Wednesday, 30 November 2016

#არდაიძინო

გამარჯობა დღიურო,

დღეს 4შაბათია, მაგრამ 3შაბათი მგონია, იმიტომ რომ ორშაბათს შვებულება მქონდა დაწერილი, ნიკო იყო ჩემთან ჩემი უახლოესი მეგობარი, ჰანოვერი არ გვეყო და ამსტერდამშიც ვიყავით 2 დღე.


ძალიან მოეწონა ნიკოსაც ამსტერდამი, შეუყვარდა კიდეც მგონი, როგორც მე შემიყვარდა გაზაფხულზე,პირველივე ნახვისას. მართლა საოცარი ქალაქია, ულამაზესია, გასაკვირია მაგრამ მშვიდიცაა, კარგი ჰაერია, სიმპატიური და ლამაზად ჩაცმული, ველოსიპედზე შემომსხდარი ხალხით, 'მესტნებს' და ტურისტებს ერთმანეთისგან წამში არჩევ მოკლედ რო გითხრათ.

მუცლის ტკივილი ხელს მიშლის წერაში, გუშინ 2 წამალი დავლიე, მაგრამ ვერ გავიყუჩე ვერაფრით, ბოლოდ 9 საათზე სერიალის ყურებისას ჩამეძინა, ეგეთი როდის მოხდა ბოლოს არ მახსოვს, ალბათ გადავიღალე ძალიან, -7 გრადუსი იყო გუშინ დილად, ამინდს რომ დავხედე ლამის გული გამისკდა. დღესაც ძლივს ავდექი, არვიცი რა მჭირს, არ ვარ არადა საერთოდ ზარმაცი. მართლა.

ალბათ ის მჭირს რომ წლები არ მეძინა წესიერად, იმიტო არა რო უძილობა მაწუხებდა, უბრალოდ ძილში დროის დაკარგვა მენანებოდა, ახლაც მენანება, მარა მაშინ ვქაჩავდი 3 საათის ნამძინარებზე ყველაფრის მაგრად კეთებას, ახლა ვეღარ, მთელმა 24-მა წელმა ალბათ მაინც თავისი ქნა ))))

ბლოგზე თემა შევცვალე, მიხარია, არვიცი რატომ. სამსახურში თან საგიჟეა და თანაც სიმშვიდე,

Wednesday, 16 November 2016

#რაცუნდამეთქვა

20 წლის რომ ვიყავი, კი ნამდვილად 20 წლის, საიუველირო კომპანიაში რომელიც აბაშიძეზე მდებარეობდა დირექტორად დამნიშნეს, ხო, დირექტორად, მეც ეგეთივე გაკვირვებული ვიყავი როგორიც ყველა ნორმალური ადამიანი რომელიც შეიძლება 20 წლის ასაკში ამ თანამდებობაზე მოხვდეს.

მოკლედ, რაში იყოსაქმე,

ჩემს წინ ვინც იყო დირექტრისა იმან რაღაცები იმაქინაცია, მე რო მივედი პიარის ვაკანსიაზე(იდეაში) მაშინ უშვებდნენ უკვე, ხოდა მე მითხრეს რომ გასწავლით ჩვენ საქმეს და ხო არ იქნებიო?, კი რატომაც არა-მეთქი გავიფიქრე და დავთანხმდი, მარა მერე როგავაცნობიერე რაღაცნაირად შემეშინდა, მაგრამ პატარა რო ხარ ვერ აცნობიერებ ეგეთ რაღაცებს, ახლა იმაზე ვფიქრობ აქ რომ PR-ში სადმე სრულგანაკვეთზე ამიყვანონ როგორ შევძლებ-მეთქი.

მოვიწყინე ეხა უცებ ძალიან და წერაც აღარ მინდა, რა უბედურება მემართება-ხოლმე, მარა საშინელი ამინდია და დღეს ჩამეძინა. საათს რო დავხედე 9ისნახევარი იყო და კინაღამ მოვკვდი (ვინ არ იცით მაგ დროს უკვე სამსახურშივარ-ხოლმე)

Monday, 7 November 2016

რატომ?!

ვინ თხოვა ამ თოვლს რომ 8 ნოემბერს მოდიო?!

ძალიან არ მინდოდა, ისედაც ცუდად მეძინა და ვერ ავდექი და ისეთ ცუდ ხასიათზე ვარ ტირილს დავიწყებ ეხა. 

წამიყვანეთ, სახლში მინდა :( 

კიწი