Tuesday 11 April 2017

Day 20 - The one that broke your heart the hardest

ყოველთვის როცა ამ სათაურს მივადგებოდი–ხოლმე(თაგ–წერილებიდან, რომელთაც უკვე წლებია ვწერ და ბოლოში ვერ ჩავიყვანე) , არასოდეს ვიცოდი ვისთვის შეიძლებოდა მიმეძღვნა ეს წერილი, ჰო მართლა არ ვიცოდი, და იმასაც ვერ ვიფიქრებდი, რომ 24 წლის ასაკში ამ კითხვას ასე მარტივად გავცემდი პასუხს.

ხოდა
ხოდა
ხოდა

არც ვიცი რა შეიძლება, ან რა ფორმით შეიძლება ადამიანმა ამ დროს დაწეროს.
მეგობარი რო იმედს ძალიან მაგრად გაგიცრუებს, მაგაზე დიდი გულისგატეხვა საყვარელი ადამიანისგან არ ვიცი რა უნდა იყოს(და იმედია არ გავიგებ))).

იმედგაცრუება,
იმედგაცრუება....
იმედ–გაცრუება

მაგრად ტეხავს

ყველაზე ცუდი ისაა, რომ აღარც მწყინს, ეგ ბევრ რამეს ხნის ჩემთვის... :)

ეს პოსტი საერთოდ სხვანაირი წარმომედგინა, როცა ახლახანს წარმოვიდგინე მაშინაც კი
მარა არის ალბათ რაღაც ისეთი მტკივნებული თემები რო წერა კი არა ფიქრიც კი გიჭირს ადამიანს.
ხოდა არ ვფიქრობ,
ხოდა არფიქრი არასოდეს შველის,
ანდაც კი ვფიქრობ მარა იმ დოზით არა როგორითაც მინდა
ვსო კ ლუჩშემუ! (მსოფლიოს თემაა)
ხოდა კი, მე მაინც მიყვარხართ (ნუ ჯერჯერობით) ))

მე მრცხვენია–ხოლმე ხანდახან სხვების საქციელის, მათ მაგივრად, 
აბა ცოტა თქვენც დაფიქრდით 

მართალია ამას ვერ წაიკითხავენ მარა რომც წააკითხო თითოეულს ზუტად ვიცი რომ საკუთარ–თავზე მაინც არ მიიღებენ )))))

გკოცნით

კიწი

პ.ს Labels:  რო დააჭერთ რამდენიმე სხვასაც ნახავთ, ბევრია ისე მარა ფეიჯი გაქრა და ვეღარ ვასწრებ ყველგან თაგების გაკეთებას, მერე ვიზამ :) 

2 comments:

  1. გულნატკენზე წერა მეც არ გამომდის. ზედმეტად პირადულია. ჩემთვის ვბრაზობ.
    ერთ დღესაც გაგეღიმება ამაზე და მერე იქნება ყველაფერი კარგად.

    ReplyDelete
    Replies
    1. კუდა <3 მადლობა გამხნევებისთვის

      კი, აუცილებლად ეგრე იქნება!

      Delete