Monday 11 April 2011

Hey, Soul Sister \m/

ჰმ, ზუსტად 10 წუთი პოსტის დასაწერად... :) მერე კი უნდა ჩავიცვა და გავიქცე, ჰო, 2 დღე არ ვჩანდი, მართალია.
კახეთში ვიყავით მე და ჩემი ბიჭიჩვენს მეგობრებთან ერთად, ჯერ დედოფლისწყაროში ჩავედით, სადაც ჯიპებით დაგვხვდნენ, თორე იქამდე ვერ მიხვალ ჩვეულებრივი მანქანით და მერე წავედით ვაშლოვანის ნაკრძალში, აზერბაიჯანის საზღვართანაა, აი ულამაზესი იყო. თავიდან ვაპირებდით იქვე დავრჩენილიყავით კოტეჯებში, მაგრამ მერე გველებიაო და წავედით ისევ ჩვენს მეგობართნ დედოფლისწყაროში, სახლში. ნაკლრძალშიც ძალიან მაგარი იყო, მდინარე ალაზნის წინ გავშალეთ სუფრა, მწვადები და ა.შ. ჰო, დავარღვიე დიეტა, აბა როგორ გინდა კახეთში იყო და მწვადი არ ჭამო?! მართლა ვერ უნდა იყო მწყობრში :)))) ვაშლოვანი საკმაოდ შორია და უკანა გზაზე ისე წავითიშეთ ბავშვები ხმის ამოღების თავი აღარ გვქონდა :)) მერე
მივედით სახლში, რა ვქენით ჯერ არ მახსოვს, კიდევ ვჭამეთ?! არა, არა. მე და ნინის აგვტკივდა მუცელი, მარა გაგვიარა მერე. ილიას ლეპტოპი ქონდა წამოღებული და ფილმს ვუყურეთ, მერე ისევ ბავშვებთან გავედით, ზოგი "მონოპოლიას" თამაშობდა, ზოგი კარტს, ჩვენ ჩეხური დურაკა ვითამშეთ, მიყვარსს :> გიტარაც გვქონდა წაღებული, თავისთავად, ისეთი დაღლილები ვიყავით რო დიდი ხანი ვერც გავქაჩეთ, რო დავწექით მალევე ჩაგვეძინა...
მეორე დღეს ყველაზე ადრე მე დავაჭყიტე თვალები:)) კაკ ვსეგდა. ილიას 2 საათი ვაღვიძებდი და ბოლოს  სანამ თავისით არ გაიღვიძა მანამდე ვერ ავაყენე :))
მერე ხინკლები და მწვადები გაგვიკეთეს ისევ, ძალიან გემრიელი, უგემრიელესი მასეთ მწვადს ვერ შეჭამ თბილისში, ლუდიც დავლიეთ და ამასობაში ჩვენი წამოსვლის დრო მოვიდა... უკვე ცუდი ამინდი იყო დილით მარა მაინც არ გვადარდებდა, თბილად ვისხედით მარშუტში...
რო ჩამოვედი კიდევ არაფრის თავი აღარ მქონდა, არადა მაინტერესებს ჩემს არყოფნაში რაები დაწერეთ :*:)
გავიქეცი ახლა, კიწი :*
ესეც ალაზნისპირი >>> <3

8 comments:

  1. Ra magaria... rogor mshurs.. Mec mindaa <3

    ReplyDelete
  2. აი, იცი, რა არის?
    ახლა არ შემიძლია არსად სიარულის, ასაკის და დედაჩემის შიშებისდა გამო. ჰოდა, აი, შენხელა რომ გავხდები, ლამის ოცნებად მექცა, რომ, როგორც შენ დადიხარ მეგობრებთან ერთად "ლაშქრობებზე" ისე ვიარო მეც..
    აი, კიწუნიკა, ასეთი კარგი ხარ შენ.. აი, კაცს მოგანდომებს ბევრ რამეს.. :***

    ReplyDelete
  3. მაგარია..მშურს მშურს :)))
    მიყვარს მე ესეთი რამეები, და ვაპირებთ ჩვენც მაგრამ ეხლა გვცივა ჯერ... ცოტა დათბეს და.. <3 კარგი პოსტი იყო <3

    ReplyDelete
  4. ჰო Lanka ძალიან მაგარია მართლაც. ვერაფერს იტყვი :>

    wantfun :**

    Mallorie იცი რაა?! მეც ეგრე მეგონა, აი ჩემხელა რომ ვიქნებიიი... )* მაგრამ თითქმის იგივე უფლებები და თავისუფლებები მაქვს, სახლშიც უბრალოდ ის ვთქვი, ექსკურსიაზე მივდივარ-მეთქი:):*

    ჭიამაია, ჰო ძალიან მიყვარს მეც :> ჯერ სიცივე კია, მაგრამ ჩვენ გაგვიმართლა აინდის მხრივ, მადლობბ :**

    ReplyDelete
  5. აუ მაგარია, გაზაფხული, ბუნება და განტვირთვა:))))

    ReplyDelete
  6. ჰო, მართალი ხარ :))*
    თოვლ ;;):*

    ReplyDelete