Sunday 12 March 2017

#პატარასიხარულები

აი ეგაა რა, გული რო ორად გაქვს გაყოფილი რაღაცნაირად, ამიტო დიდი ხნით არ უნდა იცხოვრო ადამიანმა სხვაგან რა, მაიკიმ მომწერა წეღან ვაცაფზე რო ეხა შტუტგარტში მივდივარო და ჩვენს რადიოში ქართულ სათხილამურო კურორტებზეაო რეპორტაჟიო და ეხა დაიწყებაო და გუგლში მოძებნეო SWR3 რადიოვო და მოისმინე თუ გინდაო და უცებ რაღაცნაირად მეგონა რო მეც მაიკის გვერდით ვიჯექი მანქანაში და ერთად მივდიოდით შტუტგარტში,

მერე ჩვენი სიმღერა ჩაირთო რეკლამისას twenty one pilots- stressed out-ი, ავსტრიაში რო მივდიოდით მთელი გზა ეგ იყო ჩართული მემგონი და სულ კარგ რაღაცებს მაგონებს, რაღაცნაირად თან გამიხარდა და თან გული რო ჩაგწყდება, ეგაა ზუსტად ალბათ მთელი სიძნელე რო, გინდ გერმანიაში ვიყო და გინდ თბილისში გულში ჩემი საყვარელიხალხი სულ მაკლია...

კი წავალ მაისში, მაინც კარგია, მარა
ძნელია სუ რაღაცის მოლოდინში რო ხარ, მარა არაუშავს :)

ალბათ ძნელი როა ცხოვრება სწორედ მაგიტოა საინტერესო, მარა მაგ ძნელსაც ქონდეს სადღაც რაღაც საზღვრები, გაასწორებდა :)))

წავედი ეხა, ანუკიმ რა სპექტაკლიც დადგა მაგის ფილმს ვუყურებ და ფილმიც ძვირფასია როგორც ჩანს, უბრალოდ მაიკიმ შემაწყვეტინა წეღან და მინდოდა უცებ გამეზიარებინა, გამეხარდა ^^

პ.ს ღმერთო რა იქნება რო ყველა ძალიან ბედნიერი იყოს ჩემს გარშემო, მართლა გულით მინდა ...

კიწი

2 comments:

  1. ეს დღეები მაგ სიმღერის ქავერს ვუსმენ ზუსტად მეც, არ ვიცი, მოგისმენია თუ არა, აი ეს - https://www.youtube.com/watch?v=xy-jJ1qdteU
    ^_^

    ReplyDelete
    Replies
    1. ნატალია ^_^ არა მადლობა, ჩავრთე <3

      Delete