა, რაღაც აგრესიულები და ტვინგაყინულებიი გახდნენ... სიცივე მოქმედებს ალბათ, ჩხუბისხასიათზე არიანხოლმე ძირითადად )) მე კი ვზივარ ჩემთვის თბილად ,ვუსმენ Wish You Were Here-ს და
მეცინება მაგათ სისულელეებზე ^^ მინდახოლმე ხშირად დავწრო აქ, მერე მაინტერესებს რა მოხდა ნეტა მაშინ? და ა.შ, მაგრამ ხან მეზარება, ხან რა ხან რაა)) კაკ ვსიგდა. ზამთარმა იცის მოდუნება, მოკლედ... ყველა გამოცდა ჩავაბარე უნიში, ერთი კინაღამ ჩამრჩა, მაგრად გადავრჩი მოკლედ. ეხა ვარკეში ვარ, იმხელა თოვლი დევს გარეთ რო ... ჩემ "დესპერატეებს" უნდა ვუყურო ეხა, ჩემი ბიჭი მომენატრა, მაგრად გავერთეთ იმ დღეს ყველანი "გურუში")))  პროსტა ბოლლოს ისეთი "ფხიზელი" ვიყავი რო ბიჭების ტუალტში შევდიოდი... )) ახლა პაპაჩემი შემოვიდა სიტყვით სერიოზული სიცივეაო.. :/ აუუ კაი მასაჟი რას დამხატავდა ეხა, ან კაი აუზი )) საკუთარი მინდა ოღონდ...
რავქნა, ზაფხულის, ზაგრის, ზღვის, გართობისა და დასვენების გოგო ვარ მე B| არადა როგორი დიდი სიამოვნებით დავტკბებოდი ზაფხულის მზის ჩასვლის ყურებით, გარეთ ბევრი სეირნობა მომენატრა,  ბოტანიკური მომენატრა, თავისი აღმართ-დაღმართებით... წუწაობაც მომენატრა, დილით ხალისით ადგომაც, მზის სხივები რო გაღვიძებს,  და სარეთოდაც მინდა ზამთარში ყოველთვის მივდიოდე ისედ ადგილას სადაც სულ მზეა, ვისვენებდე და ვზაგრებოდე :/ მინდა!! კაია ხანდახან შენთვის წუწუნი )) 
და საერთოდაც ყველაზე მეტად ის პერიოდი მენატრება, ზღვაზე რო ჩამოვიდნენ ჩემი ბიჭი და ბავშვები, დილის საუზმე კოელიოს კაფეში, რა კარგი იყო <3 ყვავილი არ იდგა ჩვენ მაგიდაზე და რო გადმოვდგით ;)) ღამის 3 საათზე პინგ-პონგს რო ვთამაშობდით, ნინის წუწუნი რო გვესმოდა გაუთავებლად, ძალიან საყვარელია, რო ვერ გადაგვეწყვიტა ტაქსითი ჯობდა წასვლა თუ ფეხით )) დილაადრეან რო ავდექით მესამე დღეს მატარებელზე რო არ დაგგვიანებოდა, მერე გზაში ძილი თავისდადებისთანავე )) რაღაც იდიოტური ქართულით ნათარგმნი ფილმები )) მაგარი იყო... ყველაფრის მერე თბილისის აუტანელი სიცხეეეეე, არადა ზამთარ ს კი ჯობს... წავედი ეხა, ვუყურო სერიალს, ჩევიფსი თან ))) პკთ, გამომზევებას გისურვებთ <3

4 comments:

  1. კიწუნი, როგორ მომენატრა შენი ბლოგი, შენ კიდე როოოოოოგორ განსაკუთრებულად..=***
    დიდი სითბოა აქ, ძალიან დიდი..
    სულ თბილი ხარ.. მუდამ საყვარელი.. და მზის სხივებივით ასხივებ სითბოს.. <3

    ReplyDelete
  2. მაციიი :* ვერ წარმოიდგენ როგორ გამიხადრა შენი კომენტარი, სად დაეკარგე, საად?:**
    მეცძალიან მომენატრე!:*

    ReplyDelete
  3. აჰაჰაჰა პინგპონგზე ის იდიოტი ბიჭი მახსენდება ლუდი რო წააგო და არ ჩააბარა, ფუმფლო ეგ ))
    მეც მენატრება მზე :))))

    ReplyDelete
  4. ))) ფუფლო მგონი )) :პ გოგოო ჰოო, აუტანელი იდიოტი :დ
    ხო მოვუგე მაინც :>

    ReplyDelete