Tuesday, 18 June 2019

IT WAS ALL A DREAM

მოკლედ, 18 ივნისიც დამდგარა.
მეც არ ვიცი რისი დაწერა მინდა, პროსტა შემოვბოდიალდი.
საერთოდაც ისეთ ხასიათზე ვარ უბრალოდ მინდა ვიჯდე და საინტერესო წიგნები ვიკითხო, დედაჩემი გაკეთებული კომპოტი ვსვა (ატმის და კენკრის ერთად), ფეხები სადმე სკამზე მქონდეს შემოწყობილი, ბუნებაში, აი დაახლოებით "ჩემი ბედნიერი ოჯახი" რომაა ფილმი, მანდაა ზუსტად. თავისთვის, მარტო რომ გადავა ქალი საცხოვრებლად, აივანთან მიიდგამს სავარძელს და ტკბება თავისი არც თუ ისე კარგი ცხოვრებით.


აი ეგრე მინდა მეც, თან ძალიან მინდა, ცოტახანი მარტო ყოფნა მწირდება, წინა ურთიერთობაც დავამთავრე, არცისე დიდი ხანი. ხოდა რაღაცნაირად ვარ, იმიტო კიარა რო არასწორი გადაწყვეტილება იყო, უბრალოდ ამ იმედგაცრუებებით და ბიჭების ნანაობით მაგრად დავიღალე ) აქეთ მანანაონ :დ ვოტ ტაკ

მე სულ იმას ვამბობ, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობს-მეთქი, ხოდა მართლა ეგრეა. ალბათ ჯობს ერთხელ განიცადო და მაგრად, ვიდრე მთელი ცხოვრება და ნელ-ნელა.

ან ჯობს და ან თავს ვაჯერებ რომ ეგრეა. ჯერ არვიცი.

მოკლედ ესე რა.

რა მინდოდა მეთქვა?

არც არაფერი.

K

No comments:

Post a Comment