Friday 17 December 2010

♪ Christmas time is here again ♥

რაღაცნაირი მშვიდი დღეა დღეს დილიდან,   მომენატრა ჩემს დღიურში პასტით რაღაც "ინფორმაციების" ჩაჯღაპნა ;))  მაგრამ  მეზარება ხოლმე იქ წერა და მაგიტომაც ვწერ აქ. საერთოდაც ძალიან ბევრი დღიური მაქვს, ბავშობიდან ვწერდი ათას სისულელეს, ახლა კიდევ უძალიანესად მიყვარს  ძველი ჩანაწერების წაკითხვა, მეცინება ჩემს სისულელეებზე,  თან უფრო პატარაობაში აი რაღაცნაირად ვწერდი, ძალიან სასაცილოდ ;)) ვიცი რო ერთ დროს ამეებზეც გამეცინება და ზუსტად მაგიტომაც მომწონს.  თან კარგია საკუთარ თავთან საუბარი, ბევრი რამის გაცნობიერებაში მეხმარებახოლმე    მომენატრა ჩემი ამოჩემებული სიმღერების მოსმენა, მაგრამ
სახლში ისეთი გათიშული ვბრუნდები ძირითადად. ახლა ეს სიმღერა მაქვს ამოჩემებული, კიდევ სხვებიც, რავიცი ბევრი  საერთოდ ვიცი ხოლმე ეგრე რაღაცებზე "ჩაციკვლა" მაგრამ არის გარკვეული მუსიკა რომელიც რაც თავი მახსოვს ყოველთვის მიყვარდა, მაგალითად ბარი ვაითი, ან "ჯამიროქუაი", თუნდაც ზემფირა    ვფიქრობხოლმე იმაზე რამდენი რამე იცვლება ჩვენს გაზრდასთანნ ერთად,  მაგრამ ხომ არის საგნები, ადამიანები, თუნდაც მოვლენები რომლებიც ყველაზე ჩემია და ყოველთვის ჩემთან რჩებიან    მიყვრსხოლმე ეგეთი რაღაცების გათავისება და შემდეგ გახსენება  
არ მიყვარს ადამიანებს "სულში რო უძვრებიან" ხოლმე, ყველას უნდა ქონდეს რაღაც თავისი, ისეთი პირედი რაც მხოლოდ მისია, ან მისი და მისთვის საყვარელი ნებისმიერი ადამიანის   არ მიყვარს როცა რამის თქმა არ უნდა ადამიანს და არც არასოდეს ვეკითხები, ვთვლი რომ თუ რამის თქმა მოუნდება თვითონვე მეტყვის.  
ოღონდ იმ შემთხვევაში თუ რამე მის ძალიან საკუთარს ეხება, თორემ ისე რამდენ კითხვასაც მინდა იმდენს დავსვამ ;)) ♥ 


დიახაც, წავედი ახლა, ჩაის დავლევ კიდევ ერთხელ    მომავალ წაკითხვამდე, კიწი 

4 comments:

  1. გული კიწი ნოტი..
    კიარადა..
    ეს ჭრელი ნოტები ისეთი საყვარელია.. ^^

    ReplyDelete
  2. ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥ ♥
    მიხარია რომ მოგწონსს

    ReplyDelete