Thursday, 11 October 2012

suicide

გუშინ ჩამოვედი ერევნიდან, 2 რენახევარი დღე ვიყავი, რაღაც ჩვენება მქონდა. მაგას არააქვს ახლა მნიშვნელობა. დედაჩემმა მითხრა შენი ძმის ნათლიის ეზოში რო პატარა სათვალეებიანი ბავშვი ცხოვრობდა, მისი ნათლული ხო გახსოვსო? კი მეთქი, თან რაღაცნაირი სახით მეუბნება, ძალიან მოწყენილით, რამოხდამეთქი და კვდებაო, 17 თუ 18 წლისაა ის გოგო, სულ, სულ, სულ პატარაობიდან მახსოვს, გარდატეხის ასაკი აქვს, ცოტა აურევია როგორც იციანხოლმე ბავშვებმა, ან არიციანხოლმე, არააქვს მაგას არსებითი მნიშვნელობა, მაგის გამო მამამისი სახლში არ უშვებდა თურმე. როგორ იქცევა ჩემი შვილი შემარცხვინაო, დედამისი რას ამბობდა ამ დროს არვიცი, მაგრამ ყველივე ეს იქამდე მივიდა რო ამ ბავშვმა 3ჯერ მოიწამლა თავი, ბოლოჯერ შეყვარებულის სახლში,
შეყვარებულის დედას მიუყვანია საავადმყოფოში და მიუგდია, ექიმებისთვის არც ის უთქვამს რა წამლები დალია, კონკრეტული ზომები რო მიეღოთ, ზონდი გადააყლაპეს და საყლაპავი მილი შეეკუმშა წამლების ზემოწმედებისგან ისე ცუდათ იყო,ამიტომ ამოგლეჯვა მოუხდათ, ახლა სუ ჩაჭრილია ყელიდან კუჭამდე, ამბობს არ მინდა სიკვდილიო, ღმეთო ეხლაც მეტირება მართლა რო მახსენდება, და რა ბედნიერი ვარ მამაჩემმა რო მაპატიაო. არადა ისეთს არაფერს აკეთებდა, როგორ შეიძლება მშობელი რო ხარ ბავშვი სახლიდან უნდა გააგდო? მაგას არ ჯობს ან დაელაპარაკო, ან არვიცი რამე მოიფიქრო, სახლიდან გაგდება გამოსავალია? არავისთვის მომიყოლია ეს ამბავი, გულზე მაწევს, რადენჯერაც გამახსენდება ვცდილობ და თავს ვაიძულებ არ ვიფიქრო, როგრი პატარა მახსოვს, სულ პატარა, მერე დიდიც, არვიცი... მართლა შოკირებული ვარ ეხლა რო ვფიქრდები, მშობლებს რო ცოტა მიექციათ სხვანაირი ყურადღება, ან შეყვარებულის დედას აეხსნა ექიმებისთვის კონკრეტულად რა მოუვიდა ამ ბავშვს იქნება არ დამართნოდა ეგეთი რაღაც, არვიცი.... სიტყვები არ მყოფნის. საშინლად მეცოდება...

2 comments: