Monday, 2 April 2018

Chapter One • The begining

არის მომენტები როცა ფანჯრიდან იყურები, წევხარ შენთვის, უსმენ აფხაზეთის ამბებს და მარტო ცას ხედავ, ძალიან მკვეთრი ფერი აქვს, თვითმფრინავის ზოლი დაჰყვება ღრუბლებს შორის. თან ისმენ და თან წერ. საინტერესოა ხანდახან ჩვენი ყოფა. ხანდახან არის უბრალოდ რო აი ორშაბათია, და სადღაც, სადაც ხარ, შენი სამშობლოდან 3000 კილომეტრის იქეთ, წევხარ, ისე თითქოს არაფერი გადარდებდეს და იყურები ფანჯრიდან, რის მიღმაც ბერინია

მერე ხვდები რო ოცნება აგიხდა, მართლა ცხრა ზღვის გადაცურვის და 9 მთის გადალახვის მერე. ადამიანებს გვაშინებსხოლმე ახდენილი ოცნებები, ყოველშემთხვევაში მე ასე ვარ. ჰო, ბერლინში გადმოვცხოვრდი, კი, მხოლოდ 1 სემესტრით, 5 თვით, ვიღაცისთვის ცოტაა, ვიღაცისთვის ბევრი, მე ვერ გამირკვევია...

ხვალ უნივერსიტეტში პირველი დღე მაქვს, ხან ძალიან ვღელდები როცა ვფიქრობ, ხანაც ვითომ რაციონალუტად მგონია, რომ არანაირი მოლოდინი არ უნდა შეიქმნა ადამიანმა

დაბნეული ვარ-მეთქი რო ვთქვა მოვიტყუები. ჩემი ნატალიას სახლში ვარ. ისევ, ჩემი ბინა პირველი მაისიდან თავისუფლდება. ორი უკიდურესი შეგრძნება მაქვს ხან ძალიან სავსე და მშვიდი ვარ, ხან კიდე ცარიელი. ალბათ იმისი ბრალია, რომ გაგებაში არ ვარ ხვალიდან რა იქნება, არც მინდა წინასწარ ვიცოდე, ვნახოთ

და ჰო, კი, აი ასე, ხდება ხანდახან რაღაცნაირად რომ ბერლინის გარეუბანში, კორპუსის ბოლო სართულის ერთ-ერთ ოთახში წამოწოლილი ხარ, მზეა, უსმენ ამბებს აფხაზეთზე და არ ცდილობ იმას ჩაუღრმავდე თუ ამჟამად შენსთავს რა ხდება

აქ აღდგომაა, დასვენების დღე, ყველაფერი დაკეტილია, ხვალიდან ისევ ამოძრავდება ეს გადარეული ქალაქი, რომელსაც, სიმართლე რომ ითქვას, ბოლომდე არც არასდროს სძინავს...

ქეთა, ბერლინიდან 

გაზაფხულის მეორე თვის მეორე დღე 

No comments:

Post a Comment