Monday 10 May 2010

იქნებ ერთხელაც ქუჩაში შემოგხვდეთ...

...შემოგხვდეთ და უბრალოდ  ვერ მიცნოთ :)
არც ისე ადვილია აქ დაწერილი "ნიშანდობლივი" რაღაცებით ერთმანეთის ცნობა, მაგრამ მაინც  ვცადოთ იქნებ გამოვიდეს რამე :)
ჩემთან რო მოხვიდეთ რომელიმე თქვენგანი და მკითხოთ,- შენ კიწი ხარ ხო?
 ნამდვილად გამიხარდება, თანაც ძალიან ძალიან !  დაბნევა საერთოდ არ მჩვევია და ამ სიტუაციაშის ალბათ არ დავიბნევი, მთელი გულით გამიხარდება და ინტერესით დაველოდები თქვენი ვინაობის გაგებას :>




           ყოველთვის დავდივარ სწრაფად :>  რას  ვიზამთ?! ძალიან, ძალიან მიყვარს ფეხით სიარული, მნიშვნელობა არ აქვს    ვსეირნობ თუ სადმე მეჩქარება, ტემპი უცვლელია მაინც :)


         არასდროს  მაცვია ქუსლებზე, ანუ ქუსლიანი ფეხსაცმელი თუ ეცმევა ვინმეს, იცოდეთ - ეს მე არ ვარ - :))) ნუ არც ძალიან მაღალი ვარ, სულ რაღაც 1,78 მაგრამ მაინც :D
        ჯინსი მეცმევა, თმა მექნება აუცილებლად შეკრული (დაცხააა!!!), ფეხზე კედები ან ბალეტკები, სახეზე  მოუცილებელი ღიმილი, ყურებში "ნაუშნიკები"(ყოველთვის),  დაბალ ხმაზე მომღერალი ვიქნები (მგონი ხანდახან შემომეხმამაღლმღერება ხოლმე),


               მინიმუმ ბლესკი - მაქსიმუმ ბლესკს + ცოტა რუჟი(უიშვიათესად).
საყურე აუცილებლად (სხვა აქსესუარებთან არ ვმეგობრობ დიდად).


     დიიდი უშველებელი ჩანთა, ყველა წიგნის ჩასატევად :-)  თუ კვირაა პირიქით, პატარა შავი ან ყავისფერი ჩანთით მიხილავთ,  ქვედაბოლოთი იშვიათად, გაშლილი, შუაზე გაყოფილი თმებით არც ისე ხშირად :)


     აუცილებლად ვიქნები მხრებში გაშლილი, თუ ცუდი ამინდია შეიძლება "კოპებშეკრული", მაგრამ  ბედნიერი გამომეტყველება არ მტოვებს ძირითადად :>


          კონტაქტური ვარ, ასე რომ თამამად, თამამად მოდით და მომესალმეთ, ოღონდ მითხარით - ბლოგიდან გიცანი.  რომ  დავიწყებული, ძველი ნაცნობი არ მეგონოთ და თავი ისე არ მოგაჩვენოთ რომ ვითომ გიანით :D (ნუ მიწევს ხანდახან სამწუხაროდ:|)
მაგრამ თუ მუსიკის მოსმენას და სიმღერას მომწყვეტთ 2 წამი მაცადეთ აზრზე მოსასვლელად :>


საუბრის გაგრძელება კი ჩემზე იყოს ...


მე კიდევ  სკვინჩა-ს  დავთაგავ :>  




Lalena-ს მადლობა კიდევ ერთხელ თაგისთვის :> 




საინტერესო "თამაში" გამოვიდა მგონი :> 





12 comments:

  1. მმმმ დღეიდან ნადირობას ვიწყებ შენნაირებზე :)) იმედია ყოველ მე2 მაღალ, სწრაფად მიმავალ და ბალეტკებით ”შემოსილ” გოგოს არ მივახტები უცნაური შეკითხვით - კიწი ხომ არ ხარ შემთხვევით? :))) თუმცა სულაც არ ვიგრძნობ თავს ”გაბანძებულად” თუნდაც მე5 ცდაზე მაინც რომ აღმოგაჩინო :))

    ასე რომ თუ გაბურძგნული და გამხდარი გოგო გადაგიჭრის გზას იცოდე რომ ეს სკვინჩააა :)))

    P.S მადლობა თაგისთვის, მართლაც მოულოდნელი იყო და არ ვიცი როგორი პოსტი გამომივა :)

    ReplyDelete
  2. :> მე კიდევ დაკვირვებას შენნაირ დამკვირვებლებზე :> :))

    მე კიდევ ძალიან გამიხარდება მართლაც რომ აღმომაჩინო, ასე რომ შენს პოსტს ველი :>

    ReplyDelete
  3. :))) მე მგონი სწრაფად სიარული აბიტურიენტობიდან იწყება და მავნე ჩვევად ბოლომდე მიყვება ადამიანს :))

    ე.ი. სულ რაღაც 179? :)) მგონი შენი ცნობა არც ისე რთული უნდა იყოს, ქართველ გოგოები სიმაღლეში ცოტა მოიკოჭლებენ (თუ მეც მოვიკიჭლებ ნეტა? 9სმ-ით ქვევით ვარ :)) )

    ReplyDelete
  4. მთელი ცხოვრებაა სწრაფად დავდივარ :))
    ასე რომ ჩემი სიარულის მანერა მაგისი ბრალი არ უნდა იყოს, ვცდილობ ხოლმე, ძალიან ვცდილობ ხანდახან ნელა ვიარო, თუმცა რამდენიმე წუთზე მეტს ვერ "ვქაჩავ"
    მშვენიერი სიმაღლეა ქალისთვის 1,70
    სულ მინდოდა უფრო დაბალი ვყოპილიყავი :D:D:D
    ახლა გამიარა შედარებით :)))

    ReplyDelete
  5. me verasdros davaxasiateb mgoni chems tavs da tamtasavit surats davdeb. tu shemxvdebit, uechveli micnobt =))

    hoda aqve pirobas gadzlev, rom shevxvdet ertmanets, shansi araa gicno :)) tumca dzalian kargad agwere sakutari tavi.

    ReplyDelete
  6. არაუშავს, შენ რომ დადებ სურათს მე გიცნობ სამაგიეროდ და თუ წაგაწყდი სადმე მოგესალმები :)))

    ReplyDelete
  7. ვაიმე რატო წვალოთ ხალხო...დადეთ ფოტოები და ისე კარგად გიცნობენ რო მეტი არ შეიძლება :)

    ReplyDelete
  8. ფოტოებს არ აქვს მუღამი :>
    ამაშია სწორედ ხიბლი :))

    ReplyDelete
  9. unamuso xar ro idzaxi arc iseti maghali varo !!! :))

    ReplyDelete
  10. haha laaaan :)))
    xo nu ravicii :)))

    ReplyDelete
  11. აი, ეს პოსტი სულ არ მქონდა წაკიტხული მაშინ რომ გიცანი.
    ძაააააააალიან კარგი ხარ..
    ზოგადად, მე შორსმხედველი ვარ და.. ***

    ReplyDelete
  12. :*:* მეც შორსმხედველი ვარ მააც:">
    და კიდევ თუ დამინახავ და არ მოხვალ... :შ [-( :*

    ReplyDelete