Tuesday 21 March 2017

Everything (everything) happens for a reason!!

“There will always be a reason why you meet people.
 Either you need them to change your life or you’re the one that will change theirs.”

დღეს ამომიგდო მემორი და 1 წლის წინ შემყრია ის სენი, რომელსაც ბერლინის სიყვარული ქვია! რავქნა მიყვარს, ძალიან! იცი რატო? აი ხო არ ვიცოდი სად მივდიოდი? როგორი ქალაქი იყო, მეგონა ეგრე კიარა საერთოდ არ შემიყვარდებოდა, უბრალოდ ჩემი დაქალის სანახავად წავედი, მაგრამ ფეხი ჩავდგი თუ არა დავმშვიდდი, მართლა, საოცარი აურა აქვს.
წელს ჰანოვერში მოღვაწეობას რომ მოვრჩი და ბერლინში მივდიოდი, რაღაც პერიოდის გასვლის მერე, მაგარი ნანერვიულები მივხვდი რო უცებ ძალიან კარგხასიათზე დავდექი, დავხედე მერე ჩემს გუგლის რუკას და მანახა რომ მაშინ შევსულვართ ბერლინში, ჩემთვის რაღაც ჯადოსნური აურა აქვს, წავიდოდი ახლაც დიდი სიამოვნებით, დავისვენებდი.

დღეს დილით ნატალიას ველაპარაკე, ზუსტად ჩემი ერთიწლისწინანდელი ვოიაჟის დამსახურებაა რომ 10 დღეში უნივერსიტეტში იწყებს სწავლას მაგისტრატურაზე და მე ძალიან ამაყი ვარ!
განადგურებული იყო რომ ჩავედი და სახლში მოდიოდა, მერე კი ერთად ვიბრძლეთ, მართლა ვიბრძოლეთ იმ ეტაპისთვის, რომელიც მის ცხოვრებაში ახლა დგება.
დღეს დილით კიდე ზუსტად იმაზე ვსაუბრობდით
რამდენის შეცვლა შეუძლია ერთ ჩვეულებრივ წელს, ეხა რო მე ვარ საბრძოლო პოზიციაში და თავს ისე კარგად არ ვგრძნობ როგორც მჩვევიახოლმე, ნატას კიდე
გამხნევებები არ ჩვევია, მაგრამ იმხელა ტექსტები მწერა რო რავიცი, ეგრე გამოხატა ალბათ მადლიერება, ხო ვიცი როგორიცაა უკარგესი გული აქვს, მაგრამ სანამ რამე კარგს გეტყვის ენა ებმევა :))) თავისებურად გამოხატავსხოლმე სიყვარულებს. გუშინ ჯერ ფბ–ზე ჩემი საყვარელი ფილმიდან გიფი დამიდო და დააწერა cure your stress Bitte!–ო, მაგის მერე ალბათ კიდევ ბევრი იფიქრა და დღეს დილას ჩვენთან რომ 10 საათი იყო და იქ ჯერკიდევ 7 ვაცაფში მომწერა.

ბერლინით კი დავიწყე და ნატალიაზე გადავედი, მაგრამ აზრი ალბათ ის იყო, რომ ყველა სიტუაციაშ გჭირდება ადამიანს გამზიარებელი, ან ისეთი ადამიანი, რომელიც ზურგზე ხელს შემოგიტყაპუნებს და გეტყვის რომ ყველაფერი კარგად იქნება და ზუსტად გეცოდინება რომ მზადაა შენთან ერთად იბრძოლოს იმისთვის რომ კარგად იყო.
ჩემთვის ეგაა მეგობრობა, როცა ვინც გიყვარს მაგათი ბედნიერებით იმდენად ბედნიერი ხარ რომ საკუთარი თვი ხანდახან უკანა პლანზე გრჩება :)

ამითი სრულდებოდა ტექსტი და რაც შეეხება დიაგნოზს, ზუსტი დიაგნოზი დასვა! :)

პ.ს როგორ შეიძლება მერე გახარებული არ იყო როცა შენი მეგიბრები ასე ფიქრობენ შენზე?!

პ.ს.ს ენდი ვორჰოლმა 'სთქო' რა აიძულებს ადამიანს დარდში გაიყვანოს დრო, როცა შეუძლია ბედნიერი იყოსო...
მეც ვეკითები–ხოლმე ჩემს თავს.

წავედი გავაგრძელე მუშაობა,

მომავალწაკითხვამდე,

კიწი ^^

ისე, მართალია ამას ალბათ ვერასოდეს წაიკითხავ, მაგრამ აქაც მადლობა :) 

2 comments:

  1. ბერლინთან მეც რაღაც სიმშვიდის და თავისუფლების განცდა მაკავშირებს. უფრო ლამაზი ადგილებიც მინახავს, მაგრამ ასეთი თავისუფლება არსად მიგრძვნია. წადი, ჩამოგაკითხავ.

    ReplyDelete
    Replies
    1. საოცარი ქალაქია, რამდენჯერაც არ უნდა ჩავიდე არ მბეზრდება არასოდეს <3

      უუF, რა მაგარი იქნება მართლა ^^

      Delete