Thursday 20 September 2012

რა გჭირთ?!

არვიცი, რითი უნდა დავიწყო, ან დავამთავრო, არ მინდა საერთოდ ამ თემაზე წერა რაც დღეს ხდება, მაგრამ რო გავხსენი ბლოგი დასაწერად მაინც ეს მომივიდა თავში პირველი, არ მიყვარს 'ფაბლიქ' პოსტების წერა, ჩემთვის მირჩევნია ხოლმე, მაგრამ მართლა ძალიან იმოქმედა ამ საშინელმა კადრებმა ჩემზე, კი დღეს მეც შევუერთდი აქციას ცოტახნით, რათქმაუნდა, იმიტომ რომ მტკივა, ეს ამათი ფსევდო–ინტელექტუალური, ცინიზმით გაჟღნთილი სტატუსები გულს მირევს –
"რას შეცვლით შავი პროფილის ფოტოებით?" "რა გინდათ აქციაზე, გვაწუხებთ უკვე?!" და ა.შ ორმეტრიანი ტექსტები, გეგონება საქართველოში არ ცხოვრობენ საერთოდ, ფეხზე კიდიათ ყველაფერი, როგორ შეუძლიათ ეგრე, იმას მაინც არ ფიქრობენ რომ მათი ნებისიერი ახლობელი შეიძლება მოხვდეს ციხეში და იგივენაირად გაუსწორდნენ?! ვიღაც წერდა მე არ მეხება ეგ და არც ციხეში წასვლას არ ვაპირებ აიტომ მკიდიაო... როგორ შეიძლება ესე იყო დაბრმავებული ადამიანი, მართლა ვერ ვხვდები...
არ მინდოდა შევხებოდი ამ მტკივნეულ თემას, მაგრამ მაინც შევეხე, ჰო...
სხვა არაფერი ხდება ისეთი, იქითა კვირიდან იოგას ვარჯიშებზე ვიწყებ სიარულს, მერე რეკლამაში გვიღებენ გოგოებს, სწავლა კიდევ არ დამწყებია, ერთი სული მაქვს, მომენატრა უნივერსიტეტი, იმედია ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდება...
დანარჩენი ყველაფერი ძველებურადაა, ისეთი არაფერი, ცოტა ემოციებისგან დაცლა მინდოდა.
წავედი ახლა, კიწი

2 comments:

  1. This comment has been removed by the author.

    ReplyDelete
    Replies
    1. არადა მაინტერესებს რა გეწერა:)

      Delete