Tuesday 29 March 2011

What's Up?! ;))

დღეს საწოლიდან როგორ ავდექი მართლა არ მახსოვს მგონი, გუშინ გვიანობამდე ვმეადინეობდი და გავითიშე აშკარად, მაგრამ მერე არა "ნებითა ჩემითა" წამომაყენეს საწოლიდან, ცოტა დამაგვიანდა ლექციაზე მაგრამ ანოს ვთხოვე ლექტორი გაეფრთხილებინა, დამაწერინეს ეს შენი "ქუიზი", ყოველ დღე შეიძლება კაცო?! :) ჰოდა მერე ჩემს ბიჭს ვაღვიძებდი მთელი მონდომებით, უნივერსიტეტში რო არ დაგვიანებოდა და თურმე ეღვიძა :-) 2-ზე მქონდა კასტინგი, მანამდე ილია უნდა მენახა, ვნახე და გავუყევით რუსთაველისკენ ფეხით(იქ მქონდა კასტინგი), მ კიდევ რაღაცნაირ ხასიათზე ვიყავი, თან ძალიან კარგზე, თან
კიდე წუწკუნის, მეძინებოდა და ;;)    ჰოდა ჩემი დიეტისდაგამო წაღებული მქონდა საჭმელი(სალათა), 2ისკენ უნდა მეჭამა, არადა 2ზე კასტინგი მქონდა, სადაც ვიდეო უნდა გადაეღოთ და გამოვეშვით:) მერე მოვიფიქრეთ   რომ რაღაც პარკივით რომ არის იმიჯ-ცენტრთან იქ მეჭამა, შევედით შიგნით და იიიმდენი ხალხი იყო, მაგრამ მაინც ვიპოვეთ პატარა მინდორზე, პატარა ხესთან ადგილი, ხალხისკენ ზურგით ვისხედით და სულ ვერ ვხვდებოდი რომ 1-2 კაცის გარდა ვინმე იყო ;)) ჩემმა ბიჭმა დააფინა თავისი ჟაკეტი და დავსხედით ჩვენთვის, ტკბილად და თბილად   თავისთავადია რომ ჩემი გაკეთებული შალათები ილიასაც გავუყავი, ამასობაში 2 საათიც მოვიდა, მე წავედი კასტინგზე, ის უნივერსიტეტში... 
ჰო ;)) კასტინგზე თუ ასეთ კომპლიმენტებს ეუბნებოდნენ(მოდელების კასტინგზე მაქვს საუბარი) არ ვიცოდი, სახელი და გვარი მკითხეს, ვუთხარი და ერთ-ერთმა ჟიურის წევრმა მითხრა(სხვათაშორის დღეს სულ ქალები იყვნენ), - ვაიმე, ქეთა რა კარგი ხმა გაქვს-ო, თან რაღაც "ჯაან ჯერს'კად" იყო ის ქალი და მეგონა რაიმე შენიშვნას მაძლევს-მეთქი :) 
რო გავთავისუფლდი ისევ  გამომიარა ილიამ უნიდან და მიმაცილა სამარშუტომდე   ჩემი ტკბილი   :">
ახლა კი მოვედი სახლში და მეძინება მააგრად, აადა რა დროს ძილია ჯერ?!:)
ადრეა აშკარად, კიდევ ჩემი გოგოები მომენატრნენ!! 
კიდევ ბოტანიკურის მწვანე სახლი მომენატრა  
კიდევ მომენატრა ნაყინი   არადა ყოველდღე ვჭამთ თითქმის "ლუკა პოლარეში", მაგრამ ეგეთი არა, ჯოხიანი ;)) კიდევ მომენატრა ტკბილი რაღაც-რუღაცები, კი არ მიყარს დიდად,, მაგრამ ახლა რომ ვერ ვჭამ მინდა  
კიდევ ჭიქა ყავასთან კარქი წიგნის კითხვა მომენატრა   ხოდა ახლა წავალ და მაგას ვიზამ ზუსტად ;;) 
და იუ, ჰო   ჩემი ბიჭიც მომენატრა   დიახაცცცცც  


წავედი ახლა, კიწი  

7 comments:

  1. რა კარგია ესეთი მაგარი ( უფრო კარგი სიტყვა ვერ შევარჩიე... არადა იმსახურებთ) ურთიერთობა რომ გაქვთ შენ და შენს ბიჭსს !!

    ReplyDelete
  2. ჰეჰე, ილია და შენ.. შენ და ილია.. <3 ფერი ფერსა, მადლი ღმერთსაო.. ჰო გაგიგია? - აი, ზუსტად ეგაა..
    ზე-წყვილი ხართ, ძალიან ზე..
    ბედნიერები როხართ კარგია.. მიხარია, მიხარია.. როგორ მიდის დიეტის ამბები? ^^

    ReplyDelete
  3. wantfun :"> ჰო მართლაც მშვენიერიაა ;;)

    მაციი :** რა საყვარელი ხარ, მადლობ, მადლობბ ♥
    კარგად მიდის დიეტის საქმეებიც, ვუძლებ გმირულად ჯერ-ჯერობით ;)))

    ReplyDelete
  4. აუ, მეც მომანატრა ეხა ამან ჩემი ბიჭი,
    თან იმ დღეს ხმამაღლა ვთქვი, ჩემი ბიჭი მენატრება - მეთქი და ჯგუფელმა გოგომ მითხრა, ჩემი ბიჭი რა უაზრო ტერმინიაო, მასე რატო მიმართავ შეყვარებულსო, მაგრად არ მომწონსო. მინდოდა იქვე გამეგლიჯა და შეძლებისდაგვარად დავიოკე აღშფოთება. ვუთხარი, მოდი მარტივად გაგიშიფრავ, "ჩემია" და თან "ბიჭია", გამოდის, რომ ჩემი ბიჭია - მეთქი : ))))
    ჰოდა, მომწონს შენც რომ შენს ბიჭს უწოდებ.
    უჰ, რა კარქები არიან ეს ჩვენი ბიჭები ♥

    პ.ს. ჰოდა, კიდევ რა. ეს "ლუკა პოლარე" სად არის? ჩვენ "საპორეში" ვჭამთ ხოლმე ნაყინს და შოკმანჟეს.

    აუ, მომწონს ეს ბლოგი:))) <3

    ReplyDelete
  5. ♥ ♥ ♥ ძალიან მიხარია თუ მოგწონს :">
    ჩემი ბიჭი მშვენიერი ტერმინია, ვერ მოიშორა ამ ხალხმა რაღაც იდიოტური კომპლექსები და რა ქნან :-)

    მმმ საპორე როგორ მიყვარს არ იცი შენ... გახსნის პირველი დღიდან მანდ ვართ მე და ჩემი დაქალები ;)) ჯერ კიდევ სკოლაში რო ვიყავი (ანუ ახლო წარსულია ეგ) მანდ დავდიოდითხოლმე შატალოზე :))
    ♥ ♥ ლუკა პოლარეს ნაყინი აუცილებლად გასინჯე, ლესელიძეზეა და მრგვალ ბაღთან, მაგრამ ჩვენ ლესელიძეზე დავდივართ სულ ♥

    ReplyDelete
  6. აუცილებლად ჩავცუნცულდებით მე და ჩემი ბიჭი "ლუკა პოლარეში",
    მალე მოვიდეს ხვალინდელი საღამო, მალე ♥


    პ.ს. წარმოგიდგენია, შეიძლება ერთხელ ერთ სივრცეშიც ვისხედით და ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი ვიცოდით:)) მიყვარს ასეთი მომენტები, არარეალურზე და მიუღწეველზე რომ ფიქრობ ♥

    ReplyDelete
  7. ♥ ზუსტად ეგ გავიფიქრე შენ რომ თქვი საპორეში დადივართო ;;) მაგარია ♥
    ჰო ♥ აუცილებლად წადით და ხილის ნაყინის ჭამას თუ გადაწყვეტ ბანანი და მოცხარი ჭამე ♥ ერთადაა, ჩემი უსაყვარლესი ნაყინია ♥

    ReplyDelete