Thursday, 20 June 2019

მ ო ნ ა ტ რ ე ბ ა

თბილისში ყლეობები ხდება.

რუსეთი თავზე გვაზის და დედას გვიტყნავს, ძალიან მშვიდად თან, გული მერევა ამ ყველაფერზე.

ამასთან ერთად ბვერლინი ისე მენატრება სული მტკივა.

თავისი ვაიბით, ზაფხულზე ტბებით წასვლებით და სიხარულებით.

ჩემი ავოკადოს ხით, რომელიც შვილივით გამოვზარდე და იქ დარჩა.

არვიცი, აღარ მინდა აქ რო ვუყურებ რაც ხდება და როგორი უთავმოყვარეო ხალხის გარემოცვაში ვარ, რეგალიებით რო იწონებენ თავს და "აი იცი მე ვინ ვარ?" აი მაგეებით.

Tuesday, 18 June 2019

IT WAS ALL A DREAM

მოკლედ, 18 ივნისიც დამდგარა.
მეც არ ვიცი რისი დაწერა მინდა, პროსტა შემოვბოდიალდი.
საერთოდაც ისეთ ხასიათზე ვარ უბრალოდ მინდა ვიჯდე და საინტერესო წიგნები ვიკითხო, დედაჩემი გაკეთებული კომპოტი ვსვა (ატმის და კენკრის ერთად), ფეხები სადმე სკამზე მქონდეს შემოწყობილი, ბუნებაში, აი დაახლოებით "ჩემი ბედნიერი ოჯახი" რომაა ფილმი, მანდაა ზუსტად. თავისთვის, მარტო რომ გადავა ქალი საცხოვრებლად, აივანთან მიიდგამს სავარძელს და ტკბება თავისი არც თუ ისე კარგი ცხოვრებით.