Saturday 12 March 2011

გეტყვი რომელი ფერი ვარ და მითხარი ვინ ვარ მე :)

მაციმ  დამთაგა :-) მართალია სათაური ცოტათი შემოვატრიალე, მაგრამ ვერ მოვიფიქრე მეტად ;))
ცოტა ძნელია იმი თქმა რომელი ფერი ვარ...
მიყვარს მუქი და ღია ფერებიც, ჩემი ხასიათის შესაბამისად, ძირითადად იასამნისფერი ვარ მგონი, ცოტათი წყნარი (როგორც ამბბობენ, მაგრამ მე დიდად არ მჯერა მაგისი რომ წყნარი ვარ:))) უბრალოდ ძალიან არაკომფლიქტური ვარ და სულ ვამბობ რა გაჩხუბებთ მეთქი... ერთი პერიოდი ისამნისფერით კი ვიყავი შეპყრობილი ისე :)
იასამნისფერი მქოდა ქუდები, კაშნეები, ჯაკეტები, ზედები... :)  ჰო დღესაც მაქვს, მაგრამ ადრე უფრო მომწონდა...
ძალიან მიყვარს ნაცრისფერიც, ყველანაირი, ღია, მუქი, საშუალოდ ღია. საშუალოდ მუქი :))))) ხასიათთან რომ შევუსაბამოო?! რავიცი აბა... ყველაფერს უხდება მონი, ეგრე ვფიქრობ მე და ასე ცალსახად თქმა ცოტა ძნელია.
კიდევ მიყვარს ყვითელი, ძალიან მიყვარს, ძალიან... ოღონდ რაღაცნაირი ყვითელი, აი ისეთი აზრი რომ დევს შიგნით, ლიმონისფერ-მუქი ყვითელი მიყვარს, არ ვიცი ეგ ფერი როგორ უნდა ავხსნა, მგრამ ყველაზე ლამაზია ჩემთვის, მზესთან და სითბოსთან ასოცირდება... :)  ძალიან მიყვარს სითბო და მეც თბილი ვარ ჩემი საყვარელი ხალხის მიმართ,  არ მიყვარს ცივი და ისეთი ხალხი გრძნობებს რომ იკავებენ ... :)
კიდევ იცი რა შეგრძნებაზე ვგიჟდები?! მზეს რო მიუშვერ სახეს გრილ ამინდში და შინაგანადაც რომ თბები... <3
ყვითელი?! ჩემნაირი ჯიუტია კიდევ ჩემი აზრით ;)) ჰო, ნუ ვარ ცოტათი ჯიუტი, მაგრამ გააჩნია ვისთან, ანუ რომელ ფერთან :) რაც უფრო ახლოსაა ჩემთან და რაც უფრო მიყვარს ვცდილობ უფრო ნაკლებად გამოვავლინო და მოვთოკო ჩემი სიჯიუტე,  ზოგჯერ უაზრო კიდეც, უბრალოდ ხასიათიდან გამომდინარე, აქამდე არასოდეს მიფიქრია რომელი ფერი იქნებოდა ჩემთან ახლოს და ყვითელი რაღაც დამიახლოვდა უფრო, ყოველთვის ძალიან მიყვარდა ეს ფერი, რაღაც ნივთები მაქვს კიდეც, არასოდეს მქონია პერიოდი რო ჩავციკლულიყავი და ყველაფერი ყვითელი მეყიდა, უბრალოდ სულ ბავშვობიდან მიყვარს, თან მეუბნებიან რომ მიხდება...
მაგრამ მე მაინც ვფიქრობ რომ ყველა ფერია ჩემში, ყველანაირი,
მაგრამ სხვადასხვა დოზით...
კიწი :*

4 comments:

  1. რა კარგი პოსტი იყო. :*
    ლამაზი ხარ შენ ძალიან..
    იცი, ადამიანს პირველად რომ ვხედავ, გარკვეულ ფერთან ასოცირდება ჩემთვის.
    შენი სურათები რომ ვნახე, იმ წამსვე ყვითელმა ფერმა გამიელვა.
    შენ ისეთი ლამაზი ხარ, აი, ყვითელი ფერივით ანათებ და ასხივებ.
    თბილი ხარ ძალიან და კარგი ადამიანი. :*

    ReplyDelete
  2. მაცოო :"> მადლობა ჩემო კარგო <3
    ძალიან საყვარელი ხარ, ძალიან :*:*
    მადლობაა :*

    ReplyDelete
  3. ძალიან მომეწონა ...
    საყვარელი ხარ..

    ReplyDelete
  4. მადლობაა ;;)

    ReplyDelete