Thursday 5 April 2012

NeXt...

ახლა არის დრო როცა მომწონსფრჩხილებზე ნახევრად გადაცილებულ-მომძვრალი მანიკური, მომწონს თუ არა არ მაღიზიანებს მაინც, მომწონს ქუჩაში მარტო სეირობაც, იდიოტური ხუმრობებიც, ახალ ხალხთან ურთიერთობა, გარკვეული ჟანრის ფილმების ყურება, კოელიოს კითხვა, გადამეორაბადა ხანდახან გადამე5ებაც, თავისთავადია ეს არ გამორიცხავს სხვა მწერლების სიყვარულს... მიყვარს მობილური ტელეფონი, მესიჯების წერა, ფოტოები, ზემფირა...(რომლის კონცერტზეც ვიყავი და კიდევ არ მჯერა), ლამზი ხალხი, არც ისე ტკბილი ჩაი და მაგარი ყავა, სუფთა, გრილ ჰარზე 'გაბოლება'))
და ზაფხულის მწველი მზე, არ მივარს გუდაურები, ბაკურიანები და მსგავსები...იმიტომ რომ ზოგადად არ მიყვარს ზამთარი. ადრე მიყვარდა სპორტული მანქანები და ძალიან ტკბილი ჩაი, ახლა აღარ... ძალიან საინტერესოა რა ჩვევა რითი შეიცვლება, ან რითი ჩანაცვლდება, საინტერესოა, ფრიად...



ასე მარტივადაც არა) ხვალ გამოცდა მაქვს, რაღაც-რაღაცები ვიცი, მაგრამ კონსპექტში ჩახედვის იმედი რო გაქვს კაცს მაინც სხვაა, თორე რა დამსვამდა ასე მშვიდად, თუმცა მთლად მშვიდადაც არა... ჩემი გოგო ცუდადაა , თუმცა ზუსტად ვიცი რო ოპერაცია ჩაივლის მშვენივრად და კარგად გახდება...

ახლა კი წავალ მართლა, დავიძინებ...
ადრე ვდგები ხვალ რო ჭუპაც მოვასწრო)) პკთ... ))

5 comments:

  1. მეც მიყვარს კოელიო, გადამეორება და გადამეხუთება, მიყვარს მაგარი ყავა და სუფთა, გრილ ჰაერზე გაბოლება, ჰო კიდევ არ მიყვარს გუდაურები და ბაკურიანები.

    მომეწონა რაღაც აქაურობა რომ შემოვიჭყიტე <3 :)

    ReplyDelete
  2. გოგო რა კარგი პოსტია... <3 ვაიმე იმედია აკრგად იქნება.. :*

    ReplyDelete
  3. finki ძალიან მიხარია, მადლობ <3

    ლანაჩკა, მადლობ :** <3 კიკიკი

    ReplyDelete
  4. შენი გოგო კარგადაა უკვე <3

    მართლა რა კარგი პოსტია..
    ჩვენი ჩვევების შეცვლა მარტო ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ადამიანების შეცვლით და ჩანაცვლებით (ცუდი სიტყვაა ვიცი) ხდება ჩვენში ცვლილებებიც )))

    ReplyDelete
  5. <3 ცუდია თუ კარგია, ეგრეა ...

    ReplyDelete