Thursday 4 November 2010

Listens like Spring and talks like June . . .

Saturday, March 27, 2010

ზაფხულის ტკბილი სუნი... მოდის, ხო მოდის... ბევრი სიხარულით, სიყვარულით, ბედნიერებით და ახალი შეგრძნებით აღსავსე... ვაიმე რა მაგარია.
ძლივს არ დადგა ამ დაუსრულებელი, ცივი ზამთრის მერე გაზაფხული?! :> მაგრამ წინ ბევრად ტკბილი ზაფხული გველის. რომელსაც პირადად მე მოუთმენლად ველი :)
რა კარგია, გარეთ რომ გაიხედავ და თბილი მზეა, ცხოვრებაც უფრო გიხარია, ყველაფერს უფრო მძაფრად გრძნობ - მაგრამ კარგსაც და ცუდსაც :) სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ არ ვიცი, მაგრამ ალბათ უფრო საბედნიეროდ, ცუდის გარეშე კარგს რა აზრი ექნებოდა :) უფრო ტკბილია ასე, ცუდის ფონზე კარგი...

მოკლედ გაზაფხულით ისე ვარ გახარებულ-დატვირთული თავს უფლებას ვაძლევ ცხოვრებით დავტკბე და ნერვები არაფერზე მოვიშალო... ხეებიც აყვავდა უკვე, ალაგალაგ... იცი რა ლამაზია?!. და რა საყვარელი... არა, ეგ უნდა ნახო, ისე არ შეიძლება.
რაღაც გული უფრო მაგრად ძგერს ასეთ დროს იცი?!.
თან ყველაფერს კი არ გრძნობ, უბრალოდ შეიგრძნობ და შენში უშვებ მთელ სითბოს, სილამაზეს, ბენიერების შეგრძნებას... არაა, ნამდვილად არ შეიძლება ასეთი შეგრძნებების ხელიდან გაშვება ... :>
მართლაც რა ტკბილია ყველაფერი, იმაზე ტკბილი, ვიდრე შენ გგონია...
უბრალოდ ჯერ არ იცი... მაგრამ მალე გაიგებ...
თან ძალიან მალე <3
 P.S  წინა ბლოგის პოტებსაც აქეთ მოვათავსებ და ერთი მთიანი ბლოგი მექნება,  თარიღებს  მივუთითებ, ეს ისე, ჩემთვის -   Saturday, March 27, 2010


1 comment: