Monday, 3 September 2018

cheers darling

გუშინ ჩემი მეგობრის "ძივიშნიკზე" ვიყავი,

ცა კარგად ჩანდა, მე კიდე ერთ ვარსკვლავზე ვფიქრობდი, რომელიც გაწითლებულია და ესეიგი უკვე კვდება, კიარადა შეიძლება მოკვდა კიდეც, როგორ მაინტერესებს რამდენი სინათლის წელიწადითაა დაშორებული ჩვენგან?!

მე კიდე არც სახელი ვიცი, არც მდებარეობა, მხოლოდ ის ვიცი, რომ ან უკვე ჩაქრა, ანმალე ჩაქრება.

თვალს ვერ ვაშორებდი, რაგავაკეთო,

რა სევდიანია,

ჯერ კიდე თბ ვარ, კაცმა არ იცის რანაირი თვეები დარჩა 2018 წლის დასასრულამდე,

იქნებ იმ ვარსკვლავმა ეგეც იცოდეს.

hope so...

Sunday, 12 August 2018

ზაფხულის მიწურული

გუშინ, შუაღამესგადაცილებულზე, მივხვდი რომ 
ბედნიერი ვარ იმით

სადაც ვარ,
როგორც ვარ და
რატომაც ვარ

თან ძალიან ბედნიერი :) hoffe bleibt so. 
მილიარდი სიძნელის მიუხედავად

მადლიერება ზოგადად ჩემი საყვარელი გრძნობაა, თუ შეგრძნება, მადლიერების გრძნობის გარეშე კოშმარი იქნებოდა ჩვენი ყოფა :) 

ხოდა ამ ჩემ დღიურში, ძირითადად, გაბრაზებული როცა ვარ მაშინ ვწერ-ხოლმე. ხოდა ხომ შეიძლება პირიქითაც იყოს?!

სამყაროვ, მადლობა



ქეთაბერლინი • 2018 

Monday, 2 April 2018

Chapter One • The begining

არის მომენტები როცა ფანჯრიდან იყურები, წევხარ შენთვის, უსმენ აფხაზეთის ამბებს და მარტო ცას ხედავ, ძალიან მკვეთრი ფერი აქვს, თვითმფრინავის ზოლი დაჰყვება ღრუბლებს შორის. თან ისმენ და თან წერ. საინტერესოა ხანდახან ჩვენი ყოფა. ხანდახან არის უბრალოდ რო აი ორშაბათია, და სადღაც, სადაც ხარ, შენი სამშობლოდან 3000 კილომეტრის იქეთ, წევხარ, ისე თითქოს არაფერი გადარდებდეს და იყურები ფანჯრიდან, რის მიღმაც ბერინია

მერე ხვდები რო ოცნება აგიხდა, მართლა ცხრა ზღვის გადაცურვის და 9 მთის გადალახვის მერე. ადამიანებს გვაშინებსხოლმე ახდენილი ოცნებები, ყოველშემთხვევაში მე ასე ვარ. ჰო, ბერლინში გადმოვცხოვრდი, კი, მხოლოდ 1 სემესტრით, 5 თვით, ვიღაცისთვის ცოტაა, ვიღაცისთვის ბევრი, მე ვერ გამირკვევია...

ხვალ უნივერსიტეტში პირველი დღე მაქვს, ხან ძალიან ვღელდები როცა ვფიქრობ, ხანაც ვითომ რაციონალუტად მგონია, რომ არანაირი მოლოდინი არ უნდა შეიქმნა ადამიანმა

Thursday, 22 February 2018

reminder to myself.

Life is too short for shitty sex and bad relationships.

კარგახანია არ დამიწერია, არც ახლა ვაპირებდი, მეილი უნდა ამოვბეჭდო და მაგიტომ ჩავრთე კომპიუტერი, არვიცი როგორაა ყველაფერი, თითქოს კარგადაა, მაგრამ რაღაც სისულელე პრობლემებიც გამოჩნდა, კაკ ვსეგდა, ვახ რა კაია წერა, აღარც მახსოვდა, ხოდა ისეთ გაზარმაცებულ დებილ ხასიათზე ვიყავი ბოლო კვირა რო 2 დღე მანიკურის მოშორებაც კი მეზარებოდა, დღეს დილიდან სახლში ვარ, გამოვიძნე, ასეა-თუ ისე, ბოლო პერიოდია ცუდი სიზმრები მესიზმრება, რაც ჩემთვის იშვიათბაა, ალბათ სტრესის ბრალია, ვიზისთვის საბუთებს ვაგროვებ და ფინალურები მაქვს, ერთი საგანი 100 ქულაზე დავხურე,

Monday, 8 January 2018

#წლისბოლოწლისდასაწყისი

6 months from now you can be in a completely different space, mentally, spiritually; financially. Keep working; believing in yourself.

ვერ გადავწყვიტე 2017 წლის შეჯამება დავწერო თუ 2018 წელი როგორ დაიწყო, სავარაუდოდ ორივეს დავწერ მოკლედ...

2017 იანვარი - გადმოვცხოვრდი ჰანოვერიდან - თბილისში
თებერვალი - დავიწყე სამსახური მარკეტინგში,
დავიწყე პილატესი, ოღონდ ამჯერად მთელი შემართებით
მარტი - გავხდი ისე ცუდად რომ გამოჯანმრთელებას მთელი 8 თვე მოვუნდი
დავანებე მოწევას (ჩემდაუნებურად) თავი

აპრილი - ვცდილობდი არაფერიშემემჩნია და კარგად ვყოფილიყავი
მაისი - წავედი გერმანიაში 2 კვირით - ანუ თვითმფრინავის შეძენილი შიში თვიდან დავძლიე
ივნისი - საკუთარ თავს ვამხნევებდი როგორც შემეძლო, ბეევრი, ძალიან ბევრი სტრესი

ივლისი - ჩავაბარე ეროვნული გამოცდები, ისე რომ  არც კი მოვმზადებულვარ
აგვისტო - დავისვნე სიონში და ტაშასთან ერთად ზღვაზე, ხასიათი დავკარგე ცოტათი, დალევა კიდევ არ შეიძებოდა
ჩემი სამსახური დახურეს
ვინერვიულე