Friday 3 December 2010

პოსტი რომელმაც 2 დღით დააგვიანა - (ანუ) (ალბათ) ხდება ხოლმე ხანდახან...

მისმა სიცივემ ისე იმოქმედა შინაგანად, რომ წამიერად მისთვის თვალებში ჩახედვის სურვილიც კი გამიქრა...  ჰო, ალბათ  საკმაოდ მოქმედებს ასეთი რაღაცები ჩემზე, არც ვიცი  ზუსტად, მიუჩვეველი ვარ. :)  უბრალოდ  ჩემი ხასიათიდან  გამომდინარე  არ მინდოდა მეც  იგივეთი მეპასუხა (ძირითადად ისე ვექცევი ადამიანებს როგორც თვითონ მექცევიან). კი,  გასაგებია  რომ გაუარა, მაგრამ მე ხო მეტკინა შინაგანად...  თან როცა ცდილობ  მინორიდან  მაჟორში გადაინაცვლოთ, მაგრამ  შენი მცდელობები  უშედეგოდ  მთავრდება ძირითადად, უბრალოდ  ცოტა არასასიამოვნოა,  არაფერი მეტი  :)  ახლა უკვე  ცოტა  ენერგია და ნებისყოფა  გამინელდა იმისთვის რომ  რაღაცებზე  
ძალით  გავიღიმო, ოღონდ  ისე  რომ  შინაგანადაც დარწმუნებული ვიყო ამის სისწორეში, ისე თითქოს ვერც  ვამჩნევდე ამ   "ძალდატანებას",     თანაც  ისეც  რომ  განწყობაზე  სრულებით არ იმოქმედოს... :)  ჰო მართალია,  1 წლის წინ სრულიად სხვანაირი ვიყავი, ისეთი კარგი მოთმინება  მქონდა (ნუ დიდად არც ახლა ვუჩივი:)))  და  იმხელა  ენერგია  რომ მთვარეზე გასაფრენადაც კი ეყოფოდა რაკეტასს :)) ;)) ახლა  ვხვდები  რომ  ისევ  ძველ  მეს  ვუბრუნდებოდი,  მაგრამ  როგორც  ჩანს, მაინც  ცუდად  იმოქმედა  ამ  სიცივემ  ჩემზე  და  ცოტათი  ჩამაქრო,  მაგრამ  სულ  ოდნავ...  ახლა  ყველაფერი  კარგადაა, მეტი არაფერია  ისეთი,
           მომავალ წაკითხვამდე,    კიწი *

No comments:

Post a Comment