Monday, 8 January 2018

#წლისბოლოწლისდასაწყისი

6 months from now you can be in a completely different space, mentally, spiritually; financially. Keep working; believing in yourself.

ვერ გადავწყვიტე 2017 წლის შეჯამება დავწერო თუ 2018 წელი როგორ დაიწყო, სავარაუდოდ ორივეს დავწერ მოკლედ...

2017 იანვარი - გადმოვცხოვრდი ჰანოვერიდან - თბილისში
თებერვალი - დავიწყე სამსახური მარკეტინგში,
დავიწყე პილატესი, ოღონდ ამჯერად მთელი შემართებით
მარტი - გავხდი ისე ცუდად რომ გამოჯანმრთელებას მთელი 8 თვე მოვუნდი
დავანებე მოწევას (ჩემდაუნებურად) თავი

აპრილი - ვცდილობდი არაფერიშემემჩნია და კარგად ვყოფილიყავი
მაისი - წავედი გერმანიაში 2 კვირით - ანუ თვითმფრინავის შეძენილი შიში თვიდან დავძლიე
ივნისი - საკუთარ თავს ვამხნევებდი როგორც შემეძლო, ბეევრი, ძალიან ბევრი სტრესი

ივლისი - ჩავაბარე ეროვნული გამოცდები, ისე რომ  არც კი მოვმზადებულვარ
აგვისტო - დავისვნე სიონში და ტაშასთან ერთად ზღვაზე, ხასიათი დავკარგე ცოტათი, დალევა კიდევ არ შეიძებოდა
ჩემი სამსახური დახურეს
ვინერვიულე

ახალი სამსახური ვიშოვე, ბევრად კარგი და ბევრად საინტერესო 40 გასაუბრების მერე,მაინც.
სექტემბერი - გადავწყვიტე ფსიქოლოგთან მივსულიყავი,
დავიწყე მაგისტატურა

ოქტომბერი - გადაწყვეტილებამ წამლებთანმ ერთად გაამართლა
ნოემბერი - დამაწინაურეს და ექაუნთ დირექტორი გავხდი
დეკემბერი -ავიღე ერასმუსის დაფინანსება
8 თვის მერე პირველად დავლიე
მოვწიე რამდენიმე ღერი სიგარეტი - გაასწორა
წავედი ისევ გერმანიაში (შტუტგარტი-ბერლინი)
ჩავჯექი ლიფტში
ჩავჯექი მეტროში - გადავლახე შიშები, გამიხარდა
კიდევ ერთი პირსინგი გავიკეთე ყურზე
ერთ-ერთი ყველაზე კარგი ახალი წელი მქონდა თავისი თავგადასავლებით

2018
 1 იანვარს 25 კილომეტრი ვიარე ჩემს მეგობართან ერთად, მაგარი იყო.
ანის თავისი დრამების გადატანაში დავეხმარე... მემგონი
მოვედი სამსახურში, სადაც ყველას ისე გაუხარდა ჩემი ნახვა რომ არ ველოდებოდი... :)
დღეს ვარჯიში მაქვს - ველოდები გიჟივით
და იდეაში მონატრებულზე ლექციაც.


გადავწვიტე ბევრი რამე აღარ დავგეგმო :) ან მარტო მოკლევადიანად დავგეგმო,

რაც იკო იკო, არ ვდარდობ, 2017ში ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარე, ძალიან და ისე ცუდად ვიყავი რომ ასაღწერადაც კი ძნელია :)

მადლობელი ვარ ყველაფრის რაც გამაჩნია, მაგრამ ეგ იმას არ უშლის ხელს უფრო მეტი მინდოდეს.

მინდა ყველას ჯადოსნური წელი გქონოდეთ!

ვინც დღემდე ჩემთან ხართ, მიყვარხართ!

კიწი 

No comments:

Post a Comment