Sunday 24 April 2011

Luca Polare ♥

გუშინ რატომღაც ისე მოხდა, რომ ჩემი ბიჭი დილით ვნახე და ფაქტობრივად გამოდის, რომ Luca Polare-ში მოგვიწია 'საუზმობა', რატომღაც კი არა, თაკო გამოდიოდა ჩემთან, უნდა გვემეცედინა ეკონომიკა, მარა ისეთი ცეტია რო 1 საათში გაიქცა უკან(კეთილი გულით რათქმაუნდა). პოლარეში რაღაც ისე კომფორტულად ვგრძნობ თავს, სახლივით ვარ, ამჯერად ნაყინები არ გვიჭამია, რასაც ფოტოზე ხედავთ ამითი შემოვიფარგლეთ, რაღაც ახალი ჩაი დავლიეთ, ჩაიც ძალიან გემრიელი ქონიათ, დაფა აქვთ ძალიან საყვარელი ;)) რამდენიც გინდა წერე და ხატე, მითუმეტეს თუ არავინ არაა უფრო კარგად გაერთობი )) არა, ხალხთან ერთადაც :> ესეც ჩვენი შედევ'ღ'ი)) უფროსწორედ ამჯერად ჩემი )) როცა ჩაიც დავლიეთ ილიამ ჭიქებისგან გააკეთა "რაღაც" და მეკითხება, პასტა არ გაქვსო?! მე რატომღაც მხოლოდ თვალის ფანქარი მედო ჩანთაში, არადა დამიჯერე ბევრად ადვილია იპოვო ჩემს ჩანთაში პასტა, ვიდრე თვალის ფანქარი )) ამჯერად რა მოხდა არ ვიცი :პ

ხოდა ეს 'რაღაც' გადაიქცა კაბიან, თმიან და ფეხსაცმელებიან 'ადამიანად', გადაგდება კი გვენანებოდა, მაგრამ მოუწია მაინც, სურათი კი გადავუღე, მაგრამ მე არ მაქვს ამჟამად. სამაგიეროდ ნაყინების ფოტო მაქვს ♥  მართლა ღირს წასვლა, უგემრიელესი ნაყინებია, თუ ნაყინი არ გიყბ=ვარს, მაშინ ყავა კარგი, თუ ყავაც არ გიყვარს მაშინ ჩაი, თუ ჩაიც არ გიყვარს ნუში ან ცხელი შოკოლადი ხო მაინც გეყვარება?! ♥  მე ძალიან მიყვარს აბსოლიტურად ყველაფერიი :>  ხოოდა მანამდე ჩემმა ბიჭმა მანიკური მომიტანა, მე რო მინდოდა სტაფილოსფერი. მერე ნათოს საჩუქარზე წავედით, ხვალ აქვს დაბადებისდღე, მე ვამბობდი სუნამო ვუყიდოთ-მეთქი, ილია იძახდა აქსესუარი რამეო, საყურე ან 'წიპა ტავო'))
ნათიას ბიჭსაც დავურეკეთ მერე, საყურე ჯობსო, მაგრამ მერე მე, ბრწყინვალე გონების პატრონს))) გამინათდა გპნება და დავურეკე ნათიას, მე კი არ მქონდა ნომერი, მაგრამ ილიას ხო ქონდა :> ჰოოდა სუნამო მირჩევნიაოო B-) და "ici-pari"-ში ვუყიდეთ Avril Lavigneის Forbidden Rose ვუყიდეთ, თავისი "shower gel"ით, მგონი რომ მოეწონება :> ნუ წესით. ♥ მეტი რა ხდება?! ზეგიდან გამოცდები მეწყება და დავიღალეეე!! არ მინდა.
რაც მთავარია, ყველას გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. რაღაც-რაღაც მიზეზების გამო(კრიტიკული დღეებიის:)) ვერ წავედი ლიტანიობაზე :( და ძალიან დამწყდა გული, მაგრამ არაუშავს...
3შაბათის მერე 5-6 დღის მანძილზე  მიხილავთ თუ არა აქ არ ვიცი,
გააჩნია რამდენი მექნება სამეცადინო...
წავედი ეხაა , კიწი :**

14 comments:

  1. კიწუნიკა, კიწუნიკა..
    მმ, იმ ფანქარზე რომ თქვი გამიკვირდა, მე მგონია, რომ ხშირად ხმარობ მაკიაჟს.. ^^
    ჰომდა, საინტერესოა შენი ცხოვრება, უკვე მერვეჯერ გეუბნები.. :*

    ReplyDelete
  2. ჰო. არ მიყვარს მაკიაჟი ყოველდღიურად))
    კანსისთვისაც ცუდია თან და :პ :*
    მაადლობბ ;;)

    ReplyDelete
  3. პირველად მოვხვდი ამ ბლოგზე... ჯერ ისევ ახალი ვარ...
    მომწონს, როგორც წერ...
    იცი, რა მაინტერესებს?
    მაღლიველი ხარ?

    ReplyDelete
  4. მომენატრე კიწი <3
    საყვარელო, კარგო, თბილო :**

    ReplyDelete
  5. mariamkavtaradze madloba :) ara ra magliveli, alasanieli var , samwuxarod, an sabednierod, ar vici :)))

    tikkk :****
    mec momenatreee, martla:* da aam gamocdebis gadamkide es blogicc :S :**

    ReplyDelete
  6. არა უშაავს, შენ უკვე გადავლილი გექნება, მე რომ დავიწყებ : )))
    სოხუმის უნიში ვსწავლობ :"> ერთხელაც გიპასუხე ამ კითხვაზე, მაგრამ .. ნუ, მოკლედ :">:**

    ReplyDelete
  7. :)) ვაიმე გუშინ ისეთი გათიშული ვიყავი რო :">
    მეპატიება, დღეს გამოვიძინე მარტო 2 კვირის მანძილზე,
    ეს უძილობა კიდევ მკ'ლ'ავსს)):**

    ReplyDelete
  8. სიმართლე გითხრა, გამიხარდა, რომ არ ხარ მაღლიველი... ვიღაც მაინც გადაურჩა ამ საოცარ ადგილს...
    P.S. არ შემიმჩნიოთ, ეს ბოლო დღეები ძალიან გაბრაზებული ვარ მაღლივზე და იმიტომ დავწერე :)

    ReplyDelete
  9. ხო ხო )))
    მეც არ მიყვარს ეგ ადგილი რა ))

    ReplyDelete
  10. კიწი,რა საყვარელი ხარ!
    უკვე რამდენი ხანია მინდა Luca Polare-ში წასვლა და ვერ მოვახერხე
    ისე როგორი ფასებია? მაინც რომ ვიცოდე :)))

    ReplyDelete
  11. ფასები რომ გითხრა ძალიან დაბალიამეთქი მოგატყუებ მაგრამ, თუ კაი სიტუაცია და გემრიელი რაღაცები გიყვარს გაიმეტებ <3

    ReplyDelete
  12. ყოველ დღე მანდ ვარ..როგორ მიყვარს..მნია

    ReplyDelete
  13. ვაიმე ვგიჟდები ლუკა პოლარეზე <3 უგემრიელესი ნაყინებია და ყავას აუცილებლად გავსინჯავ, შენი რეკომენდაციით :)

    ReplyDelete
  14. ჰო, გასინჯე აუცილებლად :)
    უუგემრიელესიაა :> :*

    ReplyDelete