Friday 11 March 2011

guten tag :)

რატომღაც ისევ დილაა ჩემთვის, არადა წესით შუადღე უნდა იყოს ვგონებ :) ვზივარ ლეპტოპის ეკრანთან ჩაის ჭიქით და ჯერ კიდევ გამოუფხიზლებელი გამომეტყველებით... 
ამინდი ისეთია გარეთ გასვლა არუნდა ეზარებოდეს ადამიანს... მაგრამ ხო გააჩნია სად მიდიხარ?! გამოცდა მაქვს, თანაც თავში კიდევ მილიარდი ფიქრი მიტრიალებსს ;)) 

მაგალითად ის, რომ გუშინ მაღვიძარამ არ დამირეკა და გამოცდაზე ვერ წავედი, რომ ვთქვა ძალიან ვინერვიუე მეთქი მოვიტყუები, არც ცოტათი აღარ მინერვიულია, რა აზრი ქონდა, თორე კი... ეხა "ქვიზებით" და დარჩენილი გამოცდით უნდა დავგროვო ქულები... რაღაც ისეთი დღეა რო ბევრი უნდა ისეირნო შენს საყვარელ ხალხთან ერთად, მე კიდევ გამოჩერჩეტებულ დამკვირვებლებთან ერთად მე7 სართულის აუდიტორიაში მომიწევს ყურყუტი :)) რას ვიზამ, ზატო 1 დღეც და გამოცდები მორჩებაა :> (დასვენება მაინც არ მაქვს და რა მიხარია ერთი:))))
ხოდა კიდევ რაა?! იმდღეს ვიყავი ანანოსთან და რა კარგი იყო ყველანი ერთაად!! ძალიან, ძლივს  არ ვნახე ჩემი გოგოები, თან ყველაზე სასაცილო ის იყო რო ბიჭები საერთოდ არ იყვნენ, 15 გოგო ვიყავით, ნუ ყველას კარგად არ ვიცნობდი მარა :)) ანანოს ტუალეტში ჭორაობა ხო გაუცვეთელი თემაა, და მერე იდიოტური, მაგრამ მაინც საყვარელი სურათების გადაღება >:) 
ახლა წავედი, ამ გამოცდას კი დავწერ  კარგად წესით დაა ... :-)
ესეც განწყობისთვისს <3 <3 <3
კიწი :*

4 comments:

  1. აბა როგორ დაამთავრე გამოცდები?
    დიდი პოსტი მინდა.. ^^

    ReplyDelete
  2. მეც მინდა დიიდი პოსტი მაცი, ძალა არ მაქ ჯერ მგონი :))
    დღეს კარგად დავწერა, კმაყოფილივარ, შეფასებები არ ვიცი 1 საგნის გარდა.
    აკადემიურში მივიღე 20იდან 16 და ეგ ჩვენთან დიიიდი ამბავია, დღეს ძალიან თუ არ გავითიშე შენს "თაგ თამაშს" დავწერ :>

    ReplyDelete
  3. კარგი ფოტოა. ეს სიმღერა გამახსენა )) http://www.youtube.com/watch?v=Q0ZBaZoBCaA

    ReplyDelete
  4. მომწონს ეგ სიმღერა :)

    ReplyDelete