Saturday 15 May 2010

always :>

რასაც ყოველთვის ვაკეთებ :)
ყოველთვის ვიწერ პირჯვარს სახლიდან გასვლის წინ;
ყოველთვის ვითვლი ტელეფონის ზარს და ექვს ზუმერზე მეტს არ ვრეკავ (უზრდებობააო დიდხანს რეკვა :))) ან ვთიშავ და თავიდან ვრეკავ;
ყოველთვის ვდგები მარჯვენა ფეხით (არაანაირ ცრურწმენა, ჩვევად მაქვს:));
ყოველთვის ვცდილობ ღიმილით გაღვიძებას;
ყოველთვის მუცელზე მძინავს;
ყოველთვის მაღიზიანებს თავხედობა;

ყოველთვის ვნერვიულობ გაკვეთილის მოყოლისას (რა დავაშავეეეე?!);
ყოველთვის ვმღერი გულში რამე სიმღერას;
ყოველთვის მიხარია "ჩემების" ნახვა,
ყოველთვის მენატრება ზღვა;
თითქმის არასდროს ვაგვიანებ (ანუ ყოველთვის თავისდროზე მივდივარ);
ყოველთვის დავდივარ სწრაფად;
ყოველთვის მიყვარს საინტერესო ხალხთან ურთიერთობა;
ყოველთვის ვიღლები აღმართზე ასვლისას :))
არასდროს ვიბნევი (ანუ ყოველთვის დაუბნეველი ვარ რაა:))
ყოველთვის მიყვარს მუსიკა და კითხვა;
ყოველთვის მინდა მეტი ვიცოდე ვიდრე ვიცი;
ყოველთვის მიფართხალებს გული გარემოსთან შეუსაბამო სიდიდის საგნის დანახვისას :-|
ყოველთვის მაკვირვებს უტაქტო ხალხი;
ყოველთვის ვფიქრობ ბევრს, ხანდახან იმაზე ბევრს ვიდრე საჭიროა  და ალბათ ეს პოსტიც "ზედმეტი" ფიქრის შედეგია :> :> :))) 

თქვენი კომენტარები გამახარებს, მომავალ  წაკითხვამდე : კიწი

6 comments:

  1. :))) მეც ვითვლი ზუმერებს :))) და 12-13მდე ავდივარ :))))

    ReplyDelete
  2. მეგონა მარტო მე მქონდა გარეკილი :))) :))
    მე კიდე იმიტო ვითვლი რომ ძაალიან დიდხანს არ ვრეკო =))

    ReplyDelete
  3. ვაიმეეე, რა საყვარელი პოსტიაა, არც კი დავფიქრებულვარ მაგ თემებზე. ბევრი საერთო აღმოვაჩინე - მეც მიყვარს მუცელზე წოლა. პირჯვირის გადაწერა რომ გახსენდება კარგიაა, მეც მინდა მივეჩვიოო, ხანდახან გამომდის :)

    ReplyDelete
  4. :"> მააადლობ ;;) მახარებს თქვენი კომენტარები, მიეჩვევი, მეც უკვე ჩვევაში მაქვს და შანსი არაა ისე გავიდე სახლიდან :)

    ReplyDelete
  5. kargi naweria kiwi. ragaceebshi mec gamovichire axla tavi, am postis wakitxvis shemdeg. magalitad mec sul vitvli zarebs.
    marjvena fexit vdgebi sul, ogond imitom, rom ase dgas chemi logini da sxvanairad ar gamodis :))

    ReplyDelete
  6. მიხარია თუ მოგეწონა :>
    მე2 ადამიანი ხარ ჩემს გარდა ვისზეც გავიგე რომ ზარებს ითვლის, 1ლი ლალენაა :))

    ReplyDelete