Sunday 3 April 2011

it's Sunday...

სასწავლად გადავწყვიტე დაჯდომა, მაგრამ როგორც ყოველთვის არც დღეს დავარღვევ ტრადიციას და რადგანაც კვირაა დღიურში ჩავწერ :) თუ დავპოსტვ, როგორც გამოდის. გუშინაც საშინელი ამინდი იყო და დღესაც, ლანკას ვერ გადავუღე, მაგრამ სანამ ფირს გასამჟღავნებლად მივიტანდი რამდენიმე კადრის გადაღება კი მოვახერხე. მაგალითად
ამ კადრის(ჩიტებიანი შუქნიშნის))), კიდევ არის რამდენიმე... გუშინ წინ მე და ილიამ გადავიღეთ რაღაცები, მარა ზენიტს ფოკუსი უჭედავს და რო გგონია რო ძალიან კარგი კადრია ურევს მერე :< არაუშავს, საერთო ჯამში მაინც კკარგები გამოვიდა <3 ახლა საოცრად მეზარება სწავლა, მაგრამ ვიცი რომ ჩემი გასაკეთებელია მაინც, ბევრი იდეა მიტრიალებს თავში... ანუ
რას გავაკეთებდი  სიამოვნებით?!...
წავიდოდი სადმე საინტერესო, ან არც-ისე საინტერესო ადგილას, ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად, მაგალითად ასეთ ამინდში თბილ, ბუხრიან, მყუდრო ხის სახლში ♡   თუნდაც თბილისიდან შორს ყოფილიყო, 2-3 დღითაც კარგი იქნებოდა, სადაც არ გვექნებოდა არც ტელეფონი, არც ინტერნეტი, მაქსიმუმ ლეპტოპში ჩაწერილი 1-2 საინტერესო ფილმი ♡  კიდევ გიტარაც გვენდომებოდა რომ გვემღერა ბევრი... :) 

აუცილებლად : ბეევრი ლიმოიანი ჩაი, ყავა და სასუსნავები...♡  
ჰო, კიდევ ფოტოაპარატიც კარგი იქნებოდა, ჩვენი ბედნიერი და თბილი წუთების დასაფიქსირებლად... :>
... თბილი საწოლი, კარგად რო მოიკალათებ და ილაპარაკებთ უამრავს ყველაფერზე, თუნდაც სისულელეებზე, მთავარია რომ ერთმანეთის ხმა გესმოდეთ...


გარეთ რო იწვიმებს და ჩვენ სახლში რო ვიქნებით თბილად, თუნდაც ბუხრის წინ მოკალათებულები, მარტო ეგეთ დროს მიყვარს წვიმა და საერთოდაც მინდა ეგეთი დღე, ძალიან მინდა...

 ♥    ♥          ♥    ♥    ♥    

ჯერ კიდევ მიუხვედრელად ჩაძინება, რომ გგონია არ დავიძინებთო და მერე დილით ერთად გაღვიძება, ტკბილად, ძალიან მინდა .. <3


ჰო ეგ ყველაფერი კი კარგია, მაგრამ ახლა წავალ და ვიმეცადნებ ამ ეკონომიკას!!

კიწი *
♥    ♥    ♥    ♥    ♥    ♥ 


♥    ♥    ♥    ♥    ♥    ♥ 


♥    ♥        ♥    ♥    ♥ 


♥    ♥    ♥    ♥    ♥    ♥ 


10 comments:

  1. ვაიმე, კიწუნია.. ამიჩუყდა გული დადა... აი, რაღაცნაირად მეც მომინდა.. ჰო, მეც მინდა ეგეთი რამე-რუმეები.. :*
    იმედია, ეს ყველაფერი ოცნებიდან რეალობაში გადმოინაცვლებს.. :*

    ReplyDelete
  2. :* მეც მაგისი იმედი მაქვს მაცი :>
    გადმოინაცვლბს, ჰოო :> :*
    საყვარელო ♥

    ReplyDelete
  3. ეს ეკონომიკა რა უდროოდ გამოეჩხირა..
    მინდა მეც მასეთ ადგილზე

    ReplyDelete
  4. მეც მინდა კიწი :)
    დედააა, გული რავა ამიჩუყდა.. ასაკის ბრალია მგონი, ან რაღაცა მჭირს..

    ReplyDelete
  5. ჭიამაია < ყოველ კვირას ეგეთ დღეში ვარ ;))

    IG რა ხდება, დღეს რა ყველას გული ავუჩუყე?! არაა აშკარად ასაკის ბრალი :):*

    ReplyDelete
  6. ჩემი ტკბილი და ჩემეული.. იცი რომ მთელიი ორი წელი ამაზე ვოცნებობდიი მაგრამ არ გამომივიდა... მიყვარხარ მე შენ ჩემო ტკბილოოო <3

    ReplyDelete
  7. ჯანდაბა ხომერიკს... ეს ოცნებები რომ დაარღვიაა :შ:*** <3

    ReplyDelete
  8. Gogo ra magari photo gadagighia...postze arafer vambob <3
    am shabats ikneba mze gamovides :/

    ReplyDelete
  9. უხ, მეც გუშინ ვიჯექი და მთელი 5 საათი ვმეცადინეობდი ეკონომიკას.:))
    მართლაც რომ ბევრი დამთხვევა..:)) :**

    ჰო, ის, ფოტო ძალიან მომეწონა და ბევრი სასუსნავებიც და ჩაიც და ლიმონიც და კარ"ქ"ი იყო , მოკლედ :">

    ReplyDelete
  10. Lucy აი ყველაფერს წარმოვიდგენდი და ლექტორის გვარი თუ გახსოვდა ვერაა))) :* მიყვარხარ ტკპილო მეეც <3

    Lanka მე პარასკევის იმედი უფრო მაქ და რას იტყვიი?:>

    თოვლ:) ეს ეკონომიკა მართლაც იმდენიაა:))ეჰჰ :**
    მინდა მეც ეგ კარქოები და ველი მაინც რავიციი :)):**

    ReplyDelete