Saturday, 12 March 2011

Someone i don’t talk to as much as i’d like to

... ანუ წერილი ადამიანს რომელსაც საკმარისად ვერ ველაპარკები...
დეე... ხანდახან ძალიან მწყდება გული, რაც დრო გადის უფრო იშვიათად გხედავ, იშვიათად რა... ანუ დღეში დროის პატარა მონაკვეთში, სახლში ორივენი დაღლილები მოვდივართ, შენ სამსახურიდან, მე უნივერსიტეტიდან, მერე ორივეს ჩვენ-ჩვენი საქმე გვაქვს, მე სასწავლი, შენ სახლის საქმეები... ხანდახან  ისეთი გათიშულები ვართ საუბრის თავიც არ გვაქვს, მე კომპიუტერთან ვჯდები, შენ შენთვის საყვარელ რძიან ყავას სვამ სამზარეულოში და ეწევი. ხანდახან როცა შენც ძალიან მოგინდება
ჩემთან ლაპარაკი მოხვალ ხოლმე და დამიჯდები გვერდით, ამ დროს ძირითადად მე სხვა საქმეს ვაკეთებ და არც ისე დდი მონდომებით გპასუხობ კითხვებზე, როცა მე მომინდება შენთან ლაპარაკი შენ არ გცალია ხოლმე, მაგრამ ისეთი დღეებიც გამოერევა ხოლმე როცა ორივეს გვაქვს შედარებით თავისუფალი დრო და უბრალოდ ვსაუბრობთ, ვსაუბრობთ ყვლაფერზე, რაღაც სისულელებზე ვიცინით და ერთმანეთს ბევრ რამეს ვუყვებით... :)
მიყვარს ეგეთი დღეები, მინდა უფრო მეტი დღე იყოს მათი მსგავსი...
როცა აქეთ სახლში ვარ მირეკავხოლმე და მეუბნები, - დე, გამოდი რა აქეთ, არ მოგენატრე?!
და მეც მოვდივარ, მერე რაღაც სისულელეზე ვიკამათებთ და ვიწყებ წუწუნს, -აუ რაღას მეუბნებოდი მოდიო რაა, ვერ ვიყავი მშვიდად?! უცებ ვბრაზდები, მაგრამ 2 წუთში ვრიგდებით, ვიცი რო ყველანაირად გვერდში მიდგახარ  როგორც შეგიძლია, ვიცი რომ ხანდახან არ გვესმის ერთმანეთის და ეს ბუნებრივიცაა...
მოკლედ ძალიან მიყვარხარ და იცოდე რომ ყოველთვის ძალიან მაკლია შენთან საუბარი... :)
წავალ ახლა მე, მოვწესრიგდები, ანი მოდის დღეს ჩემთან.
კიწი :*

4 comments:

  1. დედა მენატრებაააა :(

    ReplyDelete
  2. ალბაათ )) არ მახსოვს

    ReplyDelete