Sunday 8 August 2010

...

     ჰო, ნამდვილად  ორივე  ვგრძნობდით,  ჩემი  იქ  ყოფნა  ნიშნისმოგებას  უფრო  ჰგავდა,  თუ  რაღაც  მაგდაგვარს,   მიჭირს  სახელის  დარქმევა,  მგონი ეს იყო.  
     მერე   თავგამოდებით  ვცდილობდი  საკუთარი  თავისთვის  იმის  დამტკიცბას,  რომ  გაუფრცქვნელი  ატმის  ჭამაც  მშვენივრად  შემიძლია :-)  არც  ცივი  ყავის  დალევა  მიყვარს  საწრუპით  და  რა  ვქნა?!
     ვხვდები   რომ   ხანდახან  უშენოდ  სუნთქვაც  კი  მიჭირს,  მაგრამ  კარგია  რომ  ხანდახან,  თორემ  ალბათ  გაუსაძლისი  იქნებოდა ორივესთვის. 
     სხვა?!  ხო  კარგი  იყო  დასვენება,  10  დღით  შევძელი  გავრიდებოდი  თბილისის  სიცხეს,  თუმცა  ისევ  მომიხდა  დაბრუნება,  მალე  წავალ  ისევ  იმედი  მაქვს.
     ვხვდები  რომ  ემოციურად  გადავიღალე,  კარგია  რომ  ეს  შეგრძნება  არც  ისე  მძაფრია.  ხალხის  დაზაფრული   სახეების  დანახვა  ქუჩაში  ნერვებზე  მოქმედებს :-)  მაგრამ ეს ისე "ლაითად"

    დღეს  ერთი  "ნიპრიატნი " (ასე ვეძახი იმ ხალხს ვისი ნახვაც არცისე მსიამოვნებს, კიდევ  კარგი  რომ  მათი  რიცხვი  ძალიან ცოტაა, ნუ ამ  სახელს  ცალკე ისტორია  აქვს კიდევ,  არც  ისე  საინტერესო, მაგრამ მაინც :)) )  ვნახე,  თუ  დავკონკრეტდებით "ექსი" 
     პირდაპირ  თვალებში  შემეჩეხა  მისი  მზერა,  თანაც  ძალიან  მოულოდნელად,  სიმართლე  ვთქვათ  და  არფერი  მიგრძვნია,  ოდნავადაც  კი  არ  ავფორიაქებულვარ,  მემგონი  პირიქით - თვითონ  დაიბნა  და  შეგნებულად  ამარიდა  მზერა წამზეუსწრაფესად.
მისალმებას  რა  უდგას  წინ  ვერ  ვხვდები,  თუმცა  ერთის  მხრივ  კარგიც  იყო  ასე  რომ  მოიქცა,  სულაც  არ  ვიყავი იმის  განწყობაზე,  რომ  ვინმესთვის  ძალით  გამეღიმა.
    დღე  საბოლოოჯამში  ცხელი  გამოვიდა,  მაგრამ  მშვიდი,  უსაქმურობა  მღლის,  სწავლისდაწყებას  ველი.  გრილ  და  ლამაზ  საღამოს  ვისურვებ : )
            მომავალ  წაკითხვამდე : კიწი :* 
     

2 comments:

  1. ძალიან მომწონს ფოტო..
    პოსტიც ისეთი ემოციურია..

    ReplyDelete
  2. მადლობ ქეთ :)

    ReplyDelete