Monday 27 May 2019

Closed Circle

ამასობაში 27 მაისი მოვიდა,
ვერ ვიტყვი რომ იდეალურადაა ჩემს ცხოვრებაში ყველაფერი, უკეთესი პერიოდებიც ყოფილა, მაგრამ არაუშავს, ყველაფერი დროებითი და ყველაფერი წარმავალია.
სულ მაინტერესებს სიყვარულიც დროებითია თუ არა?

მე ისეთი ვარ მინდა დროებითი არ იყოს, მინდა მუდმივი იყოს, თუმცა ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, მემგონი რომ არ არის მუდმივი, დიდი გოგო ვარ უკვე, 26 წლის ვარ (ამ სიტყვებზე ერთ 20 წელში ალბათ მაგრად გამეცინება, მაგრამ მაინც), ხოდა არვიცი უნდა მჯეროდეს თუ არ მჯეროდეს იმისი, რომ რაღაცები მუდმივიცაა, მინდა რო მჯეროდეს ხანდახან, მაგრამ არვიცი, მჯერა თუ არა.

ახლა სამსახურში ვარ, ღამის ეკონომიკის განვითარებაში დავიწყე მუშაობა, სამუშაო საინტერესოა, საქმე ბევრია, მაგრამ ბიუროკრატია პროცესებს მაგრად ანელებს.
კი, ბერლინი მენატრება, მაგრამ კი, იქ რო ვარ აქაურობა მენატრებახოლმე.


ჩემი ყოველდღიური რუტინა თითქმის ერთიდაიგივეა, დილას სამსახური, საღამოს უნი, მერე მეგობრების ნახვა :)

ხო, კიდევ მაკი ვიყიდე და ვწერ რაღაცებს როცა ხასიათზე ვარ, მაგრამ მე დიჯეობას არ ვაპირებ, ისე მინდა რო ვწერო მუსიკა სადამდეც სიამოვნებას მომანიჭებს, მერე ვნახოთ რა იქნება.

საერთოდ რაც გავიზარდე მივხვდი, რომ ბევრი რამის დაგეგმვა სისულელეა, მაინც ყველაფერი თავისპონტში მიდისხოლმე.

ხოდა დრეს რაღაცნაირად ცოტა ცივწყალგადასხმულივით ვარ, მაგრამ ესეც გაივლის :)

და თქვენ რა კითხვები გაწუხებთხოლმე? :)

პ.ს წავედი, გავაგრძელე მუშაობა

2 comments:

  1. ისე მიხარია, ახალ პოსტს რომ დავინახავ ხოლმე, ბევრი არაფერი მაქვს სათქმელი, მაგრამ ამის აღნიშვნა მინდოდა :დ
    ისე, მეც ვფიქრობ, რომ ყველაფერი დროებითი და წარმავალია, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ :)

    ReplyDelete
    Replies
    1. აუ ნატალია! <3 როგორ ძალიან გამახარე არ იცი, მე კიდე რო დაგინახავხოლმე ეგ მიხარია, მადლობა.

      ჰო, ეგრეა...

      Delete